გილაურის მთავარ პრიორიტეტად დასაქმებას მიიჩნევს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : გილაურის მთავარ პრიორიტეტად დასაქმებას მიიჩნევს
ნანახია: 654

2008 წლის ბოლოსთვის, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობამ 14% შეადგინა, რაც დსთ-ს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტს თუ ვენდობით, გამოდის, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის 86% დასაქმებულია. მაშინ, როცა ქვეყანაში მცხოვრები 900 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.
ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს მთავრობა დასაქმებულად თვლის და ისინი უმუშევართა რიგებში არ შეჰყავს. ანუ გამოდის, რომ თუკი ადამიანს სოფელში საკუთარი მიწა აქვს, ის უმუშევრად არ ითვლება, იმ პირობებში, როცა ამ მიწაზე საკუთარი სამყოფი საკვების მოყვანაც არ შეუძლია.
არადა, სამთავრობო პროგრამის მიხედვით, რომელიც 2009 წლიდან დაიწყო, 2012 წლისათვის საქართველოში ღარიბები აღარ უნდა ყოფილიყვნენ, ვინაიდან უმუშევრობას წერტილი დაესმებოდა. მთავრობამ 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა 10 მილიარდ დოლარამდე მოცულობის უცხოური ინვესტიციების მეშვეობით დაგეგმა.
უმუშევრობის საკითხი საქართველოში აგვისტოს ომამდეც საკმაოდ მწვავედ იდგა და დიდი სხვაობა არც ახლაა. ვითარება განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს გართულდა, როცა საბანკო და სამშენებლო სფეროებიდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა მოხდა. უმუშევრობის კიდევ უფრო ზრდა არც მომავალშია გამორიცხული და აქედან გამომდინარე, საჭიროა მთავრობამ რეალურად შეუწყოს ხელი იმ ღონისძიებების გატარებას, რომელიც რეალურად რამდენადმე მაინც შეამცირებს უმუშევართა უზარმაზარ არმიას.
საქართველოში უმუშევრობის დონე რომ მაღალია, ამას საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრიც აღიარებს. მისი განცხადებით, დასაქმების საკითხის მოგვარება მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი იქნება. მის გადასაჭრელად კი მთავრობა სამი მიმართულებით იმუშავებს. მათ შორისაა: ინფრასტრუქტურის განვითარება, იაფი კრედიტის გაცემა და ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვა.
კარგია, რომ მთავრობა ზრუნავს უმუშევართა ბედზე, მაგრამ მთავარია ის, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ეს გეგმა. ამ სამი მიმართულებით მოსახლეობის რეალურად დასაქმება ნაკლებსავარაუდოა. მართალია ინფრასტრუქურაზე 520 მილიონია გამოყოფილი, მაგრამ გზების მშენებლობა 2 წელზეა გათვლილი და მისი დასრულების შემდეგ ეს ადამიანები ისევ უმუშევრები დარჩებიან. იაფი კრედიტის გაცემა გასულ წელსაც ხორციელდებოდა, მაგრამ მას რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია უმუშევართა რაოდენობის შემცირებაზე. აქედან გამომდინარე, მისგან არც წელს უნდა ველოდოთ ქართული ბიზნესის აყვავებას. რაც შეეხება უცხოური კაპიტალის მოზიდვას, აქ შეიძლება ითქვას, რომ ვითარება კიდევ უფრო რთულია. გლობალური კრიზისის პირობებში ყველა ქვეყანაში თითქმის ნულამდეა დასული ინვესტიციების განხორციელება და ამ მხრივ არც საქართველოშია მოსალოდნელი სერიოზული უცხოური კაპიტალის შემოდინება. მითუმეტეს, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როცა ქვეყანაში პრაქტიკულად ისევ ომი მიმდინარეობს.
"საქართველოში უმუშევრობის დონე 14%-ს აღწევს და ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ სიღარიბეში ცხოვრობს. ამის გამო ჩვენი უახლოესი ამოცანაა უმუშევრობის ზრდის შეჩერება და შემდგომში, დასაქმების გზით, ერთიანი საქართველოს სიღარიბის გარეშე აშენება," - აღნიშნავს ნიკა გილაური. მისივე განცხადებით, მთავრობა ვერ უკარნახებს კერძო სექტორს იმას, თუ რამდენი ადამიანი აიყვანოს სამსახურში. მაშინ, როცა კარგად გვახსოვს რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტის მიერ ერთ-ერთ ახალგახსნილ საწარმოში ავტობუსით მიყვანილი უმუშევრები. სხვათა შორის, ის საწარმო ერთი კვირის შემდეგ საერთოდ დაიხურა.
საქართველოში მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, მაგრამ ამავდროულად, შრომის ბაზარზე აშკარად იგრძნობა პროფესიონალი კადრების სიმცირე. ამასთან, ეს ისეთი კატეგორიის პრობლემაა, რომელიც ყველაზე დიდი ინვესტიციების განხორციელების პირობებშიც კი მოკლევადიან პერიოდში ვერ მოგვარდება. კვალიფიციური ადამიანური რესურსების მოძიება კერძო სექტორისთვის ყველაზე მტკივნეულ პრობლემად რჩება.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2009 წლის დასაწყისში საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 329 712 პირი შეადგინა, რომელთაგან 39,6% ქალია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა, საწარმოს ზომის მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი საწარმოები - 60,3%, საშუალო საწარმოები - 18,5%, მცირე საწარმოები - 21,2%.

რა გააკეთა მთავრობამ უმუშევრობის დასაძლევად
ვარდების რევოლუციის შემდეგ მთავრობამ მოსახლეობის დასაქმების მიზნით, რამდენიმე პროგრამა განახორციელა, თუმცა ისინი პიარზე გათვლილი და ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.
ერთ-ერთი ასეთი "დასაქმების პროგრამა 2007" იყო - დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით, რაც ხელისუფლებამ არჩევნების წინ ამომრჩეველთა გულების მოსაგებად გააკეთა და მასში ჩართული 100 ათასი ადამიანიდან ძალიან მცირე რაოდენობა თუ დასაქმდა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელდა პროგრამა "100 ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმო," რომლის მიზანი სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების და აგრობიზნესის განვითარება იყო.
"2008 წლიდან ამოქმედდა "იაფი კრედიტის" პროგრამა, რომელიც ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობას და ექსპორტის წახალისებას ითვალისწინებს.
ზემოთჩამოთვლილი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებიდან მიღებული ეფექტები ჯერ დათვლილი და შეჯამებული არ არის, მაგრამ მდგომარეობა რომ მძიმეა ფაქტია.

რა უნდა გაკეთდეს
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2009 წელს მოსალოდნელია უმუშევრობის ზრდა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ მთავრობამ აქტიურად იმუშაოს, შეამციროს გადასახადები, რომ ბიზნესმა შიგნიდან განვითარება შეძლოს.
დასაქმების პროგრამების ფარგლებში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირთა გადამზადების ისეთი მექანიზმი, რომელიც ადამიანებს გრძელვადიანი დასაქმების საშუალებას მისცემს.
ამავე დროს, როგორც ვხედავთ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასაქმებულია მსხვილ საწარმოებში. მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში დასაქმებულთა 80-90% მცირე და საშუალო ბიზნესშია ჩართული. ამიტომ აუცილებელია, რომ მთავრობამ მოახდინოს, სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც გამოიწვევს უმუშევრობის მკვეთრ შემცირებას.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48