ნანახია: 792
ქართული ინტერნეტის ხარისხმა 7, ევროპულმა კი 268 ქულა დააგროვა. მიუხედავად ამისა, ფასები თითქმის იდენტურია. საქართველოში ინტერნეტის მომხმარებლები ე.წ."ინტერნეტმომსახურების საფასო კალათაში" 9.9 აშშ დოლარს იხდიან, ხოლო ევროპელები - 11.1 აშშ დოლარს. კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ჩაატარა. ორგანიზაციის ექსპერტთა დასკვნა მოცემულია ანგარიშში "საბაზრო კონკურენცია საქართველოში". ეს ინფორმაცია ქართული რადიოების საინფორმაციო საშუალებებმა რამდენიმე დღის წინ გააჟღერეს. თუმცა ჩაუცასუს Oნლინე-ის სერვისის მენეჯერმა იაგო ხაჭვანმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს კვლევა 2006 წელს არის ჩატარებული. - ბატონო იაგო, რა კომენტარს გააკეთებთ რადიოსადგურების საინფორმაციო საშუალებებით გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით? - რადიოსადგურებმა ძველი ინფორმაცია გამოიყენეს. ეს კვლევა 2006 წელს არის ჩატარებული, თანაც გავრცელებული ინფორმაცია კონტექსტიდანაა ამოგლეჯილია. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობოდა, რომელიც საქართველოში საბაზრო კონკურენციას ეხებოდა. ინფორმაცია ინტერნეტით ყველასათვის ხელმისაწვდომია. ეს არის ვრცელი კვლევა, რომელიც საქართველოში ზოგადად კონკურენციის დონეს მიმოიხილავს, განხილულია ზოგადად ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ანტიმონოპოლიური რეგულირება. მისი მცირე ნაწილი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ეთმობა. ის, როგორც უკვე აღვნიშნე, 2006 წელს მოიცავს, მას შემდეგ ინტერნეტმა სერიოზული განვითარება და სახეცვლილება განიცადა. - რა სახის ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ინტერნეტ სივრცეში 2006 წელის შემდეგ? - 2006 წელს სამი პროვაიდერი -Caucasus Network, Georgian Online-ი და Sanet-ი გაერთიანდა. ამან Caucasus Online-ს შესაძლებლობა მისცა, რომ ეწარმოებინა მოლაპარაკება უდიდეს საერთაშორისო პროვაიდერებთან და მათ შორის ქსელის ამგებ კომპანიებთან, ასევე, განეხორციელებინა ისეთი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის მაგისტრალი. 2008 წლის შემოდგომაზე მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა და ამის მერე, ფაქტობრივად, ინტერნეტ ბაზარზე სურათი მკვეთრადაა შეცვლილი და გაუმჯობესებული. - რამდენად კარგი ხარისხის ინტერნეტს იღებს დღესდღეობით ქართველი მომხმარებელი და როგორია ფასები? - საქართველოში მაგისტრალის აგებამ ინტერნეტ მომწოდებლების დივერსიფიცირება მოახდინა. თუ მანამდე ქართული ინტერნეტ ბაზარი მთლიანად "თურქტელეკომის" არხზე იყო დამოკიდებული და "როსტელეკომისაგან" მაღალ ხარისხს მხოლოდ ნაწილობრივ იღებდა, ანუ მხოლოდ რუსული და თურქული ინტერნეტი იყო და კონკურენცია მაღალი არ იყო, საქართველოს მომსახურების შეძენა მაღალი ფასით უწევდა, რასაც დეფიციტი განაპირობებდა. სიჩქარე ყველას, მათ შორის ჩაუცასუს-ც, შეზღუდული ჰქონდა, მას შემდეგ, რაც შავი ზღვის მაგისტრალის პროექტი განხორციელდა, მაღალი გამტარუნარიანობის ძლიერი ალტერნატივა გაჩნდა. ამან აიძულა ორივე, "როსტელეკომი" და "თურქტელეკომი", ფასებისთვის გადაეხედათ და მასშტაბიც გაეზარდათ. ძირითადი არხების გაჩენამ სხვა არხებზე ფასების გაჩენა განაპირობა და ადგილობრივ პროვაიდერებს, მათ შორის ჩვენ და ჩვენ კონკურენტებს მოგვეცა საშუალება გლობალურსა და ლოკალურ ინტერნეტს შორის გამიჯნვა საერთოდ მოგვესპო. ამ მხრივ, ჩაუცასუს Oნლინე- მა ძალიან გაბედული ნაბიჯები გადადგა და დღესდღეობით ჩვენი აბონენტები ისეთივე სიჩქარეებს უფრო დაბალ ფასად იღებენ, ვიდრე ევროპაში. 