ნანახია: 378
ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრში ინფრასტრუქტურა გაუმართავია საქართველოს ხელისუფლების მიერ ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად დასახელებულ კახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმართავია. ამის თქმის საფუძველს საერთაშორისო ორგანიზაცია "გლობალ სტარის” განცხადება იძლევა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კახეთის სასტუმროებში არასახარბიელო მდგომარეობაა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, აუდიტი კახეთის სასტუმროების 90%-ში ჩატარდა. თუმცა ვარსკვლავების მიღებას 45 სასტუმრო და გესთჰაუსი შეძლებს, ხოლო ვარსკვლავების რაოდენობა 2 ან 3-ით განისაზღვრება. მისივე თქმით, კახეთში არის ისეთი დაწესებულებები, რომელიც სასტუმროს ან გესთჰაუსის კატეგორიას საერთოდ არ მიეკუთვნება. კახეთის შემდეგ "გლობალ სტარი” ურეკის სასტუმროების აუდიტს იწყებს. "რჩეულის” სასტუმროების ქსელის მმართველი აღიარებს, რომ კახეთის რეგიონში დღეს ინფრასტრუქტურის დეფიციტია. შალვა ალავერდაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში მოთხოვნა ტურისტების მხრიდან საკმაოდ გაიზარდა, რასაც კახეთი ვერ პასუხობს. მისი თქმით, "რჩეულის” სასტუმროს საერთაშორისო ორგანიზაცია ~გლობალ სტარისთვის” ჯერჯერობით არც მიუმართავს რადგან არსებობს ხარვეზები, რომელთა გამოსწორება მოხდება და მიმართვაც სწორედ ამის შემდეგ გაკეთდება. ალავერდაშვილის თქმით, ~რჩეულს” პრეტენზია 3 ვარსკვლავის მიღებაზე ექნება.
|