გახდომის ახალი და უჩვეულო მეთოდები » ბანკები და ფინანსები

გახდომის ახალი და უჩვეულო მეთოდები

მთავარისაზოგადოება 18.02.2009

გახდომის ახალი და უჩვეულო მეთოდები

თუ თქვენ არ გშველით ან გეზარებათ დიეტა და სპორტული ვარჯიში, შეგიძლიათ გამოიყენოთ გახდომის არასტანდარტული და მხიარული გზები. გთავაზობთ უახლეს და უჩვეულო იდეებს მთელი მსოფლიოს დიეტოლოგებისგან.
მაგალითად, დიეტოლოგები გვირჩევენ დავლიოთ ცივი ან უმჯობესია ყინულივით ცივი წყალი, რადგან ორგანიზმს სჭირდება ერთი კალორია, რათა აწიოს ერთი გრამი წყლის ტემპერატურა ერთი გრადუსით. წყლის ტემპერატურა კი უნდა ავიდეს 36,5 გრადუსზე. ამ რჩევას აქვს თავისი მინუსები, რადგან თუ საკვებს არ შეზღუდავთ, გასახდომად უნდა დალიოთ მინიმუმ 3 ლიტრი ცივი წყალი დღეში, რითაც ანგინით დაავადების ალბათობა საკმაოდ იზრდება.
მრავალრიცხოვანი გამოკვლევების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველა ადამიანის ტვინში არის განსაზღვრული ცენტრი, რომელიც აკონტროლებს სხეულის მასას. ამიტომ, როცა წონაში მკვეთრად იკლებთ, ორგანიზმი არ ეთანხმება ამას და უბრუნდება საწყის წონას. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, გასახდომად საჭიროა თქვენი წონა გაზარდოთ ხელოვნურად (მაგ. ატაროთ მძიმე ზურგჩანთა აგურებით). წონის კლებასთან ერთად მოაკელით აგურების რაოდენობა. მეთოდი საკმაოდ საინტერესოა, იგი კარგად ხსნის, რატომ არის ძნელი მშობიარობის შემდეგ გახდომა. თუმცა აგურებიანი ჩანთის ტარება ძლიერი და თავდადებული გოგონებისთვის შესაფერისია.
იმისათვის, რომ გახდეთ და არ იგრძნოთ შიმშილი, არომათერაპიის რეკომენდაციით უნდა შეისუნთქოთ ვაშლის, მწვანე ბანანის, პიტნის ან ვანილის სურნელი. არომათერაპევტები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ ეს არომატები თრგუნავენ მადას.
ამერიკელი დიეტოლოგები გვირჩევენ, დავითვალოთ არა კალორიები, არამედ რამდენჯერ მივიტანთ პირთან ჩანგალს. გასახდომად საჭიროა შემოვიფარგლოთ 60-70 "მიტანით". თუმცა არსად არ არის მითითებული, რომელ საკვებზეა საუბარი.
ფრანგი ექიმი-თერაპევტი მთვარის ციკლის მიხედვით გახდომას გვირჩევს (ცნობილია, რომ მთვარე გავლენას ახდენს ორგანიზმზე). სავსე მთვარეობისას უნდა დალიოთ რაც შეიძლება ბევრი სითხე, ახალმთვარეობისას კი უნდა მიირთვათ მხოლოდ ბოსტნეული.


გოგრა

მეცნიერებში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ არსებობს ბოსტნეული, რომელსაც წარმატებით შეუძლია შეცვალოს ქალებისათვის კრემები და გასახდომი აბები. ეს არის გოგრა. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით გოგრა დადებითად მოქმედებს არა მარტო კანზე, არამედ მთლიანად ორგანიზმზე.
გოგრა შეიცავს ვიტამინ A-ს, რომელიც ინარჩუნებს კანის ბუნებრივ PHბალანსს, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას და ამით ხელს უშლის მის სიმშრალესა და აქერცვლას.
ამას გარდა, მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, რომლებიც ხელს უშლიან მზის სხივების ზემოქმედებას და ასწორებენ ნაოჭებს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე რკინას, В და Е ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას და მინერალურ მარილებს. ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან უძილობას, ანემიასა და დიაბეტს.
მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ახლახანს აღმოაჩინეს კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობენ გახდომას. აღმოჩენა ეკუთვნით მეცნიერებს სეულიდან, მათ გამოყვეს გოგრიდან წყალში ხსნადი ნივთიერება (PG105), რომელიც ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას ორგანიზმში და ხელს უწყობს უკვე დაგროვილი ცხიმის დაშლას.


