ნანახია: 1481
დრეკადი და მტვრევადი ფრჩხილები არასრულაფსოვანი კვების შედეგია
მტვრევადი და დრეკადი ფრჩხილების პრობლემის მოსაგვარებლად ჩართეთ კვების რაციონში კალციუმით მდიდარი საკვები რძის პროდუქტები და რძე, განსაკუთრებით ხაჭო. კალციუმი ბევრია თევზში. მიიღეთ რკინის შემცველი პროდუქტებიც - ხორცი, მარცვლეული და ასევე ბოსტნეული. კარგია ყველა სახის კომბოსტო. მიიღეთ ახლადგამოწურული გრეიფრუტის, ფორთოხლის, ქლიავის და სტაფილოს წვენები. ფრჩხილების "ჯანმრთელობისათვის" საუკეთესოა ცხიმში ხსნადი ვიტამინები: A,C,E, P,K. A ვიტამინი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფრჩხილების სტრუქტურას. C ვიტამინი ანიჭებს ფრჩხილს სიმაგრესა და ბრწყინვალებას. E ვიტამინს ქალურ ვიტამინს უწოდებენ, რადგან ის ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ქალის ენდოკრინოლოგიურ სისტემაზე, ასევე გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს, მარილებს და ტოქსინებს.
რჩევები კომპიუტერთან მომუშავეებისათვის
სულ უფრო მატულობს კომპიუტერთან მომუშავე ადამიანთა რიცხვი, რომლებიც უჩივიან თვალების დაღლილობას, მხედველობის ფოკუსირების დარღვევას, დისკომფორტს. გახსოვდეთ, კომპიუტერთან მუშაობის დროს მხედველობასთან დაკავშირებული ჩივილების არსებობისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს და თვალის ორგანული დაავადების გამორიცხვის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: თქვენ უნდა იჯდეთ ეკრანიდან 50-60 სანტიმეტრის დაშორებით; შეარჩიეთ ისეთი მონიტორი, რომელსაც შეეძლება დახრა, ბრუნვა, კონტრასტულობისა და გამოსახულების სიმკვეთრის რეგულაცია; საუკეთესოა ისეთი სამუშაო სკამი, რომლის სიმაღლის რეგულირება შესაძლებელია; ტექსტთან მუშაობის დროს დასაბეჭდი მასალა უნდა მოვათავსოთ ისე, რომ თავიდან ავიცილოთ თავის, კისრისა და თვალების ხშირი მოძრაობა; განათება უნდა შევარჩიოთ ისეთი, რომ ეკრანი დავიცვათ არეკვლისა და ციმციმისაგან. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური საჩრდილობელი ან ფილტრი; პერიოდულად დაასვენეთ თვალები, შეეცადეთ ხშირად დაახამხამოთ მათი გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით. აბრუნეთ თვალები მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, საათის ისრის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ. შემდეგ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში შეასრულეთ ასეთი ვარჯიში: მიიტანეთ თითი თვალებთან, შემდეგ მზერა გადაიტანეთ უფრო დაშორებულ საგანზე, წერტილზე, შემდეგ - ისევ თითზე. გაიმეორეთ ეს ვარჯიში, შემდეგ დახუჭეთ თვალები და დაისვენეთ; გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში ოფისებში ჰაერის გათბობა ხელს უწყობს თვალების სიმშრალეს. თვალების სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს მონიტორის ხანგრძლივი ცქერა დახამხამების გარეშე, რის გამოც თვალი ვერ გამოიმუშავებს თვალების დანოტიოებისათვის სათანადო რაოდენობის ცრემლს და ვითარდება შემდეგი სიმპტომები: თვალების წვა, ფხაჭნა, უცხო სხეულის შეგრძნება. მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ ლინზების მომხმარებელ ადამიანებს. თვალის დამანოტიოებელი სპეციალური წვეთების გამოყენება თავიდან აგვაცილებს ამ პრობლემებს და თუ თვალის სიმშრალე მაინც გრძელდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია; კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული თვალის დაძაბულობისა და სიმშრალის შემთხვევაში, განსაკუთრებით სახიფათოა, თუ დამატებით ადამიანს უხდება მუშაობა თვალისთვის საზიანო საწარმოო გარემოში (ავტომობილების შეკეთება, შედუღება, თვალის გამაღიზიანებელი აქროლადი ნივთიერებები და სხვ.), სადაც უსაფრთხოების წესების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კარგი მხედველობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
სად ვიპოვოთ ზამთარში "მზის ვიტამინები?"
