ნანახია: 456
რუსეთის უმდიდრესი ოჯახები
"ფინანსის" მიერ გამოქვეყნებული რუსეთის უმდიდრესი ოჯახების სია ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის სადავეები ეთნიკური რუსების ხელში არ არის. დღეს მილიარდერების ეთნიკურ კუთვნილებაზე საუბარი აბსურდია. თუმცა, ეს მხოლოდ ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში. მაგალითად, აშშ-ში ბილ გეითსის ან ჯორჯ სოროსის ეთნიკურ კუთვნილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც დიდ ბრიტანეთში, არც საფრანგეთში. მაგრამ რუსეთში ეს მნიშვნელოვანია. ელცინის დროს ოლიგარქების დაახლოებით 80% არარუსი იყო. ამან ისეთი მასშტაბის უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთში, რომ ხელისუფლების სათავეში ყოფილი სუკ-ის თანამშრომელი და ავტორიტარი პუტინი აღმოჩნდა. მისი რეიტინგი დღემდე მაღალია. მართალია, პუტინმა მხოლოდ ოლიგარქების მხოლოდ მცირე ნაწილი შერისხა და მათი პერსონალური შემადგენლობა მნიშვნელოვნად არ შეუცვლია, მაგრამ პუტინ-მედვედევის ტანდემი, ლენინგრადის დაჯგუფება ერთგვარი საპირწონეა იმ ვითარების, როცა ფინანსური პოლუსი არარუსების ხელშია. როგორც კი ეს წონასწორობა დაირღვევა და რუსეთის პრეზიდენტი, ვთქვათ, ხოდორკოვსკი გახდება, რუსეთი განწირულია უსასტიკესი ქაოსისა და კატაკლიზმებისთვის.
ამიტომ, მიმაჩნია, რომ რუსეთის უმდიდრესი ოჯახების სიის გამოქვეყნებამ ამოცანა დააყენა რუსების წინაშე, რომელსაც ამონახსნი არ აქვს. 30 უმდიდრეს ოჯახს შორის მხოლოდ რამდენიმე ეთნიკური რუსია. ამას თითქოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, საინტერესო ფაქტია. მათ შორის არ არიან ქართველები, ეს სამწუხაროა. მხოლოდ ორი ქართველი ებრაელის გვარი ფიგურირებს ამ სიაში: მირილაშვილების და ჩიგირინსკების. სამაგიეროდ, სიაში სამ წარმოშობით სომხურ ოჯახს უკავია სერიოზული პოზიციები. ხაჩატუროვები, რომლებიც სათავეში უდგანან `როსგოსსტრახს~, მათი ჯამური კაპიტალი 2.2 მილიარდი დოლარია, სარქისოვების ოჯახი 2.0 მილიარდს ფლობს, კარაპეტიანების ოჯახი კომპანია `ტაშირს~ ხელმძღვანელობენ და 1.28 მილიარდს ფლობენ. ბევრია ამ 30 ოჯახს შორის მუსლიმური სახელის და გვარის პიროვნება, რომელთა ეთნიკური წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია, აგრეთვე, სავარაუდოდ, ებრაული წარმოშობის რუსი მილიარდერები. რუსეთი ჯერ-ჯერობით არსებობს და ამ კუთხითაც უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება იქ.საოჯახო ბიზნესები რუსეთში სწრაფად იზრდება. ამას ის სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს, რომლებიც რუსეთში უკვე მეორე წელია ქვეყნდება. მილიარდერების მთლიანი კაპიტალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 34%-ით გაიზარდა, გავლენიანი ოჯახების კაპიტალის ჯამური მაჩვენებელი კი 1.5-ჯერ. ამასთან, საოჯახო ბიზნესების რეიტინგში პირველი ათეულის კაპიტალიზაცია დაახლოებით 34%-ით გაიზარდა, ეს, ძირითადად, 50 ოჯახიან სიაში მოხვედრილი სხვა ოჯახების ხარჯზე მოხდა. მოცემულ რეიტინგში ბევრი საინტერესო ტენდენციის დაფიქსირება შეიძლება. როგორც ამას ციფრები მოწმობს, ბიზნესის დაწყება უმჯობესია ძმებთან ერთად. ამგვარი ბიზნესის საშუალო კაპიტალიზაცია შეადგენს 1.65 მილიარდ დოლარს. ასე ვთქვათ, "მამა-შვილის" ბიზნესების იგივე მაჩვენებელი 2-ჯერ მცირეა და 0.75 მილიარდ დოლარს შეადგენს. მართალია, ეს არ არის პატარა ციფრი, მაგრამ ეს მაჩვენებელი გაიზრდება. საქმე იმაშია, რომ რუსული კაპიტალიზმი ჯერ კიდევ "ახალგაზრდაა", მსხვილი ბიზნესმენების შვილები ჯერ კიდევ არ არიან იმ ასაკში, რომ მამების ბიზნესში ჩაერთონ. როცა ისინი შესაბამის ასაკს მიაღწევენ "მამა-შვილის" ბიზნესების კაპიტალიზაციის რიცხობრივი მაჩვენებელი გაიზრდება. მაგალითად, სულ რამდენიმე წელიწადში რომან აბრამოვიჩის ბიზნესიც საოჯახო ბიზნესის კატეგორიაში გადავა, რადგან მისმა უფროსმა ვაჟმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები. იგი Crpsby Asset management-ის 26%-იანი წილის მფლობელი გახდა. წარმოგიდგენთ მდიდარი ბიზნეს-ოჯახების TOP 30-ს:     
|