პიტნის ჩაი
მოგაშორებთ არასასურველ თმებს ტანზე



ჰირსუტიზმი - ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ჭარბი თმის ზრდით ტანზე და სახეზე, მათ შორის მუცელზე, ხელებზე და მკერდზეც. დაავადება ვითარდება სისხლში მამაკაცური ჰორმონების - ანდროგენების მომატების გამო. ( ხშირად თავს იჩენს ორსულობისას და კლიმაქსის პერიოდში)
ამერიკელმა მკვლევარებმა ქალებზე ჩატარებული ცდების შედეგად დაადგინეს, რომ პიტნის ჩაის მოხმარება აქვეითებს სისხლში მამაკაცის ჰორმონების დონეს.
ცდები მას შემდეგ ჩატარდა, როცა დადგინდა, რომ პიტნა მამაკაცებში აქვეითებს ლიბიდოს, ასევე პიტნის ექსტრაქტი დაბლა წევს ანდროგენების დონეს ვირთხებში
ეს კვლევები ცხადყოფს, რომ პიტნას გააჩნია არაჩვეულებრივი თვისება და მას შეუძლია იყოს კარგი ალტერნატივა ანტი - ანდროგენული თერაპიისას, იოლად მიმდინარე ჰირსუტიზმის დროს


ვეგეტერიანელობა - მოაქვს თუ არა ხორცს ზიანი

ვეგეტერიანელები, საკუთარი დამოკიდებულების გასამართლებლად ხორცის მიმართ, ხშირად ადარებენ ადამიანს მტაცებელ ცხოველს და ამტკიცებენ, რომ ადამიანი ბუნებით არ არის მოწოდებული ხორცის ჭამისათვის. ეს მტაცებლები თავს ესხმიან ცხოველებს, გლეჯენ მათ ნაწილებად, ხოლო ამისათვის მათ აქვთ კლანჭები, ბასრი კბილები, რაც ვერანაირად ვერ ექნება ადამიანს.
ამას გარდა, ადამიანის ნაწლავები ბევრად უფრო გრძელია, ვიდრე მტაცებელი ცხოველის და შეუძლია მხოლოდ მცენარეული საკვების გადამუშავება, ხოლო ადამიანის კუჭის წვენის მჟავიანობა ბევრად დაბალია, ვიდრე მტაცებლის.
მაგრამ საინტერესოა, რომ სპეციალისტების აზრით, თუ ადამიანის ორგანიზმს ბალახისმჭამელი ცხოველების ორგანიზმს შევადარებთ, შედარება ამ უკანასკნელების სასარგებლოდ არ იქნება.
მაგალითად, თუ ნაწლავების სიგრძეზე ვილაპარაკებთ, იგი 20-ჯერ უფრო გრძელია მათ სიმაღლეზე, ხოლო ადამიანის ნაწლავის სიგრძე მხოლოდ 8-ჯერ გრძელია მის სიმაღლეზე. ჩვენი კუჭებიც აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ბალახისმჭამელი ცხოველი რომ დანაყრდეს, მას რაც შეიძლება მეტი საკვები და მჟავიანობა სჭირდება, ვიდრე ადამიანს აქვს. ხშირად მსგავს ცხოველებს ორკამერიანი კუჭი აქვთ, რასაც ადამიანი მოკლებულია.
რაც შეეხება კბილებს, ბალახისმჭამალებს კბილებზე დიდი საღეჭი ზედაპირი აქვთ და თანაც ემალის გარეშე, ამიტომ ისინი მალე ცვდებიან და ასევე მალე იზრდებიან. ადამიანი კი, სამწუხაროდ, კბილებს სამუდამოდ კარგავს.
ვეგეტერიანელების ლოგიკას თუ მივყვებით, ადამიანს მცენარეული საკვებიც არ გამოადგება, მაგრამ მეცნიერებმა დიდი ხანია უკვე საპირისპირო დაამტკიცეს: ადამიანი არ განეკუთვნება არც მტაცებლებს და არც ბალახისმჭამელებს - იგი ყველაფრისმჭამელია.
ძველი ადამიანების ნახატები კლდეებზე, სადაც გამოსახულია მამონტებზე და სხვა ცხოველებზე ნადირობა, თვალსაჩინო მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩვენი წინაპრები უარს არ ამბობდნენ ხორცზე, იგი მათთვის არ იყო უცხო და ყოველთვის, როცა წარმატებული ნადირობა ჰქონდათ, სიამოვნებით მიირთმევდნენ ცხოველურ საკვებს. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ გამყინვარების პერიოდში მცენარეთა უმეტესობა გაქრა და თუ ადამიანი ცხოველის ხორცს არ შეჭამდა, უბრალოდ, გადაშენდებოდა.
ასე რომ, არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ადამიანში არ იყო ჩადებული ვეგეტერიანობა, მაგრამ ამის მიუხედავად იგი წარმოიშვა და უფრო მეტად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში. დღესდღეისობით პლანეტაზე დაახლოებით მილიარდი ვეგეტერიანელი ცხოვრობს.
ვეგეტერიანობის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა მეოცე საუკუნის დასასრულს, როცა ექიმებმა გამოიკვლიეს კვების ეს ხერხი და დაამტკიცეს, რომ ხორცის გარეშეც შეიძლება ცხოვრება. მაგრამ მეცნიერები არ ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ ვეგეტერიანობა სასარგებლოა. მათ დაამტკიცეს ხორცის მეტისმეტი გამოყენების მავნებლობა და არც მთლად ხორცის, არამედ ცხოველური ცხიმების, რომელიც ბევრ ქოლესტერინს შეიცავს.
ექიმები ხშირად ლაპარაკობენ, რომ ცხოველური წარმოშობის საკვების ხშირი გამოყენება ბევრ დაავადებას იწვევს. მაგრამ ამის მიზეზი ხორცში კი არ არის, არამედ ადამიანის საქმიანობაში - ხორცის პროდუქტი რომ არ გაფუჭდეს, მას ამუშავებენ, ან ნიტრატებს, ბიოლოგიურ დანამატებს და საღებავებს უმატებენ.
იმისათვის, რომ ცხოველი სწრაფად გაიზარდოს და წონაში მოიმატოს, ფერმერები ხშირად კვებავენ მათ სპეციალური წამლებით, ჰორმონებით და ბიოლოგიური დანამატებით. რა თქმა უნდა, ასეთი ხორცის ჭამა ყოველდღე არ შეიძლება, ამან შეიძლება მართლაც უამრავი დაავადება გამოიწვიოს - გასუქება, სკლეროზი და კიბოც კი.
დიახ, ვეგეტერიანიზმი იცავს ადამიანს ისეთი დაავადებების ნაადრევი განვითარებისაგან, როგორიცაა ინსულტი, ინფარქტი, კიბოს ზოგიერთი სახეობა, სკლეროზი - მაგრამ ვეგეტერიანელებს სხვა დაავადებები ემუქრებათ.
საქმე ის გახლავთ, რომ მხოლოდ მცენარეული საკვების მიღებით ადამიანის ორგანიზმს აკლდება სიცოცხლისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ვიტამინები, როგორებიცაა В2, В12, D, ასევე მიკროელემენტები, ცინკი, კალცი და რკინა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ნერვულ მოშლილობას, ძვლების სიმყიფეს და სექსუალური აქტივობის დაქვეითებასაც კი. კარგია, რომ ფარმაცევტებმა შექმნეს ვიტამინები აბებში, რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღოთ, თუ ვეგეტერიანელი ბრძანდებით.
საერთოდ კი, რა და როგორ უნდა ჭამოს ადამიანმა, თავად უნდა გადაწყვიტოს, რადგან ვეგეტერიანულსაც და ცხოველურ საკვებსაც თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს.
კლავიატურა, რომლითაც ახლა სარგებლობთ

