"საქართველოში არავინ შემოიტანს მაღალი ხარისხის საქონელს" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "საქართველოში არავინ შემოიტანს მაღალი ხარისხის საქონელს"
ნანახია: 505

"საქართველოში არავინ შემოიტანს მაღალი ხარისხის საქონელს" იყო დრო, როდესაც საქართველოში მეცხოველეობა ყვაოდა, თუმცა გამოხდა ხანი და ქართულ ბაზარზე ლამის უხსოვარ დროს გაყინული ხორცის ბუმია. ქართულად წოდებული რძის ნაწარმი კი შემოტანილი რძის ფხვნილით მზადდება.
"ქვეყანაში, რომელსაც იმპორტი 80%, ექსპორტი კი 20% აქვს და, პრაქტიკულად, მთლიანად უცხოურ ბაზარზეა დამოკიდებული, ექსპორტის წახალისებას უნდა ცდილობდეს. უკვე დიდი ხანია, რაც ლარი მყარდება, ისევე როგორც 2003-2007 წლებში. ლარის გამყარება ნიშნავს, რომ დამატებით ზემოგებას ღებულობს თურქი, ჩინელი და სხვა იმპორტიორი და ქართველი ექსპორტიორი კი პირიქით, ზარალდება. რატომ არ იაფდება ბენზინი? მე თუ მაქვს ძალა, ბენზინზე ფასს არ დავწევ, რადგან დიდ მოგებას მივიღებ",- ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეკონომიკის ექსპერტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ნოდარ ჯავახიშვილი.
საქართველოში ადგილობრივი პროდუქციის წარმოება ძალიან ძვირია, ამის პარალელურად კი ხდება დოტაციური პროდუქტის შემოტანა, მაშინ როდესაც WTO-ს კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს მის წევრ ქვეყნებს, რომ დოტაციური პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე არ შეიტანონ, რათა ადგილობრივ წარმოებას უკანონო კონკურენცია არ გაუწიოს, ჩვენთან კი ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ბოლო წლებში, ექსპორტის ერთ-ერთი სერიოზული სახეობა საქართველოდან ცოცხალი საქონლის გატანაა, მაშინ როდესაც მეცხოველეობა პრაქტიკულად კვდება ქვეყანაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვითარება არც ისე საგანგაშოა. 2010 წლის მე-4 კვარტლის საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 163.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 266.4 მლნ აშშ დოლარით, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაიზარდა და 760.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – 15.6 პროცენტით მეტი წინა კვარტალთან და 7.1 პროცენტით მეტი, 2009 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით.
ხელისუფლება აქცენტს მხოლოდ საქონლის ექსპორტზე აკეთებს, მათ მოშენებაზე კი არავინ ზრუნავს. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი ცხვარია. ქართული ცხვარი შეიძლება გადაშენების საფრთხის წინაშე დადგეს. არ არსებობს გეგმა, რა რაოდენობის ცხვარი შეიძლება გავიდეს საქართველოდან, ან რა ზომები შეიძლება გატარდეს მათი გამრავლებისთვის.
როდესაც საქმე ეხება ქართული პროდუქციის წარმატებულ ექსპორტს, წესით, საწინააღმდეგო არაფერია. მთავრობის მთავარი აქცენტი მიმართულია იმისკენ, რომ პროცესები შეუქცევადი გახდეს და რაც შეიძლება მეტი ცხვრის გაყვანა მოხერხდეს საქართველოდან.
მოგება, რასაც ჩვენი ქვეყანა ელოდება, მართლაც გარდაუვალია, თუმცა არის სერიოზული საშიშროებაც, რომ ეს გამოიწვევს ქართული ცხვრის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის და მთლიანი წარმოების შემცირებას. ექსპერტების აზრით, ერთადერთი გამოსავალი ამისთვის საზამთრო საძოვრების გაფართოებაა, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ძალისხმევაა გასაწევი. ამ უკანასკნელ ფაქტორზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს არავინ ფიქრობს, ყოველ შემთხვევაში, მზადყოფნა ჯერ არავის გამოუთქვამს.
ამის პარალელურად კი საქართველოში იმპორტირებული ხორცი შემოდის. ექსპერტები აზრით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში, სადაც დაბალი მსყიდველობითუნარიანი მოსახლეობა ცხოვრობს, არავინ შემოიტანს მაღალი ხარისხის საქონელს. ამიტომ, როგორც წესი, იმპორტული საქონელი არის ან ვადაგასული, ან დაწუნებული, ან რაღაც პრობლემების მქონე. სადღაც კაპიკებად არის ნაყიდი და აქ მაინც ცეცხლის ფასი ადევს. ვთქვათ, არის რომელიღაც თურქული კომპანია, რომელსაც ხარისხის კონტროლის სისტემამ დაუწუნა პროდუქცია, ყველა ქვეყანაშია ხარისხის უმკაცრესი კონტროლის სისტემები, საქართველოს გარდა. სად უნდა წაიღოს ეს ხორცი? ან უნდა გადაყაროს, ან დაწვას, ან დამარხოს, ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. აქედან ჩადის ქართველი ბიზნესმენი და წამოიღებს. მწარმოებელიც მოგებაშია, სულ გადაგდებას ურჩევნია, ორი კაპიკი მაინც მისცენ.
"ბოლო წლებში, ექსპორტის ერთ-ერთი სერიოზული სახეობა საქართველოდან ცოცხალი საქონლის გატანაა, მაშინ როდესაც მეცხოველეობა პრაქტიკულად კვდება ქვეყანაში. აქედან აზერბაიჯანში 15-16 მილიონი ლარის საქონელი გაჰყავთ, დაახლოებით 22 ათასი ძროხა. გამოდის, რომ ცოცხალ წონას 3 ლარად ვყიდით. თან გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში იმპორტით 70 მლნ-ის ხორცი შემოგვაქვს და ჩვენთან ერთი კილო საქონლის ხორცის ფასი 12-13 ლარია. რატომ აკეთებს სახელმწიფო ამას? იმიტომ, რომ მას თითქმის ყველა ბიზნესში წილი აქვს", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48