A ვიტამინის უკმარისობის ნიშნებია მშრალი კანი, მტვრევადი თმა, გამონაყარი და ფურუნკულები. უტყუარი სიგნალია "ქათმის სიბრმავე", რომელიც ემართებათ კარგი მხედველობის ადამიანებსაც. A ვიტამინს შეიცავს რძე, კარაქი, კვერცხი, სტაფილო და ნარინჯისფერი ხილი. როგორც ცნობილია, D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში. მისი უკმარისობა ვნებს გულს, ძვლებსა და სისხლს. ბავშვებში იწვევს რაქიტს. D ვიტამინით მდიდარია თევზის ქონი, ცხიმიანი თევზი, კარაქი. ის არ იშლება თერმული დამუშავების დროსაც კი, პირიქით, შეუძლია "თვითწარმოქმნა" მზის სხივების მეშვეობით. ამიტომ ზამთრის მზიან დღეებში დაეშურეთ მზის სხივებს, რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ. C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი უკმარისობის დროს იწყება ღრძილებიდან სისხლდენა, ფრჩხილები იმტვრევა, ადამიანი თავს სუსტად გრძნობს, იპყრობს აპათია და დეპრესია. C ვიტამინს შეიცავს ისპანახი, ფორთოხალი, ლიმონი, კივი, ვაშლი, მწვანე მუხუდო. B ჯგუფის ვიტამინების უკმარისობის ნიშანია თვალების წვა, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, წვრილი კაპილარების სკდომა, B ვიტამინს შეიცავს საფუარი, გაღვივებული ხორბალი, წიწიბურა, სოკო, ბურღული, ძროხის ღვიძლი, რძის მჟავე პროდუქტები. E ვიტამინი ხელს უშლის კაპილარების სკდომას, დაბერებას. მისი უკმარისობა იწვევს გადაღლილობას, სისხლძარღვებში ჩნდება სკლეროზული ბალთები. მას შეიცავს მცენარეული ზეთები, კვერცხი, მარცვლეული, სალათა, ისპანახი, მზესუმზირა, ნუში, არაქისი, ჭარხალი. K ვიტამინის უკმარისობის ნიშანია, სისხლის ცუდად შედედება. მას შეიცავს კომბოსტო, კვერცხი ხორცი, გოგრა, მჟავე კომბოსტო რკინის უკმარისობა იწვევს ანემიას, რაც ვლინდება საერთო სისუსტეში, ქვეითდება შრომის უნარიანობა. მას შეიცავს ღორისა და ძროხის ღვიძლი, შავი ჩაი, კვერცხის გული, ქათმის ხორცი, მზესუმზირის ზეთი, შვრია, ისპანახი.
ფიტოთერაპია
ყელის ტკივილის დროს ერთ ჭიქა ან ჭიქანახევარ ანისულის თესლს დაასხით იმავე ოდენობის წყალი, ადუღეთ 15 წუთს, შეაგრილეთ, გაფილტრეთ, შეურიეთ 1 ჭიქა ცაცხვის თაფლი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. როდესაც ცეცხლიდან გადმოდგამთ, დაამატეთ 1 ს.კ. კონიაკი. სწრაფი ეფექტისთვის მიიღეთ თითო სადილის კოვზი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ.
ანგინის დროს აიღეთ 2 ს.კ. ნემსიწვერას დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 2 ჭიქა წყალი და 6-8 საათით დადგით სიგრილეში. სვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით შემთბარი.
აურიეთ ერთმანეთში 3 წილი წნორის დაქუცმაცებული ქერქი და 2 წილი ცაცხვის ყვავილი. 2 ს.კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და 15-20 წუთით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ და გამოივლეთ ყელში დღეში რამდენჯერმე.
2-3 ცალი ლეღვი მოხარშეთ ერთ ჭიქა რძეში. შემთბარი ნახარში ძილის წინ დალიეთ. ეს საშუალება განსაკუთრებით მარგებელია ბავშვებისთვის.
3 ჩ.კ. მშრალი დაქუცმაცებული ხახვის ნაფცქვენი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში, 4 საათით დააყენეთ, გაფილტრეთ და ყელში გამოივლეთ.
ავიტამინოზის დროს აიღეთ 10 გ არყის ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ მცირე ულუფებით (დაახლოებით 100-100 გ) დღეში 3-4-ჯერ.
აიღეთ წითელი 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ, ერთმანეთში აურიეთ. 4 ჩ.კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. 3-4 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
1 ს.კ. ძახველის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1-2 საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში. სიცხის დროს
1`2 ჩ.კ. შავი პილპილის მარცვალი ცოტაოდენ თაფლთან ერთად ჩაყარეთ 2 ჭიქა მდუღარე წყალში და ნახევარ საათს ხარშეთ. კიდევ ნახევარ საათს დააყენეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში. დალიეთ დღეში ორჯერ.
თუ სხვა არაფერი გაქვთ, სიცხის დასაწევად ფორთოხლის წვენის დალევას გირჩევთ.