სწორედ თქვენს კლავიატურაზე შეგიძლიათ დაინახოთ, რა გაქვთ ცხვირში და კუჭში. კლავიატურის არასწორი შერჩევის გამო, ლონდონში ერთ-ერთ ოფისში თანამშრომლები ავადმყოფობდნენ. ტესტების ჩატარების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კლავიატურაზე 100-ჯერ უფრო მეტი ბაქტერია იყო ვიდრე უნიტაზზე. რა თქმა უნდა, ყველა კლავიატურა ასეთი ბინძური არაა. კლავიატურა ბინძურდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ ჰიგიენურ წესებს. ვინც არ იცავს იმის გასაგონად-ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ ხელები საპნით უნდა დაიბანოთ და მხოლოდ ამის შემდეგ `აამღეროთ~ კლავიშები კლავიატურაზე. ზოგიერთ ადამიანს უყვარს ცხვირში ქექვა ან კომპიუტერთან მუშაობისას ჭამა. კომპიუტერთან ჭამის დროს ნამცეცები იყრება კლავიატურაზე, იქ რჩება და მიკრობებს გასამრავლებლად კარგი საშუალება ეძლევათ. კლავიატურის გაწმენდა სველი ხელსაწმენდით ან სპირტში დასველებული ბამბითაა რეკომენდირებული.


