ჯანდაცვის რეფორმა სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციას გულისხმობს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ჯანდაცვის რეფორმა სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციას გულისხმობს
ნანახია: 483

ჯანდაცვის რეფორმა სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციას გულისხმობს დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს საზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს. ყველა ადამიანს უფლება აქვს მიიღოს ჯანმრთელობის სრულფასოვანი მომსახურება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჯანდაცვის სფეროს მაღალი სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგების განვითარებას. დღევანდელი მდგომარეობით, საავადმყოფოებში საწოლების დატვირთვის მაჩვენებელი 32,3%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვანია და ჩამორჩება დსთ-ს, ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების მაჩვენებელს (კვლევა ჩატარდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ). სამწუხაროა, მაგრამ გამოკითხულთა 74%-თვის სამედიცინო მომსახურების ხარჯები შეუსაბამოა მათ შემოსავალთან და მხოლოდ 8%-ისაა იგი მისაღები. ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობა უკვე რამდენიმე წელია ჩიხშია მოქცეული, მიუხედავად უამრავი რეფორმისა და მცდელობისა, არსებული სიტუაცია სულ უფრო მძიმდება. სიტუაციას ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი რადიკალიზმიც ართულებს. მთავრობა კი ჯანდაცვის რეფორმებს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის კუთხით მოიაზრებს. ხოლო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ყურადღებას მოითხოვს, იგნორირებულია. მაგალითად: სოციალურად საშიში და ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლამ ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებიდან მეორე ხარისხოვან პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც 2009 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტში აისახა. იგნორირებულია და არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური დაავადებები და ქიმიოთერაპიის კურსი, ასევე იგნორირებულია ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმათაგან მნიშვნელოვანი გახლდათ "100 ახალი საავადმყოფოს" პროექტი. პროგრამის მიზანია თბილისსა და რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა საავადმყოფოს პრივატიზაცია პირდაპირი მიყიდვის წესით. ხელისუფლების განცხადებით, ჯანდაცვის რეფორმა მიმართულია ევროსტანდარტებთან დაახლოებისკენ. სინამდვილეში კი, კეთდება საწინააღმდეგო ღონისძიებები, ევროკავშირის ქვეყნებში საავადმყოფოებისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების დიდი ნაწილი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა (97%) ექვემდებარება გასხვისებას, რაც ეწინააღმდეგება თვით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ჯანდაცვის სექტორის რეფორმებს. "100 ახალი საავადმყოფოს” მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით 35-40 მილიონი ლარი ჯდება. მაგალითად, ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მშენებლობის ღირებულებამ 30 მილიონი ლარი შეადგინა, ცენტრი დაუმთავრებელია და ევროსტანდარტებთან მიახლოებისთვის 10 მილიონი ლარი ესაჭიროება. დღეს არსებული სამედიცინო მომსახურების ფასები მცირედ მოგებას იძლევა, ხოლო ინვესტორი, რომელიც საავადმყოფოების მშენებლობაში ჩადებს რამდენიმემილიონიან ინვესტიციას, თავისთავად გაზრდის სამედიცინო მომსახურების ფასებს. ჩვენი მოსახლეობის 60%-ზე მეტი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარზე და, შესაბამისად, ვერ იღებს სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას, მომსახურების ფასების მომატების შემთხვევაში. ისინი განწირულნი არიან. რაც შეეხება 100 საავადმყოფოს აშენებას, ეს უტოპიური იდეა იყო, რადგან ორ წელში 100 საავადმყოფოს აშენება შეუძლებელია.
მცირეა ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბოლო წლებში დაფინანსების წილი უფრო შეუმცირდა. ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის 2,8%-ს შეადგენს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში ეს საშუალოდ 14-15%-ია. სახელმწიფოს წილი ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაში საქართველოში 30% არ აღემატება, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებისთვის იგი 75-80% შეადგენს. საქართველოში ყველანაირი დახმარება-დაფინანსება გაპიარებულია. ამის კარგი მაგალითია ხელისუფლების მიერ გაპიარებული უმწეოთა დახმარება სამედიცინო სფეროში. საქართველოში მოსახლეობის 25,3% უმწეოდ ითვლება. ეს 1 100 000 მეტი ადამიანია. ზემოთ აღნიშნული პროგრამა მხოლოდ 700 000 ადამიანს შეეხო, ანუ 400 000 მოქალაქეზე მეტი ვერ იღებს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობას და, შესაბამისად, ვერ სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა საკმაო დარღვევებით განხორციელდა. სამედიცინო დახმარების გაწევა არ ხდება დროულად, არ წარმოებს სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევები.
2010 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1 610 715 7 ლარი იყო, 2011 წელს დაახლოებით 4 მილიონით შემცირდა, თუმცა ამის პარალელურად გაიზარდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბიუჯეტი და 2011 წლისათვის 8 მილიონზე მეტი შეადგინა.
"არსებული ბიუჯეტიც საკმარისია, რომ გაცილებით უკეთესი ჯანდაცვა გვქონდეს, ვიდრე გვაქვს დღეს, უფრო ხარისხიანი და უფრო მოცულობითი. საჭიროა მხოლოდ ის, რომ სახელმწიფომ გამოიჩინოს კეთილი ნება", - აცხადებს ასოციაცია "გვახსოვდეს ჰიპოკრატეს" თავმჯდომარე მარინა ბერაძე.
საქართველოში მოსახლეობა სამედიცინო მომსახურებაზე საკუთარი ჯიბიდან დაახლოებით 82%-ს იხდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 193 წევრ ქვეყანას შორის, სახელმწიფო დაფინანსების მიხედვით, საქართველო ბოლოდან მეორე ადგილზეა, ის მხოლოდ ნიამარსა და გვინეას უსწრებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საშიშია ჩვენთან ავად გახდომა, რადგან პროფესიონალიზმის დეფიციტი, უვარგისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მედიკამენტებზე მაღალი ფასები, მოუწესრიგებელი სამედიცინო დაზღვევა - ეს ის მთავარი პრობლემებია ჯანდაცვის სექტორში, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს.
მარიამ ბიბილაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48