ტაქსის მძღოლებს ერთწლიანი ლიცენზია 1000 დოლარი დაუჯდებათ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ტაქსის მძღოლებს ერთწლიანი ლიცენზია 1000 დოლარი დაუჯდებათ
ნანახია: 1245

თბილისში, ისევე როგორც ნებისმიერ ქალაქში, ყველაზე სწრაფი მიწისზედა ტრანსპორტი ტაქსია. ტაქსი დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ერთადერთია, რომლითაც სარგებლობა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. თბილისის ქუჩებში საკმაო რაოდენობის ტაქსი მოძრაობს. მიუხედავად იმისა, რომ ტაქსის გაჩერება და მომსახურებით სარგებლობა ქალაქის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ, გაცილებით ეფექტურია, კომპანიის ოპერატორთან ტელეფონით დაკავშირება და ტაქსის გამოძახება. თბილისში სულ 7 ტაქსოკომპანიაა.
რამდენი ტაქსი მოძრაობს თბილისში (საქართველოს სხვა ქალაქებზე ლაპარაკიც არ ღირს), ზუსტად ვერავინ იტყვის. ამის აღრიცხვა ოფიციალურად არსად ხდება. როგორც თბილისის მერია აცხადებს, არც გადასახადების აკრეფა და არც ლიცენზიის გაცემა ქალაქის მუნიციპალიტეტის პრეროგატივა არ არის. ისინი ტაქსების მომსახურების სისტემას არ არეგულირებენ.
თბილისის საგადასახადო ინსპექციაშიც დაგვიდასტურეს, რომ საქართველოში ეს თემა საკმაოდ არარეგულირებადია. საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა განგვიმარტა, რომ `ადრე არსებობდა საგზაო ბარათები, ლიცენზიები, რაც დღეს გაუქმებულია. ფაქტობრივად, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, საკუთარ ავტომანქანას ტაქსის აბრა გაუკეთოს და იმუშაოს. ეს საკითხი არ რეგულირდება და შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლებიც არ არის მკაცრად აღრიცხული. თეორიულად, ტაქსები უნდა იბეგრებოდეს ჩვეულებრივად, როგორც საგადასახადო კოდექსშია გათვალისწინებული. დაფიქსირებული უნდა იყოს მათი ბრუნვა, ერთობლივი შემოსავალი.
საერთოდ, შეიძლება არსებობდეს დაბეგვრის სხვადასხვა ფორმა: ინდივიდუალური ტაქსის მძღოლის; ტაქსის, როგორც ინდმეწარმის, ან ორგანიზებული ტაქსების, ანუ ფირმების მიმართ გადასახადი. ისინი საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვაზე უნდა იყვნენ აყვანილნი. მაგალითად, ტაქსის მძღოლმა, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, უნდა დააფიქსიროს შემოსავლები, უნდა შეავსოს ყოველწლიური საშემოსავლო დეკლარაცია და გადაიხადოს გადასახადი. ფირმებიც უნდა იხდიდნენ მოგების და საშემოსავლო გადასახადს.
საგადასახადო ინსპექციაში ყველა ტიპის ტაქსი უნდა დაიბეგროს, მაგრამ ასეთ არარეგულირებად სიტუაციაში საგადასახადო ინსპექციას არ შეუძლია მათ მიმართ რამე ბერკეტების გამოყენება. კონკრეტული ყოველთვიური დადგენილი გადასახადი კი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია ისინი მთლიანი შემოსავლებიდან გამომდინარე (ხარჯები, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს) დავბეგროთ.
როგორც ცნობილია, ლიცენზიის გაუქმებამდე დედაქალაქში 15 000 ტაქსი იყო აღრიცხული. დღეს მათი რიცხვი უფრო მეტია და თბილისში, სავარაუდოდ, მინიმუმ 20 000 ტაქსი მაინც მოძრაობს:

თბილისში, შეიძლება ითქვას, რომ ერთ მოსახლეზე რამდენიმე ტაქსი "მოდის", მაგრამ მიუხედავად ამისა, კერძო ტაქსის მძღოლები, ალბათ, იმდენს მაინც შოულობენ, რომ ოჯახები შეინახონ, თუმცა, თებერვლის ბოლოდან ტაქსისტებმა ოჯახების შენახვა შესაძლოა ვეღარ შეძლონ, რადგან ტაქსები დაიბეგრება და ერთწლიანი ლიცენზია 1000 დოლარი იქნება.
იმის გასარკვევად, ეს ინფორმაცია მართალია თუ არა, თბილისის ტაქსების კომპანიას დავუკავშირდით. მართალია, ამ კომპანიებში კერძო ტაქსების დაბეგვრის შესახებ არაფერი იციან, მაგრამ აშკარად დადებითად არიან განწყობილი. ისე, უცნობია, რა შეთანხმება არსებობს მერიასა და ტაქსების კომპანიებს შორის.
ტაქსების კომპანიაში განაცხადეს, რომ თუ კერძო ტაქსები მართლა დაიბეგრებიან, ძალიან კარგი იქნება, რადგან სჯობს იყოს ნაკლები რაოდენობის ტაქსი და მომსახურეობის ხარისხი უფრო მაღალი.
ირაკლი მორჩილაძე, ტაქსების კომპანია "ელ-ბი-ო-ახალი ბიზნესის" დირექტორი: - "კერძო ტაქსებზე ლიცენზიებს მერია აწესებს, ჯერ ჩვენთვის არავის დაურეკავს, თუმცა ჩვენც ამას ველოდებით, თვითნებურად ვერ დავაწესებთ, ეს მერიის ინტერესებშია. 1000 დოლარიანი ლიცენზია რეალური ფასია. ტაქსებზე ლიცენზია ადრე იყო და გააუქმეს, ახლა ისეთი განუკითხაობაა, რომ ლიცენზიის დაწესება ნამდვილად მოაწესრიგებს ტაქსებით მომსახურების საკითხს. შეხედეთ, ქალაქში რა ქაოსია! ტაქსოკომპანიებისთვის ტაქსების დაბეგვრა დადებითი მომენტია".
ტაქსების დაბეგვრა უპოვარი და სოციალურად დაუცველი კერძო ტაქსის მძღოლებისათვის კი ნამდვილი ტრაგედიაა. მძღოლების თქმით, მათ უკან ოჯახები დგანან. გადასახადების გაზრდა ტაქსით მომსახურებაზე ფასის გაზრდას გამოიწვევს.
გიორგი კალაშვილი, კერძო ტაქსის მძღოლი: "პროფესიით არქიტექტორი ვარ, მაგრამ ჩემი სპეციალობით სამსახური ვერ ვიშოვე და იძულებული ვარ, ტაქსზე ვიმუშაო და შინ პურის ფული მაინც მივიტანო. თუ ამასაც ამიკრძალავენ, ისღა დამრჩენია, კანცელარიის წინ დავჯდე საშიმშილოდ".
ტაქსის მძღოლების თქმით, მათი დღიური შემოსავალი საშუალოდ 20-25 ლარია. აქედან 10 ლარი საწვავისთვის იხარჯება, 5 ლარი ლიცენზიის გადასახადია. სახლში კი დღიურად 5-7 ლარი მიაქვთ: "გადასახადებს გვიზრდიან და იძულებულს გვხდიან, მომსახურება გავაძვიროთ. რით გადავიხდით ლიცენზიის ფულს? 1000 დოლარი რომ მქონდეს, მაშინ ტაქსზე კი არ ვიმუშავებდი.."


ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48