რჩევები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რჩევები
ნანახია: 1742

დიდი საქმის პატარა რჩევები

ოთახში თამბაქოს სუნი შეიძლება შემდეგნაირად მოვაშოროთ: გავაღოთ ფანჯარა და ოთახში ორ-სამ ადგილას სველი პირსახოცები დავალაგოთ. ისინი შეიწოვენ თამბაქოს სუნს, შემდეგ პირსახოცი უბრალოდ გავრეცხოთ.
ოთახში თუ საღებავის სუნია, მაშინ სხვადასხვა ადგილას უნდა დავდგათ მარილით სავსე თეფშები.
შუშის ჭურჭელი შესაძლებელია ყოველგვარი სპეციალური საშუალების გარეშე გაირეცხოს. ამისათვის თბილ წყალში უნდა ჩაასხათ ცოტა ძმარი ან ჩააგდოთ ქვამარილი.
თუ სამზარეულოში ცუდი სუნი დგას, მაშინ თავღია ქვაბში უნდა აადუღოთ წყალი, რომელსაც ცოტა ძმარიც ექნება დამატებული, ხოლო შემდეგ ოთახი გაანიავეთ. ამავე მიზნით შეიძლება ცხელ ღუმელზე შეგიძლიათ დააგდოთ ფორთოხლის ან ლიმნის კანი, ან დააყაროთ ცოტა მარილი.
ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებები შეიცავს მათეთრებელ და ცოტაოდენ ფერის მიმცემ საშუალებებს, და ამიტომ სასურველია მათი მხოლოდ თეთრეულისათვის გამოყენება.
თხელი ქსოვილის თხევადი სარეცხი საშუალებები თბილ წყალში უფრო ადვილად იხსნება, ვიდრე ფხვნილი, მათი გამოყენება ყველანაირი ფერის სარეცხის რეცხვისასაა სასურველი.
სისხლი ქსოვილიდან ჯერ ცივი წყლით უნდა ამორეცხოთ და შემდეგ თბილით. რაც მალე, უკეთესია.
საცურაო კოსტუმი გახდისთანავე სარეცხ მანქანაში უნდა გაირეცხოს, რადგან ქლორილებულმა წყალმა, მზის დამცავმა საშუალებებმა, კანის ცხიმმა და ოფლმა შეიძლება ქსოვილის სტრუქტურას ავნოს.
თუ ტანსაცმელზე მითითებულია, რომ იგი ფრთხილად უნდა გაირეცხოს, მაშინ სარეცხ მანქანაში უმჯობესია გაანახევროთ სარეცხის რაოდენობა, ასე თავიდან ავიცილებთ მის დაზიანებას.
დასარეცხი ტანსაცმელი უნდა იყოს მშრალ ადგილას. მალევე უნდა დარეცხოთ, თორე კანის ცხიმი და კოსმეტიკის ნარჩენები ქსოვილს აზიანებს.


ჯანმრთელობისათვის სასარგებლო რჩევები

წნევის ნორმალიზაციისათვის საჭიროა დიდი ხნის განმავლობაში მიიღოთ ზაფრანის სპირტიანი ნაყენი, 20-40 წვეთი დღეში. თქვენ აღარ გექნებათ თავის ტკივილები, უძილობა და მოიმატებს თქვენი შრომისუნარიანობა.
ძილის წინ გადაივლეთ გრილი წყალი, ფეხებზე მაინც, ღამით ღრმად დაგეძინებათ, ხოლო დილით მეტი ძალა გექნებათ.
გასტრიტის სამკურნალოდ სამ ჩაის კოვზ მრავალძარღვას დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 6-8 საათი და მივიღოთ მესამედი ჭიქა სამჯერ დღეში.
სიცივისგან ხელების გაწითლებისას საკმარისია ისინი თბილ, კარტოფილიან წყალში Aჩააწყოთ, ხოლო თუ სახე `გაგეყინათ~, მაშინ გამოიყენეთ კარტოფილის პიურეს კომპრესები.
მზის დაკვრისას დაშავებული უნდა მოაშოროთ მზეს, გადაიყვანოთ ჩრდილში, ჰაერიან ადგილას, გახადოთ ტანსაცმელი, სახეზე წაუსვათ ცივი წყალი, სხეული გაუგრილოთ სველი პირსახოცით ან ზეწრით, თავზე დაადოთ ყინული. უნდა დაალევინოთ ცივი სასმელი და მიმართოთ ექიმს.
თბილი წყალი მოგიხსნით დაღლილობას. წყლის ტემპერატურე აბაზანაში უნდა იყოს 37-38 გრადუსი. აბაზანა უნდა მიიღოთ ჭამამდე ან ჭამიდან 1,5 საათის შემდეგ. აბაზანაში 20-25 წუთზე მეტხანს არ უნდა დაჰყოთ.


რჩევები საოჯახო საქმეებისთვის

ნადების მოშორება ჩაიდანზე

ჩაიდანის ნადებისაგან გასაწმენდად არ არის აუცილებელი რაიმე სპეციალური საშუალებები.
1. ჩაიდანში აადუღეთ ცოტაოდენ ლიმონმჟავიანი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთი, ხოლო შემდეგ წყალი გადაღვარეთ, უბრალოდ გარეცხეთ.
2. ჩაიდანში ადუღებულ წყალს დაამატეთ 1-2 სუფრის კოვზი ძმარი და შემდეგ უბრალოდ გარეცხეთ.
არანაირი ქიმია საჭირო არა არის.

