
2011 წლის ნობელის პრემიის პრეტენდენტთა სიაში WikiLeaks-იც მოხვდა. ის პრემიაზე წარდგენილ 53 ორგანიზაციას შორის შეიყვანეს. პრეტენდენტთა სიაში ასევე არიან, ავღანელ ხალხთა უფლებათა დამცველი - სიმუ სამარი, ევროსაბჭო, გერმანიის ყოფილი კანცლერი - ჰელმუტ კოლი, კუბელი დისიდენტი ოსვალდო სარდინასი, ადამიანის უფლებათა დამცველი რუსული ჯგუფი მემორიალი და მისი დამფუძნებელი სვეტლანა განუშკინა. ასევე, ყველა ქვეყნის ეროვნული პარლამენტის წევრები, სამართლისა და პოლიტოლოგიის დარგის პროფესორები. ხოლო ნორვეგიის პარლამენტი და ამერიკის კონგრესი ამ წლის ყველაზე აქტიური ნომინანტი ჯგუფები არიან. გამარჯვებულს ოქტომბერში დაასახელებენ.