2006 წელთან შედარებით, როდესაც მომხმარებელი 0.5 მეგაბიტი ინტერნეტის მისაღებად 50 ლარს იხდიდა, დღეს 5 მეგაბიტი საერთაშორისო ინტერნეტის მისაღებად მათ მხოლოდ 30 ლარის გადახდა უწევთ. ფასის კლება საგრძნობია. ფასისა და მოცულობის შედარება საქართველოსა და ევროპაში თითქმის ტოლია. ეს კვლევა, რომ განმეორებით ჩატარდეს, შესაძლოა, ქართულმა ხარისხმა 268 ქულა ვერ მიიღოს, მაგრამ ამ ციფრისგან ძალიან განსხვავებულიც არ იქნება. - რაზეა დამოკიდებული ინტერნეტის ფასის ცვლილება? - საფასო კალათის საფასური იმით განისაზღვრება, თუ რამდენს ხარჯავს ინტერნეტში ესა თუ ის ადამიანი, ოჯახის ბიუჯეტში რა ნაწილი უჭირავს ინტერნეტის გადასახადს. - რა პრობლემების წინაშე დგას დღესდღეობით ქართული ინტერნეტ სივრცე? - ძირითადი პრობლემა, რაც რჩება ქართულ ინტერნეტ ბაზარზე, ეს არის საიმედოობა და კავშირის უწყვეტობა. მისი გადაჭრა მუშაობას მოითხოვს და ჩვენ დრწმუნებულები ვართ, რომ მოვახერხებთ ამ პრობლემის მოგვარებას. იმის გამო, რომ საქართველო შუაგულ ევროპაში არ არის, კავშირის საიმედოობა დაბალი ხარისხისაა. დღეს საქართველოში, როგორც უკვე აღვნიშნე, ინტერნეტი სამი წყაროდან შემოდის: შავი ზღვის მაგისტრალი, რომელიც ჩვენ საკუთრებაშია და პირდაპირ ევროპაშია ჩართული, ევროკავშირშია მიერთებული თურქული მაგისტრალი, რომელიც ბოლომდე ოპტიკით არ არის უზრუნველყოფილი, მისი დიდი ნაწილი საჰაერო სარელეო ხაზებია, რომლის საიმედოობა შედარებით დაბალია და "როსტელეკომი", რომელიც ასევე შავი ზღვით შემოდის, მაგრამ გამომდინარე პოლიტიკური თუ სხვა მოტივებიდან, არ ხდება მისი აპარატურული განახლება. მისი გამტარუნარიონობა ახლოსაც ვერ მიდის იმასთან, რაც "შავი ზღვის მაგისტრალზე" გვაქვს. საქართველოში ეს სამი ალტერნატივაა და მომხმარებლებისთვის საგრძნობია, როცა რომელიმეში წყვეტა ხდება. - რა ზომებს მიმართავთ ამ პრობლემების გადასაჭრელად? - ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მიწოდების ციკლში სუსტი რგოლები აღმოვაჩინოთ და ლოკალურად გავაძლიეროთ ისინი. თუკი აღმოჩნდა, რომ რომელიღაც მონაკვეთში დაზიანება ხშირად ხდება და ხშირი წყვეტაა, ვცდილობთ ალტერნატივა გამოვნახოთ იმ მონაკვეთზე. - ინტერნეტმომსახურება მაინც ახალი სფეროა საქართველოსთვის. გვყავს თუ არა კვალიფიციური კადრები, თუ ეს სფერო პროფესიონალების დეფიციტს განიცდის? - კვალიფიციური IT - ის მოძებნა, არა მარტო ჩვენთან, მთელს მსოფლიოშია ძალიან რთული. მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, IT სპეციალისტებს უმუშევრობა არ ემუქრებათ. ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ ადამიანებს, ვასწავლით მათ, კვალიფიკაციას ვაძლევთ და ვიტოვებთ ან სხვა ორგანიზაციაში მიდიან სამუშაოდ.
ესაუბრა ირმა ზარნაძე
|