თურქები ნიქოზელებს წყალს არ აძლევენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : თურქები ნიქოზელებს წყალს არ აძლევენ
ნანახია: 535

თურქები ნიქოზელებს წყალს არ აძლევენმიწების უცხოელებზე გასხვისება გრძელდება

სოფელი ზემო ნიქოზი ომის დროს ფრონტის ხაზის ერთ–ერთ ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენდა და ომის შემდეგ, მისი თანმხლები ნგრევის გარდა, სარწყავი წყლის პრობლემა მთელი სიმწვავით შეექმნა. ამას გარდა, ზემო ნიქოზის ბაღებისა და ვენახების მოზრდილი ნაწილი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და ადგილობრივებმა ჰექტრობით მიწის გარდა, ელემენტარული შემოსავლის წყაროც დაკარგეს.
ერგნეთს, ზემო ნიქოზს, ქვემო და ზემო ხვითს აგვისტოს ომის შემდეგ სარწყავი წყალი არ მიეწოდებოდა. ომამდე ეს სოფლები ცხინვალიდან გამომავალი სარწყავი არხით ირწყვებოდა, მაგრამ კოკოითის ხელისუფლებამ არხები ჩაკეტა. ამიტომ, ამ სოფლებში მხოლოდ მცირე მოსავალს იღებენ. ომის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობამ საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა. თავდაპირველად ხელისუფლების დაპირებები, დაპირებებად რჩებოდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, პრობლემის მოგვარება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ `თანამედროვე~ მეთოდების გამოყენებით გადაწყვიტა.
თურქული კომპანია `ვესტა გრუპის” დახმარებით, სოფელ ქვემო ნიქოზში წვეთოვანი სარწყავი სისტემა მონტაჟდება. თანამედროვე ტექნოლოგიის დამონტაჟების გარდა, თურქულმა მხარემ კიდევ ერთი ვალდებულება აიღო. 140 ჰექტარი თურქმა სპეციალისტებმა იჯარით აიღეს, რემელსაც თავად დაამუშავებენ და ახალი სარწყავი სისტემის გამოყენებით მოსავალსაც მოიყვანენ. როგორც თურქული კომპანია ირწმუნება, ეს ერთგვარი საჩვენებელი სამუშაოები იქნება, უკვე მომავალი წლიდან კი, ახალ სისტემას სახელმწიფო ადგილობრივ მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცემს.
რა მოხდება მომავალ წელს, შეასრულებს თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტრო და თურქული კომპანია თავის ნაკისრ ვალდებულებებს, მიიღებს თუ არა ნიქოზის მოსახლეობა სარწყავ სისტემას და მილიონიან შემოსავალს (სწორედ მილიონიანი შემოსავალი შეპირდა თურქმა ინვესტორმა ადგილობრივებს, ოღონდაც, ის აღარ დაუკონკრეტებია, მილიონიანი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე იქნება, ოჯახზე თუ მთლიანად, სოფელზე), ძნელი სათქმელია. ფაქტი კი ერთია, ადგილობრივ მოსახლეობას მრავალწლიანი ნარგავები უხმებათ. რეალურად, ომის გამო უწყლოდ დარჩენილ სოფელს კიდევ ერთი პრობლემა დაემატა, კუთვნილი მიწების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე მათთვის მიუწვდომელია.
ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მყოფ სოფლებში ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმართვა წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ოფიციალურად, ეს მიწები ჯერ კიდევ დაკარგული არაა, თუმცა, იქ მოსავლის მოყვანა და შემდეგ აღება, შეუძლებელია. მიწების მფლობელები, რომლებიც შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირისა და მორწყვის პრობლემის არსებობის გამო, ვერ ამუშავებენ საკუთარ ფართობებს, მათ მთავრობა არა თუ ეხმარება, არამედ, ზედმეტ პრობლემებს უქმნის.
