
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ უკვე არსებობს 2010 წლის დაზუსტებული მონაცემები.
"2010 წელს უმუშევრობა შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი იზრდებოდა", - განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2010 წელს უმუშევრობის დონე 16,9 პროცენტი იყო, ხოლო 2009 წელს 16,3 პროცენტი.
ოღონდ "საქსტატი" იყოს თბილად, ამჯერად უკვე "კანონიერი ქურდის", ზაქრო კალაშოვის წყნეთის აგარაკზე დაბანაკებულ-ჩათბუნებული და გილაურს იმდენ პროცენტიან კლებას მისცემენ, რომ პრეზიდენტსაც გულს მოეფონება და მთლად სახარხაროც არ იქნება ამ ბედკრული ქართველებისთვის. 2010 წელს წარმოება არ გახსნილა, ინვესტიციები არ შემოსულა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულთა რაოდენობაც იგივე დარჩა და ეს 0.6%-იანი ზრდა საიდან გამოტყვრა? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სოფლად მცხოვრები ყველა დასაქმებულად ითვლება და თუ ნამუსზე ხელი აიღეს შესაბამისმა უწყებებმა, ორჯერ ვაკანსიაზე CV-ის გამგზავნი პირიც კი დასაქმებულად ითვლება თურმე, როგორც ეს დანიაშია, სადაც უმუშევარს იმხელა შემწეობა აქვს, სამუშაოს მოსაძებნადაც არ იკლავს თავს.