ხორცის ბაზარზე კონკურენციის ნაცვლად "პატრიოტული” პარტნიორობა მკვიდრდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ხორცის ბაზარზე კონკურენციის ნაცვლად "პატრიოტული” პარტნიორობა მკვიდრდება
ნანახია: 538

ხორცის ბაზარზე კონკურენციის ნაცვლად "პატრიოტული” პარტნიორობა მკვიდრდება მონოპოლისტი ხორცის წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციისას კახეთის რეგიონშიც გამოჩნდა
რამდენიმე თვის წინ ხორცის ბაზარზე ხელოვნურად შექმნილი მონოპოლისტური გარემოს შესახებ ბევრი ითქვა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, მონოპოლისტების საქმიანობით დაზარალებული ჩვეულებრივი ადამიანები არც ინტერესდებიან, რატომ უძვირდებათ მათ ესა თუ ის პროდუქტი, ან რატომ ვერ ყიდიან საკუთარ პროდუქტს მათთვის მისაღები პირობებით. ზუსტად ასე მოხდა ხორცის ბაზარზეც.
ხორცის ბაზარზე "იბერმითის” გამოჩენის შემდეგ საინტერესო მოვლენები განვითარდა. ნატახტრის სასაკლაომ სახელმწიფოს აშკარა ჩარევით მოიპოვა ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობა. სწორედ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, კომპანია "იბერმითი” საცალო მოვაჭრეებისთვის ხორცის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა. ამასთან, სწორედ "იბერმითის” მფლობელობაში არსებული ნატახტრის სასაკლაო ფლობს ხორცის დამუშავების ექსკლუზიურ უფლებას, ანუ "იბერმითი” ერთის მხრივ, მონოპოლისტია საქონლის მიღებისა და ხორცის დამუშავების სეგმენტში, მეორეს მხრივ კი მას მონოპოლისტური მდგომარეობა აქვს პროდუქტის დისტრიბუციის კუთხითაც.”ბაზარზე მონოპოლიის გაჩენამ მყისვე გამოიწვია ფასების ზრდა. საქმე ისაა, რომ თუ ადრე გლეხები თავად ამუშავებდნენ ხორცს და აწვდიდნენ საცალო მოვაჭრეებს, ახლა ამ ჯაჭვში ~იბერმითიც” "ჩაჯდა”, რამაც ბუნებრივია, ფასწარმოქმნის პროცესი შეცვალა და ფასები გაზარდა. საწყის ეტაპზე 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ფასი დაახლოებით 12-13 ლარი გახდა.
სასაკლაოს ოფიციალურად გახსნის შემდეგ პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულება ძალაში შევიდა. ხორცის გასაყიდად აუცილებელ ფორმა 2-საც უკვე სასაკლაოები გასცემენ და არა სერთიფიცირებული ვეტერინარები. გლეხი ვალდებულია საქონელი სასაკლაოზე მიიყვანოს და ხორცი ევროსტანდარტებით დაამუშავოს. სწორედ სავალდებულო მომსახურების სიძვირემ ადგილობრივ ბაზარზე ერთი კილოგრამი ხორცის ფასი 4-5 ლარით გაზარდა. ”ნატახტარში სასაკლაოს გახსნის შემდეგ რეალიზატორები იძულებული გახდნენ ხორცის რეალიზებისთვის, რომელიმე სასაკლაოსთან კონტრაქტი გააფორმონ. რადგან თბილისთან ახლოს მხოლოდ ეს სასაკლაოა, თბილისისა და შიდა ქართლის მოვაჭრეები, კვების ობიექტები თუ სუპერმარკეტები, ხორცს მხოლოდ ნატახტარის სასაკლაოსგან იძენენ. შესაბამისად, საქონლის მფლობელები იძულებულები ხდებიან ხორცი ~იბერმითს” მიჰყიდონ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კომპანიას ექსკლუზიურად აქვს მინიჭებული ნედლეულის მიღებისა და პროდუქტის გასაღების ბაზარი. აღნიშნული სიტუაცია მას უფლებას აძლევს ექსკლუზიურად დაბალ ფასში იყიდოს ნედლეული და ექსკლუზიურად მაღალ ფასად გაყიდოს პროდუქტი. ”შესაბამისად, ხორცის ბაზარზე კომიკური სიტუაციაა შექმნილი. ბაზარზე არსებობს სამი მხარე. გლეხი, ვინც საქონელს წლობით ზრდის, ~იბერმითი”, რომელიც გლეხისგან იბარებს საქონელს და აწარმოებს ხორცს და რეალიზატორი, რომელიც ყიდის ხორცს.”