თურქულმა მხარემ, რომელმაც წვეთოვანი სარწყავი არხის დამონტაჟება გადაწყვიტა, 140 ჰექტარი მიწა იჯარით აიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მიწის მფლობელები, რომლებსაც რეალურად ეს მიწების დაკანონებული არ ჰქონდათ, აიძულეს, თურქული მხარისთვის ის უსასყიდლოდ გადაეცათ. იყო დაპირება, რომ თურქების მოწყობილი სარწყავი სისტემით, ადგილობრივებიც ისარგებლებდნენ. გარდა ამისა, იმ 140 ჰექტარზე მოწყობილ ხახვისა და სხვა მსგავსი კულტურების მეურნეობა, ისევ ნიქოზის მოსახლეობის სამსახურში ჩადგებოდა. სწორედ ამ შინაარსით დაანონსდა თურქების შესვლა, სოფელ ნიქოზში სახელისუფლებო ტელევიზიებზე.
თუმცა, ამ ეტაპზე, უკვე შეიძლება საუბარი, რომ თურქული ინვესტიციიდან მომდინარე სიკეთეები არც თუ ისე რეალურია. საქმე ისაა, რომ თურქები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ნიქოზელებს წყალს არ აძლევენ. სოფლის მოსახლეობა, ბუნებრივია, იმედგაცრუებულია, მათ უკვე გაუჩნდათ შიში, რომ იმ მიწებსაც დაკარგავენ, რომელზეც თურქებმა მეურნეობა უნდა მოაწყონ.
მაშინ როდესაც ინვესტიციების ნაკადის კლების პარალელურად, მთავრობა მიწების გაყიდვაზე აქტიურად გადავიდა, ექსპერტებმა რეალურ პრობლემებზე დაიწყეს საუბარი.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მასობრივი გასხვისება უკვე დაიწყო. მას შემდეგ, რაც მიწის მართვის დეპარტამენტი გაუქმდა, უკვე 7 წელია, საქართველოში მიწები ისე იყიდება, რომ მათი აღრიცხვა არ ჩატარებულა, ამიტომ მიწების ფასი არარეალურია. დღეისათვის, ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე დაახლოებით 674 588 ათას ლარად 3 692 235 კვ. მ. მიწა აქვს გასაყიდად გამოტანილი.
ერთი სიტყვით, ტყეების და საძოვრების გასხვისების ინიციატივით გამოსვლის შემდეგ, მთავრობა სახნავ-სათესი მიწების აქტიურ გასხვისებაზე გადავიდა. ამ შემთხვევაში უკვე ინვესტორების თემამაც გაიჟღერა, ვინ არიან საქართველოში ინვესტორები, ვინ უნდა იყიდოს ეს მიწები?! ბუნებრივია, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მხოლოდ 20%-მდეა დამუშავებული და ამის ფონზე მიწის მფლობელებს გადასახადებს კიდევ უფრო გაუზრდიან, ქართველი ინვესტორები ადგილობრივ სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადებისგან თავს შეიკავებენ. დარჩა უცხოელი ინვესტორები, არაბები, ჩინელები და თურქები, რომლებმაც მიწების ათვისება უკვე აქტიურად დაიწყეს.
"სასოფლო-სამეურნეო მიწებს სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ უნდა ყიდულობდნენ. ეს არის უზარმაზარი პოლიტიკური შეცდომა. მსოფლიოში მსგავს რამეს არავინ აკეთებს. ხელისუფლება ქართველი გლეხის არაკონკურენტული მდგომარეობით სარგებლობს და მიწებს უცხოელებზე ჰყიდის", - აცხადებს სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.
ნიქოზელები, ერგნეთელები და ხვითელები ახლა შემოდგომის დადგომას და ხელისუფლების დაპირების შესრულებას ელოდებიან. მათი აზრით, თუ სარწყავი წყლის პრობლემა არ მოგვარდა, მიწის დამუშავება საერთოდ აზრს დაკარგავს. თუმცა, ხელისუფლებისთვის, ალბათ, არც ეს იქნება პრობლემა, რადგან თუ ნიქოზელები მიწის დამუშავებას ვერ შეძლებენ, მათი მიწები, რომლებიც რეალურად მათ საკუთრებას არ წარმოადგენს, თურქების ხელში უფრო მარტივად აღმოჩნდება.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48