"სალხინო" - ქართული ფლორის საოცრება » ბანკები და ფინანსები

"სალხინო" - ქართული ფლორის საოცრება

მთავარისაზოგადოება 24.02.2009

"სალხინო" - ქართული ფლორის საოცრება

"სალხინო" ეს არის საქართველოს მაღალმთიან რაიონებში გავრცელებული უნიკალური სამკურნალო ბალახებით და უძველესი კოლხი შთამომავლობის – ნაჭყებიების ტრადიციული, საგვარეულო რეცეპტით დამზადებული ერთი უნიკალური წამალი, რომელზეც ბევრი დაუწერიათ, ბევრგან განუხილავთ და დარწმუნებულან, რომ ბევრი ავადმყოფი შედეგიანად განუკურნავს და ბევრ გაჭირვებულსაც დახმარებია.
წამალს, რომლის სამკურნალო თვისებებიც შესწავლილი და დამტკიცებულია საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანის და უკრაინის ათეულობით სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიებში, კლინიკებსა და კათედრებზე, მიღებული აქვს უამრავი პატენტი და ლიცენზია.
მისი ფესვები შორეული წარსულიდან მოდის და საუკუნეებს ითვლის, მაგრამ მისი უკეთ შესწავლა და დამუშავება მხოლოდ 80-იან წლებში მოხდა. განვლილი გზა კი საკმაოდ გრძელი და შრომატევადი იყო.
წამალი "სალხინო" უკვე 20 წელია ჩირქოვან-ანთებითი პროცესებით შეწუხებული მოსახლეობის შვების მომგვრელად იქცა. თავად წამლის სახელწოდება საქართველოს ულამაზესი კუთხის - სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლიდან – სალხინოდან მომდინარეობს. ეს კუთხე მდიდარია სამკურნალო მცენარეებით, რომელთა სამკურნალო საშუალებად მოპოვება-გამოყენება, სალხინოელთა პრაქტიკულ გამოცდილებას ემყარება და სახელოვანი ტრადიციაც გააჩნია. სწორედ ასეთი მდიდარი ტრადიციებისა პირობებში შეიქმნა წამალი "სალხინო."
ფარმაცევტული კომპანია "სალხინო" თბილისში აღმაშენებლის 115 ნომერში მდებარეობს. კომპანიის გენერალური დირექტორი და თავად წამლის ავტორი როინ ნაჭყებია გახლავთ. როგორც "სალხონის" წარმომადგენელმა ანი ნერგაძემ გვითხრა, სოფელ სალხინოში ფუნქციონირებს ფარმაცევტული წარმოება, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს და აქვს საჭირო ლიცენზიაც. ამ საწარმოში მზადდება წამლისთვის საჭირო ფხვნილი და შემდეგ მისი დაფასოება ხელშეკრულების საფუძველზე შ.პ.ს. "ფიტოფარმიში" ხდება, ამის შემდეგ კი ის მოთხოვნის შესაბამისად სააფთიაქო ქსელში გადის.
კომპანია "სალხინომ" ფლაკონთან ერთად ერთი წლის წინ გამოუშვა კაფსულაც, რომელიც ტრადიციული მეთოდით მცენარეული კომპონენტებისგან დამზადებულ სპეციალურ ქილაშია მოთავსებული. მისაღებად კი ბევრად ადვილი და მოსახერხებელია.
"სალხინო" აწესრიგებს პირის ღრუს, სასუნთქი გზების პრობლემებს, აქრობს უსიამოვნო სუნს, აგვარებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და ხსნის ტკივილებს, აძლიერებს იმუნიტეტს, უნარი აქვს გაიწოვოს სიმსივნური წარმონაქმნები. მკვეთრად აქვს გამოხატული ანტიბაქტერიული და ანტისეფტიკური მოქმედება.
"სალხინო" რეკომენდირებულია მასტოპათიების, ჭრილობების, კანის ლორწოვანი, ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების, კოლპიტრის, პროსტატიტის, სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებების, რინიტის, ბრონქიტის, პარადონტიტის, ჰეპატიტის, რადიკულიტის და სხვა ანთებითი პროცესებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა – პროფილაქტიკისთვის.
"სალხინო" განსაკუთრებით კარგად ამჟღავნებს თავის ბაქტერიოციდულ თვისებებს სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირის მიმართ. იგი მოქმედებს სხვდასხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეულ ანთებით პროცესებზე. გამოაქვს ჩირქი ორგანოებიდან, ათავისუფლებს მათ შლაკებისა და ნალექებისგან. უნარი აქვს აღადგინოს ნეკროზული პროცესები. ასევე რეკომენდირებულია კომპლექსური თერაპიის დროს სხვა მედიკამენტებთან ერთად.
პრაქტიკამ დაადასტურა ისიც, რომ "სალხინო" სარძევე ჯირკვლების დაავადებების დროს ხსნის ტკივილებს მკერდის, ბეჭის და იღლიის არეში.