დღესდღეობით ერთი კილოგრამი ხორცის სარეალიზაციო ფასი 12-13 ლარის ფარგლებში მერყეობს. დაახლოებით, 4 ლარს იღებს გლეხი, 5 ლარს სასაკლაო და 3-4 ლარს რეალიზატორი. როგორც ვხედავთ, ხორცის ფასის ყველაზე დიდი პროცენტი რჩება სასაკლაოს, რომელსაც რეალურად ყველაზე ნაკლები დანახარჯი აქვს წარმოების პროცესში. ~იბერმითისთვის” ხორცის წარმოების და რეალიზატორებისთვის ექსკლუზიურად მიწოდების უფლებამ, ერთის მხრივ, შემოსავალი შეუმცირა გლეხებს და რეალიზატორებს, მეორეს მხრივ კი პროდუქტი გაუძვირა მოსახლეობას. და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს ანტიმონოპოლიური რეგულირების აღდგენას და ბიზნესურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევას.
თუმცა, ესეც არაფერია, შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, საქმე ისაა, რომ ნატახტრის სასაკლაო ბაზრის კიდევ ერთ სეგმენტში იმკვიდრებს ადგილს. საინტერესოა, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის პოზიცია, რომელმაც თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ ხორცის ფასების ზრდის მიზეზი პროდუქტის გამყიდველების მოგების მაღალი მარჟა გახლდათ. მსგავსი შინაარსის განცხადება, იმ პერიოდში სახელისუფლებო ძალების სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პროდუქტის ფასის შემცირება, ძირითადად, რეალიზატორების მოგების შემცირების ხარჯზე მოხდებოდა.”იმ ფონზე, როდესაც რეალიზატორების შემოსავალი მცირდება ~იბერმითი” საცალო ვაჭრობის სეგმენტშიც შემოდის და საკუთარ მაღაზიებს ~იბერულას” ბრენდის ქვეშ ხსნის. მართალია მას ხორცის რეალიზაციის ექსკლუზიური უფლება სახელმწიფოსგან ოფიციალურად არ მოუპოვებია, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში, ბაზრის ამ სეგმენტშიც მალე შეუძლია მოსპოს კონკურენცია და მონოპოლისტი გახდეს.გამომდინარე იქიდან, რომ მას უშუალოდ ნატახტრის სასაკლაო ექსკლუზიურად მიაწვდის ხორცს და საჭიროების შემთხვევაში, დემპინგური ფასებიც შეთავაზებაც შეეძლება, ~იბერულა” მალე შეძლებს მოიპოვოს ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობა. ამის შემდეგ კი ~იბერმითი” ხორცის ბაზრის სამივე სეგმენტში გახდება ბაზრის მონოპოლისტი. ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას კი მხოლოდ გაძვირებული ხარისხი და შემცირებული ხარისხი მოჰყვება.
ხორცის ბაზარზე ყველაზე ახალი სიახლე ~პატრიოტის” გამოჩენაა. ეს არის კიდევ ერთი სასაკლაო, რომელიც ამჯერად კახელი გლეხების მიერ გაზრდილი საქონლის ევროპულად დაკვლას მოემსახურება. ივნისში თელეთის აგრარული სავაჭრო ცენტრი ~პატრიოტი” გაიხსნება, რომელშიც ლაბორატორიულად შემოწმებული, ეკოლოგიურად სუფთა და საქართველოში მოყვანილი საკვები პროდუქცია გაიყიდება. მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული იქნება ბითუმად მოვაჭრე სატვირთო ავტომანქანები და მოწესრიგებული საავტომობილო პარკინგი. ცენტრში, რომლის მშენებლობაშიც ქართველმა და ისრაელის ბიზნესმენებმა 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, გაერთიანდება როგორც თანამედროვე მარკეტის, ისე აგრარული ბაზრობის სავაჭრო სისტემები. ასევე წარმოდგენილი იქნება სასაწყობო მეურნეობა.
