”საფლავი ღამით ზოგიერთი ანათებს მხოლოდ” » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ”საფლავი ღამით ზოგიერთი ანათებს მხოლოდ”
ნანახია: 383

”საფლავი ღამით ზოგიერთი ანათებს მხოლოდ”გარდაიცვალა ზაზა კაც-იაშვილი

კაცი უაღრესად განათლებული, განსწავლული, საქვეყნო საქმეზე ფიქრს და რუდუნებას გადაყოლილი.
რთული და შრომა-დაგვით აღსავსე წუთისოფელი განვლო.
იყო კარგი ეკონომისტი. ჩვენი ბავშვობის მკრთალ მოგონებად შემოგვრჩა საქართველოს ტელევიზიის I არხზე მისი საავტორო გადაცემა: ”სამეურნეო მექანიზმი – სიახლენი, პრობლემები”, სადაც გაბატონებული სტერეოტიპური აზროვნების პირობებში, იგი საბჭოური ”კალკების” დანგრევას ცდილობდა . . .
მერე იყო მეგობრობა, თანამოაზრეობა და შერმადინობა დიდ ხელოვანთან, კობა გურულთან, რომლის სახელოსნოშიც გავიცანით ჩვენ ბატონი ზაზა და მრავალწლიანი, ურთიერთპატივისცემით აღსავსე დამოკიდებულებაც ჩამოგვიყალიბდა. დიდი მესიტყვის ამქარში, მასთან ერთად, დაჰფოფინებდა თავს ქართულ სიტყვას და ქართველურ კოსმოგონიას თავადაც შესანიშნავი ლექსების ავტორი.
”თვალი დიდოსტატის სახელოსნოს ერთ კუთხეში ჩარიგებულ ხის ჯვრებისკენ გამირბის. თავად ვარ თვითმხილველი, ერთ ცივ ზამთარში, როცა მოძღვარს სახლის გათბობის არანაირი საშუალება არ ჰქონდა, ნათესავმა ტომრებში ჩაწყობილი დაჩეხილი შეშა მოუტანა. სამწუხაროდ, რცხილის ნაფოტები ძალზე ნედლი იყო და მისი ღუმელში ანთება ვერ მოხერხდა. მერე და მერე ამ ხის ნაფოტებით დიდოსტატმა ჯვრების მთელი ასაბია ”წამოანთო”. . . ჯვარი – ვითარცა სიტყუა; ვითარცა ”არ” და ”რა” საგანი, ოთხგონის ჯვართა-ჯვარი; ბედის წერილის ჯვარი; ჯვარი ვარ-ჯიშისა, ჯვარი – ქადილი; ჯვარი – ყოველი მე-სი; ვინ-მესი; ჯვარი – ღვინისა; მფარნა-ვაზისა, ჯვარი რუსსთველისა, ჯვარი ქანის რთველისა, ჯვარი – სათავე სიცოცხლისა, ცხოველქმედების წუთ-სოფლურ რეალობაში ჩაქრობისა . . .”
”მოგიველ შენი მომავლის მრთველი,
მზის სათავანოს უნდა შევერთო;
დასტურს არ სხვისგან, შენგან მოველი –
ნდობის პერანგი ჩამაცვი, ღმერთო!”
(ზაზა კაც-იაშვილი ”ლოცვის ნამცვრევი”)

ღირსეული პიროვნება და მოღვაწე შეუერთდა ზეციურ საქართველოს!
ბადრი ბერაია, გიორგი გიორგაძე, ვაჟა ბერიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48