ბრონქიტის დროს ვირისტერფას 2-3 ფოთოლი ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ რძეში და აადუღეთ. დაუმატეთ დანის წვერით ღორის ქონი და დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა ძილის წინ.
ბავშვებისთვის კარგია ასეთი საშუალება: მოხარშეთ ერთ ლიტრ წყალში საშუალო ზომის კარტოფილი, ერთი თავი ხახვი და ერთი ვაშლი. ადუღეთ, ვიდრე წყალი არ განახევრდება. დაალევინეთ ბავშვს დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი.
ხალხური მედიცინის რჩევები გასახდომად:
1. იკვებეთ ზომიერად, არასოდეს მიირთვათ ზედმეტი. 2. საკვები მიიღეთ ერთი და იგივე დროს. 3. არ ჭამოთ სიარულის დროს. 4. სადილისა და ვახშმის წინ მიირთვით კომბოსტოს ერთი ფოთოლი. იგი შეიცავს ტარტრონის მჟავას, რომელიც ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას ქსოვილებში. 5. მიირთვით ნელა, ყოველი ლუკმა დაღეჭეთ ბოლომდე. 6. საკვები მიიღეთ დღეში 4-ჯერ მაინც. ვახშამი 7 საათზე გვიან არ მიირთვათ. 8. საკვები არ დაამლაშოთ. 9. რაციონში ჩართეთ: კომბოსტო, ვაშლი, გოგრა, ყაბაყი, ზღვის კომბოსტო.
ხალხური მედიცინა სისხლში ქოლესტერინის დონის დასაკლებად და გასახდომად
1. წონაში დასაკლებად მწვანე ჩაი (წინააღმდეგ ნაჩვენებია დაბალი წნევისათვის) დალიეთ დღეში რამდენჯერმე.
2. სიმინდის თმას (1 ს.კ.) დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1-2 სთ. და გაწურეთ. მიღება: 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ. აქვეითებს მადას.
3. ხორბლის ქატო 200 გრ ხორბლის ქატოს დაასხით 1 ლ ცხელი წყალი, ადუღეთ 15 წთ. წურავენ. მიღება: 1/2-1 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე.
4. სისხლში ქოლესტერინის დასაკლებად 1 სუფრის კოვზი სიმინდის ზეთი დალიეთ 3-ჯერ დღეში, 3 კვირის განმავლობაში
5. სწრაფად გახდომა თუ გსურთ, რამდენიმე დღის განმავლობაში საერთოდ არ მიიღოთ მარილი. ამავე დროს ყოველდღიურად მიიღეთ კონტრასტული დუში_ცივი და თბილი წყლის ცვლა ყოველ 15 წამში. მთლიანი პროცედურის ხანგრძლივობა 15 წთ.
6. სწრაფად დაიკლებთ წონაში ვაშლის წვენის საშუალებით. ყოველდღიურად მიიღეთ 2 ლ ვაშლის წვენი (სხვა სითხე არ შეიძლება), კვება ზომიერად. კურსი გრძელდება 10 დღე.
ხალხური საშუალებები სიგარეტის წინააღმდეგ
1. აიღეთ 2 კოვზ შვრია, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, 2-ჯერ მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ გააჩერეთ 1 სთ. გაწურეთ და დალიეთ 1/3 ჭიქა 4-5-ჯერ დღეში, 3-4 კვირის განმავლობაში.
2. აიღეთ 1 ს.კ. ევკალიპტის ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. გლიცერინი. მიიღეთ: 1/4 ჭიქა 5-7-ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში.
3. გამოივლეთ პირში სასმელი სოდის წყალხსნარი (1 ს.კ. სოდას 1 ჭიქა წყალზე) რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოგინდებათ. 4. ჩაი -"ბალზამი" მწეველებისათვის. აიღეთ 1 ჩ.კ. მშრალ ჩაი, 0,5 ჩ.კ. ვარდკაჭაჭა, 0,5 ჩ.კ. ჭინჭარი, 0,5 ჩ.კ. პიტნა და 1/4 ჩ.კ. ვალერიანი. შეინახეთ დახურულ ქილაში. როცა მოწევა მოგინდებათ, ამ ნარევიდან აიღეთ 1 ჩაის კოვზი, დაუმატეთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 8-10 წთ. დალიეთ ჩაი საკაზმთან ერთად, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 1 ს.კ. გახეხილ უმ ჭარხალს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ქიშმიში, 1 ჩ.კ. თაფლი და 1/4 ლიმონი (წვრილად ჭრიან). აურიეთ ერთმანეთში და მიაყოლეთ ჩაის. ჩაის საკაზმით მაშინ მიიღეთ, როცა მოწევა მოგინდებათ. მკურნალობის პირველ სამ დღეს არ შეიძლება მარილიანის, ხორცეულისა და შებოლილი პროდუქტების მიღება.
|