სამზარეულო

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ საჭმლის სამზარეულოში დამზადებას მისი აბაზანაში მომზადება ჯობია. ვინც ასე ფიქრობს, ჯობია ეს სიგიჟე თავიდან ამოიგდოს- დაწყებული დანებიდან დამთავრებული ტაშტებით ყველაფერი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამ უკანასკნელში ჭურჭელს რეცხავთ და ამის შემდეგ გემრიელად მიირთმევთ საჭმელს. როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა? სანიტარი ექიმები გვირჩევენ, რომ ჭურჭელი გავრეცხოთ პირდაპირ ნიჟარაში და არა ტაშტებში. გარეცხვამდე ხელები დავიბანოთ და ნიჟარა კარგად გავასუფთავოთ. ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ ისევ გავწმინდოთ ნიჟარა. ასევე აუცილებელია სამშრალებელი ტილო იყოს სუფთად ჩამოკიდებული სუფთა კუთხეში. ასევე რეკომენდირებულია სენსორული ონკანის დაყენება. რომელიც ძალიან ჰიგიენურია, იმიტომ, რომ არ გიხდებათ ონკანზე შეხება.


მამაკაცის "საფულე"

იმ ნივთებიდან, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ბაქტერიების გავრცელების ყველაზე დიდი წყაროს მატარებელი მამაკაცის "ბუმაჟნიკია". თქვენ სისტემატიურად იღებთ ან პირიქით დებთ მასში ფულს ან რაიმე სხვა საგანს. ამ პროცესის შესრულებისგან ბაქტერიები ხვდება თქვენს ხელებზე. ამასთან მამაკაცები ხშირ შემთხვევაში "ბუმაჟნიკს" უკანა ჯიბეში ინახავენ, სადაც სითბოს გამო ბაქტერიები უფრო მალე მრავლდებიან.



2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები
2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები

18.04.2014 · საზოგადოება
2014-15 სასწავლო წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მიმართულებების სია უკვე ცნობილია

,,სილქნეტი" GMG-ს ყიდულობს
,,სილქნეტი" GMG-ს ყიდულობს

17.04.2014 · ბიზნესი
გაიზრდება თუ არა სილქტივის პაკეტების ღირებულება?

რატომ ლანძღავს ხელისუფლებასა და გოგი თოფაძეს ბიზნესმენი ფადი ასლი
რატომ ლანძღავს ხელისუფლებასა და გოგი თოფაძეს ბიზნესმენი ფადი ასლი

17.04.2014 · ბიზნესი
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე საგადასახადო კოდექსში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს.

სახაზინო ვალდებულებების გაზრდილმა ემისიამ საპროცენტო განაკვეთები 42%-ით გააძვირა
სახაზინო ვალდებულებების გაზრდილმა ემისიამ საპროცენტო განაკვეთები 42%-ით გააძვირა

17.04.2014 · ეკონომიკა
სახელმწიფო ბანკებს ბიზნესის დასაკრედიტებელ რესურსს აცლის

სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად
სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად

17.04.2014 · საზოგადოება
ბოლო წლებში მეცხვარეებს საქმე ისე წაუვიდათ, რომ რეალურად გადასახადების გარდა, ხელში აღარაფერი შერჩა

მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს ძირითადად გრანტების სახით დააფინანსებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს ძირითადად გრანტების სახით დააფინანსებს

17.04.2014 · ეკონომიკა
,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩადებული თანხებისგან იქნება შედგენილი"

ქვეყანაში ძალიან ძვირი კრედიტების ბუმია
ქვეყანაში ძალიან ძვირი კრედიტების ბუმია

16.04.2014 · ფინანსები
ონლაინ სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1000%–ს აღწევს

კახა ბენდუქიძე თამბაქოს ბიზნესის სკანდალში გაეხვა
კახა ბენდუქიძე თამბაქოს ბიზნესის სკანდალში გაეხვა

16.04.2014 · ბიზნესი
ვინ და რის სანაცვლოდ ლობირებდა „ნაციონალურ მოძრაობიდან“ თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს?

ენერგოომბუდსმენმა მომხმარებლების დაცვის სტრატეგია შეიმუშავა
ენერგოომბუდსმენმა მომხმარებლების დაცვის სტრატეგია შეიმუშავა

16.04.2014 · ეკონომიკა
ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიასთან არსებული საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის პოსტზე სალომე ვარდიაშვილი დაინიშნა.

ხვნის ბარათების გამოყენების ვადა 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა
ხვნის ბარათების გამოყენების ვადა 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

16.04.2014 · ეკონომიკა
მთავრობამ ხვნის ბარათების გამოყენების ვადა 1 ნოემბრამდე გაახანგრძლივა.