მოგეხსენებათ, თუ ადამიანი ავად გახდა, პირველ რიგში, მიმართავს კლასიკურ მედიცინას და იმ შემთხვევაში, როცა არ აღმოაჩნდება საკმარისი სახსრები, მაშინ მიდის ხალხური მედიცინისკენ. სალხინოს მომხმარებლის 90%-ს სწორედ ასეთი კატეგორია წარმოადგენს. "სალხინოს" წელიწადში საშუალოდ 4-5 ათასი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც ზღვაში წვეთია იმ არმიასთან შედარებით, ვისაც ეს წამალი სჭირდება.
"სალხინოს" ფასი საქართველოს ტერიტორიაზე 35 ლარს არ აღემატება. წამლით მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, თუ დაავადება ქრონიკულია, მაშინ საჭიროა რამდენიმე კურსის ჩატარება, ხოლო თუ საწყის ეტაპზეა, მაშინ მკურნალობას ერთი, ან მაქსიმუმ ორი კურსი დასჭირდება.
თავისი საქმიანობით ფარმაცევტულმა კომპანია "სალხინომ" დაამტკიცა, რომ ის არამარტო უნიკალური სამკურნალო საშუალებაა, არამედ ერთ-ერთი პერსპექტიული ორგანიზაციაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. კომპანია "სალხინოს" დღესაც ბიუჯეტში ყოველთვიურად ათასობით ლარი შეაქვს. გარდა ამისა, კომპანიის მესვეურები ეწევიან ქველმოქმედებას. კომპანიაში დასაქმებულია ათობით ადამიანი.
"სალხინო" ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული კომპონენტებისგან მიღებული წამალია. ის ანალოგიური პრეპარატებისგან მიღება-წარმოების ხარისხით და ქიმიური შემადგენლობით განსხვავდება, აქვს თავისებური სპეციფიკური სუნი და გემო. არ გააჩნია უკუჩვენება.


თათია ჩაფიჩაძე



113 ათას პირს უძრავი ქონების გაყიდვა ემუქრება
113 ათას პირს უძრავი ქონების გაყიდვა ემუქრება

23.04.2014 · საზოგადოება
ფინანსური ინსტიტუტები "იაფ ფულს" გვთავაზობენ, თუმცა - მხოლოდ ერთი შეხედვით.

როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს
როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს

23.04.2014 · ბიზნესი
საქართველოს საბანკო სექტორში კრედიტების სიძვირეზე და სესხების აღების სიძნელეზე როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები ბოლო წლებია აქტიურად მიუთითებენ

ცოტა ხელფასი და ძალიან ცოტა დასაქმებული
ცოტა ხელფასი და ძალიან ცოტა დასაქმებული

23.04.2014 · ეკონომიკა
საქართველოში რეალურად, ხელფასს სამუშაო ძალის დაახლოებით 35% იღებს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია

,,საქართველოში თვითაღდგენადი ბუნებრივი რესურსის დათვლის მეთოდი დანერგილი არ არის"
,,საქართველოში თვითაღდგენადი ბუნებრივი რესურსის დათვლის მეთოდი დანერგილი არ არის"

23.04.2014 · საზოგადოება
ინტერვიუ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან ბიძინა გიორგობიანთან

ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება
ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება

22.04.2014 · ბიზნესი
ქართველ ავტოდილერებს მორიგი ”სიურპრიზი” ელით.

ფოთში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრი აშენდება
ფოთში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრი აშენდება

22.04.2014 · ბიზნესი
პროექტის განხორციელებას კომპანია „აისბერგ ფოთი" უზრუნველყოფს

არაბული „დაბი ჯგუფი“ საბანკო, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სექტორში ინვესტირებას გეგმავს
არაბული „დაბი ჯგუფი“ საბანკო, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სექტორში ინვესტირებას გეგმავს

22.04.2014 · ფინანსები
არაბული „დაბი ჯგუფი“ საბანკო, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სექტორში გეგმავს ინვესტირების გაგრძელებას.

„რუსჰიდრო“ აფხაზეთში პროექტის განხორციელებას იწყებს
„რუსჰიდრო“ აფხაზეთში პროექტის განხორციელებას იწყებს

22.04.2014 · ეკონომიკა
„რუსჰიდროს“ კაპიტალში 40 მილიარდი რუბლის ჩადებას „როსნეფტეგაზი“ გეგმავს.

პრემიერი ახალი ინიციატივით გამოდის – „თითო რაიონი - თითო პროდუქტი“
პრემიერი ახალი ინიციატივით გამოდის – „თითო რაიონი - თითო პროდუქტი“

22.04.2014 · ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობისათვის საქართველოს ყველა რაიონში საწარმოები აშენდება.

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის და მეგა სავაჭრო ცენტრების მშენებლობას გეგმავს
მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის და მეგა სავაჭრო ცენტრების მშენებლობას გეგმავს

22.04.2014 · ბიზნესი
„თიბისი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საკუთარი მეგაპროექტების დეტალებზე ტელეარხ „მაესტროზე“ საუბრობს