გაიაფდება თუ არა ბინები? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : გაიაფდება თუ არა ბინები?
ნანახია: 3420

"არსი" მომხმარებელს ახალ პირობებს სთავაზობს
ეკონომიკური კრიზისი თავის "ეშხში" უკვე შევიდა და ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა. ამ მხრივ არც სამშენებლო სექტორია გამონაკლისი. ეს დარგი საქართველოში ყველაზე განვითარებულ სფეროდ ითვლება საბანკო სექტორის შემდეგ. სადღეისოდ ბინების ფასი უკვე 10-15%-ით შემცირდა, სწორედ ამის გამო ბევრი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელსაც ბინის შეძენა უნდა თავს იკავებს, რადგან თვლიან, რომ სულ მალე ბინები კიდევ გაიაფდება. ამ რეალობის გათვალისწინებით, სამშენებლო კომპანია "არსმა" მყიდველთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში ახალი პუნქტი შეიტანა, რის საფუძველზეც ერთი წლის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე ფასის შემცირების შემთხვევაში, ბინის მფლობელს ფასის სხვაობას უკან დაუბრუნებს. განვადების შემთხვევაში კი გადასახდელი თანხის დარჩენილი მოცულობა პირდაპირპროპორციულად დაიკლებს და ყოველთვიურ შენატანზე გრაფიკის შემსუბუქებით აისახება.
"არსის" გაყიდვების მენეჯერის გიორგი ბაინდურაშვილის განცხადებით, კრიზისი განვითარების ერთგვარი სტიმულია, რაც კომპანიას ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგებს. იმ ფონზე, როცა საბანკო სექტორში სესხებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, "არსმა" პირველი დეკემბრიდან შიდა განვადებები დაიწყო, რამაც გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად გაზარდა.
"არსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თიკო რატიანის თქმით "მართალია, წინა წელთან შედარებით უფრო ნაკლები ბინა გაიყიდა, მაგრამ კრიზისის პირობებში უფრო ცუდ შედეგს ველოდით".
"იმის გამო, რომ ბოლო თვეებში გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაყიდვაში დამატებით ახალი ბინები გამოიტანოს", - აცხადებენ კომპანიაში. კომპანიის ინფორმაციით, "არსი" თბილისის სამ უბანში, სამი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას რამდენიმე თვეში დაასრულებს.
"არსის" ახალ ბინებში ერთი კვადრატული მეტრი ფართის ღირებულება 850-დან 1200 აშშ დოლარამდე მერყეობს. მომხმარებელს საცხოვრებელი ფართის შეძენა როგორც განვადებით, ასევე ერთიანი გადახდით შეეძლება.
როგორც "არსში" განმარტავენ, განვადება 2 წლიანია და პირველადი შენატანი ბინის ღირებულების 20%-ს შეადგენს. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი 5-დან 10%-მდე ფასდაკლებას მიიღებს.
სამშენებლო სექტორში არსებული პრობლემების დაძლევაზე თბილისის მერიაში მუშაობენ. საქართველოს დედაქალაქში მიწის ღირებულება შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დედაქალაქში მიწის ნორმატიული ფასები 20-25% - ით უნდა შემცირდეს. მერიის ინიციატივის მიზანი მშენებლობის თვითღირებულების შემცირება და ამით სამშენებლო სექტორში არსებული პრობლემების დაძლევაა. მიწის ნორმატიული ფასი თბილისის საკრებულომ შარშან შეცვალა და ამჟამად კვადრატული მეტრი 12-დან 500 აშშ დოლარამდე მერყეობს.
სამშენებლო სექტორი ფასების შესაძლო შემცირების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად ხვდებიან."ცენტრ-პოინტში" აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ მისასალმებელი ნაბიჯია. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რა ფასიც აქვს მიწას თბილისსა და დანარჩენ საქართველოში, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიწის ფასი თბილისსა და საქართველოში უკვე შემცირებულია, "ცენტრ-პოინტში" კატეგორიულად უარყოფენ. ამჟამად თბილისში კვადრატულ მიწის ფასი, სხვადასხვა რაიონში 200-დან 500 აშშ დოლარამდე მერყეობს. მიწის ფასი ასევე მაღალია რაიონებშიც. ამის დამადასტურებლად "ცენტრ-პოინტს" ზუგდიდში არსებულ ფასები მოჰყავს, სადაც კომპანიას კვადრატული მიწის შეძენა 200 ლარად უხდება.
სამშენებლო კომპანია "არსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თიკო რატიანის განმარტებით, მიწის შესაძლო გაიაფება სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ლოგიკურად აისახება, თუმცა ეს უკვე ნაყიდ მიწას და დაწყებულ მშენებლობებს არ შეეხება.
რა პროცენტით აისახება მიწის შესაძლო გაიაფება გასაყიდი მიწის ფასზე, ამის თქმა სამშენებლო კომპანია "მოდულში" უჭირთ. კომპანიაში განმარტავენ, რომ თუ მოხდება მიწის რეალური გაიაფება, ეს ყველანაირი ლოგიკით უნდა აისახოს ბინების ფასზეც.

გოგა აბრამიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48