800 მილიონიანი რეზიდენცია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : 800 მილიონიანი რეზიდენცია
ნანახია: 436

800 მილიონიანი რეზიდენცია"გაურკვეველია, თუ რა სახსრებით აშენდა ავლაბრის რეზიდენცია, როცა ერთადერთი კანონიერი რესურსი - სახელმწიფო ბიუჯეტი არ გამოიყენებულა"

"პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობაში 500 მლნ ლარი დაიხარჯა", - განაცხადა "კონსერვატიული პარტიის" წევრმა გიგა ბუკიამ. თუმცა, სინამდვილეში რა რაოდენობის თანხა მოხმარდა ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობას, ამაზე საჯარო ინფორმაცია არ არსებობს.
"ალია ჰოლდინგის" ადვოკატის პაატა კიკვაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფო საიდუმლოებას, რადგან პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნუსხა მხოლოდ და მხოლოდ სამთავრობო რეზიდენციების მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციების სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევას და, ასევე, იმ ტექნიკური საშუალებების და მასალების შესახებ ინფორმაციას ითვალისწინებს, რომელიც გამოყენებული იქნა რეზიდენციის მშენებლობისას, ხოლო რაც შეეხება ფინანსურ დანახარჯებს, ამის თაობაზე ამ ნუსხაში საუბარი არ არის. იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ეს არის საბიუჯეტო სახსრები, ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო. აქედან გამომდინარე, ამ ინფორმაციის გასაიდუმლოება არ შეესაბამება ბიუჯეტის შესახებ კანონის მოთხოვნას.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასახლეების და რეზიდენციების, ისეთების როგორიცაა: ამერიკაში თეთრი სახლი, შვეიცარიაში პრეზიდენტის რეზიდენცია, თურქეთში პრეზიდენტის რეზიდენცია, სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკის კავშირების შენობა - პრეზიდენტ ტაბო მბეკის რეზიდენცია, ავსტრალიაში - ახალი გვინეა, მორაუტის სახლი - პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია ან თუნდაც გერმანული რაიხსტაგი, ინფორმაცია მათ მშენებლობაზე არ არის გასაიდუმლოებული და რა გახადა ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობაზე ზუსტი ინფორმაციიის მიღება? რის გამო არ სახელდება ზუსტი თანხა? ეს კითხვები ხალხში ეჭვს და უკმაყოფილებას იწვევს.
საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ `ის თანხები, რაც ამ სასახლის მშენებლობაში დაიხარჯა, ეს არის 0,17%, 0,18% საქართველოს საერთო ხარჯებისა და არის ძალიან ცოტა~. მოგვიანებით, პრეზიდენტის მიერ დასახელებული პროცენტები ექსპერტებმა დაიანგარიშეს და ეს არც თუ ისე ცოტა, დაახლოებით, 50-60 მილიონი ლარი გამოვიდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ აქ საუბარია არა 50-60 მილიონზე, არამედ 800 მილიონზე. მითუმეტეს, მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და სამომავლოდ ხარჯი მილიარდსაც გადააჭარბებს. შეესაბამება თუ არა ეს რიცხვი რეალურად პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობისთვის დახარჯულ თანხებს, დაზუსტებით არავინ იცის.
ის, რომ რეზიდენციის მშენებლობის უკან კიდევ ბევრი რამ არის გასაიდუმლოებული, ესეც ფაქტია. ქვეყნის ფინანსების მთავარმა განმკარგველმა, ფინანსთა სამინისტრომ ამ თემას თავი აარიდა, ხოლო საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, რეზიდენცია ბიუჯეტის სახსრებით არ აშენებულა. მაშინ ჩნდება კითხვა: მთავრობამ მშენებლობისთვის ამდენი ფული საიდან მოიტანა? კითხვაზე პასუხს არავინ იძლევა. ყველაფერ ამას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ გაურკვეველია, თუ რა სახსრებით აშენდა ავლაბრის რეზიდენცია, ერთადერთი კანონიერი რესურსი კი სახელმწიფოს ბიუჯეტი არის. პასუხი კითხვაზე - გამოიყენა თუ არ სახელმწიფო ბიუჯეტი მთავრობამ ან თუ არ გამოიყენა, მაშინ რომელი სახსრებით აშენდა რეზიდენცია, გასაიდუმლოებულია.
ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობას, მართალია, ბევრი ეჭვი და კითხვა მოჰყვა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს რეზიდენცია ხალხის ქონებაა და ვინც არ უნდა მოვიდეს პრეზიდენტად, რეზიდენცია დარჩება ხალხის საკუთრებაში, ამიტომ მიუხედავად ამდენი საიდუმლოებისა, მას დადებით მხარეც გააჩნია, უმთავრესი კი ის არის, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული პირების მისაღებად ავლაბრის რეზიდენცია ყველაზე შესაბამისი ადგილია. ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს სხვა ღირსშესანიშნაობები, ასევე პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც ძველ თბილისში, ისტორიულ ავლაბარშია აშენებული. პროექტის არქიტექტორია გიორგი ბათიაშვილი და იტალიელი მიკელე დე ლუკი.
პრეზიდენტის სასახლე ბარათაშვილის აღმართისკენ, კლდეზე გამოდის და მთაწმინდისკენ აქვს ხედი. სასახლის კომპოზიცია კლასიკური, სამ პორტიკიანი ჰორიზონტალური შენობაა, რომელიც ცენტრში გუმბათით სრულდება. მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგომი "Г"-ს ფორმის შენობა განკუთვნილია პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. სასახლის ეზოში განთავსებულია რამდენიმე მცირე არქიტექტორული ფორმა: მოძრავი მონუმენტი, რომელიც გამოხატავს სამ შტოს - საკანონმდებლოს, აღმასრულებელსა და სასამართლოს, მრავალეთნიკურობის ამსახველი მონუმენტი გულის ფორმის 67 გამჭვირვალე შუშით და წყლის სარკე მოზაიკური კომპოზიცია "ვინ ვართ, საიდან მოვდივართ" საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფრაგმენტებით.
რუსუდან გაბესკირია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48