წამლის ფასს და მომხმარებლის უფლებებს ახალი კანონი დაარეგულირებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : წამლის ფასს და მომხმარებლის უფლებებს ახალი კანონი დაარეგულირებს
ნანახია: 1623


ბოლოდროინდელი მოვლენები – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რუსეთ-საქართველოს ომი, საინვესტიციო გარემოს გაუარესება, უმუშევრობის ზრდა - კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის ეკონომიურად ისედაც შეჭირვებული ადამიანების ბედს. მთავრობის რეფორმატორული კურსი სასურველ შედეგს ვეღარ იძლევა. სანუგეშო ვერც ის მრავალთვიანი პროგრამებია, სადაც ხელისუფლება ხალხს დასაქმებას ჰპირდება. მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ყოველდღიური ყოფისთვის აუცილებელი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდა. გაძვირებულ სამომხმარებლო ფასებს ფარმაცევტული ბაზარიც შეუერთდა. მედიკამენტებზე მომატებულმა ფასებმა სოციალურად დაუცველი ფენის მდგომარეობა გააუარესა. მართალია, პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებაში ცნობილი გახდა მთელი რიგი სოციალური ინიციატივების შესახებ, მათ შორის ახალი 5-ლარიანი სადაზღვევო სისტემის შესახებ, მაგრამ რეალურად არაფერი თქმულა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ პრობლემებზე. მოგვიანებით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ. მთავრობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ევროკავშირში დარეგისტრირებული ნებისმიერი მედიკამენტის დამატებითი რეგისტრაცია საქართველოში საჭირო აღარ გახდება. თუკი აქამდე თითოეული იმპორტირებული მედიკამენტისთვის რეგისტრაცია 2000 ლარამდე ჯდებოდა, რაც მხოლოდ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების შესაძლებლობად განიხილებოდა, ახალი ინიციატივით, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის ასორტიმენტი უნდა გაიზარდოს და ბაზარზე ახალი კომპანიების გამოჩენის ალბათობაც მეტი ხდება.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ადასტურებს, რომ ცვლილებები გაზაფხულიდან განხორციელდება, რითაც ფარმაცევტული ბაზრის შესახებ არსებული კანონმდებლობა ძირეულად გადაიხედება. "მოსახლეობის გამოკითხვამ აჩვენა, რომ არსებობს პრობლემები. მოსახლეობა წუხს მედიკამენტებზე გაზრდილი ფასის გამო. შესაბამისად, იგეგმება საპარლამენტო მოსმენები ამ კუთხით. გახდება თუ არა უშუალოდ კანონის შეცვლა საჭირო, ეს ამის შემდეგ გაირკვევა", – აცხადებს საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას ოთარ თოიძე. "ლეიბორისტული პარტია,"მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ახალი ინიციატივა ისევ მორიგი პიარ-აქციაა და ერთჯერად ეფექტს წარმოადგენს. პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით, "ხელისუფლებამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, სააფთიაქო სტრუქტურები დააფუძნა, რომლებიც, წამლების ნაცვლად, ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვაჭრობენ." "ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას მედიკამენტებზე დაბალი ზღვრული ფასების დაწესებისკენ მოუწოდებს. გიორგი გუგავას აინტერესებს, თუ ვინ გააკონტროლებს მედიკამენტების ვარგისიანობას, როცა წამლის სააგენტოც გაუქმებულია და მოსახლეობა მხოლოდ რეკლამის ეფექტით, ხშირად გაუაზრებლად ირჩევს სასურველ მედიკამენტს.
მთავრობის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ჯერ არ გამოხმაურებიან ფარმაცევტული კომპანიები. PSP და "ავერსი" ლიდერები არიან და მათ ბევრი რამ გააკეთეს ფარმაცევტული ბიზნესის განვითარებისათვის საქართველოში. კომპანიებში განმარტავენ, თუ რატომ მოხდა წამლებზე ფასების ზრდა. PSP-ში აცხადებენ, რომ ისინი უცხოელ მომწოდებლებზე არიან დამოკიდებულნი და ფინანსური კრიზისის ფონზე, გამორიცხული არ არის, მომწოდებელმა ფასები გააძვიროს კიდეც, რაც მედიკამენტების ღირებულებაზე ავტომატურად აისახება. უცხოელი მომწოდებლებისგან დამოკიდებულებაზე მიუთითებს კომპანია "ავერსიც." კომპანიაში განმარტავენ, რომ მათთან მედიკამენტებზე ფასები არ გაიზრდება, რადგან ეს უკვე მოხდა და ამის მთავარი მიზეზი ლარის დევალვაცია იყო. მიუხედავად ამისა, "ავერსში" ფიქრობენ, რომ შემდგომი გადაწყვეტილებები ვითარებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. "ფასების ზრდას განაპირობებს არა პრეპარატებზე რეგისტრაციის არსებობა, არამედ სხვა ფაქტორები. პრეპარატებზე ფასების მატება, უპირველესად, დამოკიდებულია ლარის კურსზე. დღეს პრეპარატების დიდი ნაწილი საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოდის და ლარის კურსის ცვლილება დოლარსა და ევროსთან მიმართებაში იწვევს ფასის ზრდას. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ფასის მატებას განაპირობებს, არის მომწოდებლის მიერ ფასის გაზრდა", – თვლიან "სახალხო აფთიაქშიც."
ხელისუფლების ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ ისმის სხვა დამტებითი კითხვებიც: ვინ აგებს პასუხს პრეპარატის უსაფრთხოებაზე მთავრობა განმარტავს, რომ "როდესაც ბაზარზე დაშვებული იქნება ევროკავშირში დარეგისტრირებული ყველა სახის მედიკამენტი და როცა მათი ხელახალი დარეგისტრირება საქართველოში საჭირო აღარ იქნება, ბაზარზე ავტომატურად გაჩნდება მედიკამენტების კიდევ უფრო ფართო არჩევანი, ხოლო მონოპოლია საქართველოში, როგორც ასეთი, არ არსებობს."

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48