სტუდენტები სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელობას აუჯანყდნენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : სტუდენტები სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელობას აუჯანყდნენ
ნანახია: 369

"მცირე დროში დამოუკიდებლად მუშაობა უფრო ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე აკადემიაში განვლილი ოთხი უნაყოფო და არაფრის მომცემი წელი"

სამხატვრო აკადემიის რვა სტუდენტმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ძველი სისტემით გაგრძელება აღარ ისურვა და ალტერნატიული, დამოუკიდებელი "თავისუფალი სახელოსნოს" შექმნის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. მათ აკადემიას პროტესტი სასწავლო პროგრამის არაეფექტურობის გამო გამოუცხადეს. სტუდენტებმა სპეციალური დეკლარაციაც შეიმუშავეს, რომლის მიზანია მათი თანამედროვე არტისტებად ჩამოყალიბება. მათი განცხადებით, აკადემია თანამედროვე სწავლის პროცესს ფეხს ვერ უბამს და ისინი აუცილებელი ცოდნის გარეშე რჩებიან.
აკადემია თანამედროვე პროცესებს რომ დიდი ხნის წინ ჩამორჩა, ამაზე სტუდენტებმა პირველად 2009 წელს გამოთქვეს პროტესტი. მაშინ მხატვარი გიორგი კევლიშვილის ხელმძღვანელობით ვიზუალური ხელოვნების სახელოსნო დაიხურა, ლექტორს კი აკადემიამ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. სტუდენტებმა ისეთ ხელოვან ადამიანებზე, როგორიცაა: მარსელ დიუშანი, ჯექსონ პოლოკი, დემიენ ჰერსტი და სხვები არაფერი იციან. მათ შესახებ სტუდენტებმა სამხატვრო აკადემიის დამთავრებამდე მხოლოდ ოთხი თვით ადრე შეიტყვეს. ისინი აკადემიის ხელმძღვანელობას იმაში ადანაშაულებენ, რომ მათთან მხატვრობა თანამედროვე დონეზე არ ისწავლება. აკადემიაში კი მათ მოთხოვნებს უგულვებელყოფენ. სტუდენტებს პროფესიული ზრდის და არსებული პოტენციალის რეალიზაციის საშუალება არ ეძლევათ. მართალია, დამოუკიდებელ სტუდენტებს ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი სწავლის დამთავრებამდე, ისინი თავისუფალ სახელოსნოში სადიპლომო ნამუშევრების შექმნას პროფესორ-მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ აპირებენ. დამოუკიდებელი სტუდენტების მიზანია თანამედროვე არტისტებად ჩამოყალიბება, თვითორგანიზება, თანასწორობა და დისკუსიები.
სახელოსნოს წესდების მიხედვით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესში, წევრებს შორის კი სტუდენტის და ლექტორის სტატუსი არ იარსებებს. ყველა ის პირი, რომელიც გამოთქვამს სურვილს სახელოსნოში მუშაობის შესახებ, აღიარებს სახელოსნოს პრინციპებს და მიიღებს სახელოსნოში მუშაობის წესებს. მიუხედავად იმისა, ასწავლის თუ სწავლობს მოცემულ მომენტში, მას ექნება სახელოსნოს წევრის სტატუსით სარგებლობის უფლება, ხოლო ყველა ის პირი, ვინც ერთჯერადად ან პერიოდულად მონაწილეობს სახელოსნოს მუშაობაში, მაგრამ არ გაუკეთებია განაცხადი სახელოსნოს წევრობის სურვილის თაობაზე, ისარგებლებს სახელოსნოს სტუმრის სტატუსით.
სახელოსნოს აკადემიის შენობაში არსებობა კონფლიქტის კიდევ ერთ საგანს წარმოადგენს. თუმცა სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი სწავლაში ფულს იხდიან და სრული უფლება აქვთ, გამოიყენონ აკადემიის სივრცე განათლების მისაღებად. თავისუფალი სახელოსნოს მიზანი კი სწორედ ეს არის.
სტუდენტებთან ურთიერთობის ხელოვნურად გამწვავებაში აკადემიის რექტორი გია ბუღაძე ყოფილ მოადგილეს გიორგი კევლიშვილს ადანაშაულებს. წლების წინ, გიორგი კევლიშვილი სწორედ რეფორმების გასატარებლად მიიწვეს, თუმცა მოგვიანებით სამსახურიდან გაანთავისუფლეს. გიორგი კევლიშვილის განცხადებით, აკადემიიდან გაშვების მთავარი მიზეზი სწორედ აკადემიაში არსებულ პრობლემებზე ხმამაღალი საუბარი გახდა, მისსივე თქმით, ჩვენ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები პროფესიული კრიტერიუმების შერჩევის შედეგად მუშაობენ და არა პოლიტიკური მოსაზრებების გამო.
გია ბუღაძე კი პრობლემის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ მხოლოდ 8 სტუდენტს აქვს პრეტენზია, ხოლო დანარჩენი 2130 სტუდენტი მათ მსგავსად არ ფიქრობს.
`დამოუკიდებელი `თავისუფალი სახელოსნო~ ძალიან კარგია, მაგრამ აკადემიის ტერიტორიის მიღმა, რადგან აკადემიას თავისი განაწესი აქვს და ვალდებული არის ყველა სახელოსნო თუ ყველა პროგრამა შეუთანხმოს პროგრამულ აკრედიტაციას განათლების სამინისტროში~,- აცხადებს ბუღაძე. სტუდენტებს კი `თავისუფალი სახელოსნოს~ იდეის განხორციელებას მხატვართა კავშირში სთავაზობს.
მართალია, აკადემიის რექტორი ამბობს, რომ დანარჩენ სტუდენტებს არ გამოუთქვამთ პრეტენზიები, თუმცა `თავისუფალ სახელოსნოში~ სწავლის მსურველთა რაოდენობა დღითი-დღე მატულობს. ამ სტუდენტებისთვის ურბანული არქიტექტურის შესახებ ლექციების ჩატარებას ურბანისტი ლევან ასაბაშვილი აპირებს, ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი მათ ფემინისტური არტის შესახებ ესაუბრება. ლექციებს ასევე ჩაატარებს აკადემიის უფროსი თაობის მხატვარი და პედაგოგი, უშანგი ხუმარაშვილი და მხატვარი ოლეგ ტიმჩენკო.
დეკლარაციას რვა სტუდენტმა - თეო ბიჩინაშვილმა, მარიამ ფრიდონაშვილმა, გიორგი კვინიკაძემ, ვეფხვია მანიამ, დადუ მაღრაძემ, სერგო მიკირტუმოვმა, ლევან ფიცხელავამ და ბექა ჩოფლიანმა მოაწერა ხელი. სტუდენტებმა დარჩენილი მცირე დროის განმავლობაში საკუთარ განათლებაზე უნდა იზრუნონ და ფორმითა თუ კონცეფციით ღირებული ნამუშევრები შექმნან, რათა აკადემიას დაუმტკიცონ, რომ თუნდაც მცირე დროში, დამოუკიდებლად მუშაობა უფრო ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე აკადემიაში განვლილი ოთხი უნაყოფო და არაფრის მომცემი წელი.

რუსუდან გაბესკირია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48