ობიექტი თბილისის ცენტრალური უბნებიდან 15-20 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს და იქ მუნიციპალური ტრანსპორტის მიყვანაცაა დაგეგმილი. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაინიშნება რამდენიმე უფასო მარშრუტი თბილისის ცენტრალური უბნებიდანაც. გარდა უშუალოდ სავაჭრო ობიექტისა, კომპლექსის ტერიტორიაზე ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ხორც-კომბინატია განთავსებული, რომელიც დედაქალაქს უმაღლესი ხარისხის ქართული ხორცით და ხორცპროდუქტებით მოამარაგებს. ეს პროდუქცია ბრენდ "პატრიოტის” სახელით გაიყიდება. ეს იქნება პირველი მსხვილი მასშტაბის მქონე ხორცპროდუქტების საწარმო რომელიც 100% ქართულ ნედლეულზე იმუშავებს, აცხადებენ "პატრიოტში”.
"პატრიოტის” შესახებ ეს ინფორმაცია თავად საწარმოს წარმომადგენელტა გავრცელებულია. თუმცა, განცხადება, რომ ?ატრიოტი ერთადერთი იქნება ბაზარზე, რომელიც 100%-ით ქართულ ნედლეულზე იმუშავებს, ცოტა არ იყოს, არაეთიკურია, მსგავსი პრეტენზია აქვს ~იბერმითსაც”. თუმცა, საკვირველი ისაა, რომ ~იბერმითში” ეს განცხადება არავის გაუპროტესტებია. პირიქით, მსოფლიო ბიზნესის ისტორიაში პირველად, ეს კომპანია ბაზარზე სერიოზული კონკურენტის გამოჩენას მიესალმება. კომპანიის გაყიდვების დირექტორის კახა მაზანაშვილის განცხადებით, კონკურენცია ნებისმიერი დარგისათვის მომგებიანია, რადგან ის კომპანიებს მუდმივად ფორმაში ყოფნას აიძულებს. მისი თქმით, ~იბერმითი” კონკურენტუნარიანი კომპანიაა. ამასთან, მისივე თქმით, ახალი კომპანიის შემოსვლა ბაზარზე, სავარაუდოდ, ასორტიმენტის გაზრდასა და ფასების შემცირებას გამოიწვევს.
ბატონი კახას ეს განცხადება მისაღები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის ნეიტრალური პოზიციიდან ილაპარაკებდა. ამ შემთხვევაში, კი ბაზარზე კონკურენტის გამოჩენა, წესით, არც ერთ კომპანიას არ უნდა უხაროდეს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ რეალურად ~პატრიოტი” ”იბერმითის” პარტნიორი ხდება და არა კონკურენტი, მაშინ კომპანიების ასეთი ~თბილი” დამოკიდებულებაც გასაგები ხდება. საქმე ისაა, რომ ნატახტრის სასაკლაო მხოლოდ დედაქალაქის გარკვეული ნაწილის მომარაგებას ახერხებდა ხორცით, ახალ სიტუაციაში კი ბაზრის დარჩენილ ნაწილს პატრიოტი აითვისებს. ამასთან პატრიოტი კახეთის რეგიონის ერთადერთი სასაკლაოა, რომელსაც ხორცის დამუშავება რეგიონში ექსკლუზიურად ერთადერთს შეუძლია.
ერთი სიტყვით, ხორცის ბაზრის მონოპოლიზება გრძელდება. ბაზრის მონოპოლიზება, რომელიც საქმიანობის ექსკლუზიურობაში გამოიხატება, არც ერთ შემთხვევაში არ გამოიწვევს ფასების შემცირებას.

ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48