"კოკა-კოლა", "ფანტა" და "სპრაიტი"

"კოკა-კოლის", "ფანტისა" და "სპრაიტის~ მოყვარულებს უსიამოვნო სიურპრიზი ელით. უკვე ცნობილია, რომ ეს სასმელები არა მხოლოდ მისი დანიშნულებისამებრ შეიძლება გამოვიყენოთ, არამედ გასაწმენდ საშუალებადაც, მაგალითად უნიტაზის.
ამ წვენმა შეიძლება ერთი ნაჭერი შემწვარი ხორციც გაანადგუროს, კოლიან თეფშზე დადეთ შემწვარი ხორცი და ორი დღის შემდეგ მას ვეღარ იპოვნით. კოლის აქტიური ინგრედიენტი არის ფოსფორის მჟავა. მისი პH არის 2.8. 4 დღის განმავლობაში მან შეიძლება ფრჩხილიც კი `გაადნოს~. კოლას კონცენტრატის გადამტანი სატვირთო აღჭურვილია სპეციალური სადგარით, რომელიც გათვალისწინებულია მაღალი კოროზიის მქონე ნივთიერებისთვის. ახლა კი რჩევები იმის შესახებ, თუ სად და რაში გამოვიყენოთ `კოკა-კოლა~:
- იმისათვის, რომ ქრომირებულ ბამპერს ცხიმის ლაქა მოვაშოროთ, გავწმინდოთ იგი კოლაში დასველებული ალუმინის ფოლგით;
- მანქანის რადიატორზე კოროზიის მოსაშორებლად დავასხათ მას კოლა, და იგი გაქრება;
- გაჭედილი ქანჩის მოსახსნელათ მას რამდენიმე წუთით დავადოთ კოლაში დასველებული ნაჭერი;
- შესანიშნავად აშორებს ცხიმის ლაქებს ხიდან;
- ტანსაცმელზე ლაქების მოსაშორებლად დავასხათ მას კოლა, დავამატოთ სარეცხის ფხვნილი და ჩვეულებრივ გავრეცხოთ მანქანაში. ის ასევე კარგად წმენდს მანქანის ფანჯრებს მტვრისაგან;
- ტუალეტის გასაწმენდად ჩაასხით კოლა უნიტაზში და არ ჩარეცხოთ ერთი საათის განმავლობაში, იგი ყველა ლაქას მოაშორებს. აშშ-ს მრავალ შტატში საგზაო პოლიციელებს მუდამ თან აქვს ორი ბოთლი კოლა, რათა ავარიის შემთხვევაში გზიდან სისხლი გადარეცხონ.
"სპრაიტი" შესაძლებელია გამოიყენოთ ჩაიდანში ნადების მოსაშორებლად.
თუ ჭურჭლის სახეხ მავთულს კოლაში ჩააგდებთ, იგი სწრაფად გაიწმინდება ცხიმისაგან.
ეს სასმელები ძალიან კარგად წმენდს საიუველირო მორთულობას, ოქროს, ვერცხლს, დანა-ჩანგალს, ჩააწყვეთ ისინი ღამით სასმელში და დილით უკვე იბრწყინებს.



როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები

ბუზების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი საშუალება არის სისუფთავე. ზაფხულობით სასურველია ფანჯარაზე ავაკრათ მინის ბადე ან მარლა. ყველა ოთახში, განსაკუთრებით დაჩაზე, სასურველია, დადგათ ვაზა და ჩააწყოთ მასში აბუსალათინი. ბუზები მის სუნს ვერ იტანენ. ფანჯრებისა და იატაკის წმენდისას წყალში ჩაამატეთ ცოტა ნავთი. არანაკლები უსიამოვნებები მოაქვთ კოღოებს. მათი ნაკბენის ქავილი შეიძლება ნიშადურის სპირტით ან სოდის ხსნარით მოიშოროთ: 1-2 ჩაის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჭიქა წყალში. ოთახში რომ კოღოები არ შემოვიდნენ ცხელ ღუმელზე დააყარეთ ცოტაოდენი ქაფური. კოღოებს არ უყვართ ქაფურის კვამლი. თუ ღია ცის ქვეშ იმყოფებით, სადაც ბევრი კოღოა, მაშინ დაასველეთ ქაღალდი ანისულის ზეთში და წაისვით სახესა და ხელებზე.


როგორ მოვაშოროთ რწყილები შინაურ ცხოველებს


შინაური ცხოველებისთვის რწყილების მოსაშორებლად მათ დასაძინებელ ადგილას უნდა დაუგოთ ფიჭვის ნათალი, იგი ხშირად უნდა გამოცვალოთ, რათა სუნი შეინარჩუნოს. ასევე კარგად მოქმედებს თამბაქოს ნაყენის აბაზანა, რის შემდეგაც ცხოველი თბილი წყლით უნდა დაიბანოს.

სამკაულის მოვლა

ოქროს სამკაული ჩაყარეთ საპნიან წყალში და გაწმინდეთ რბილი კბილის ჯაგრისით. გულსაკიდი გარეცხეთ ბოთლში, მანამდე ანჯღრიეთ, სანამ ჭუჭყი არ მოშორდება. შემდეგ კი სამკაული პირსახოცით გაამშრალეთ. ბეჭედზე ყველაზე მეტი მტვერი თვალის ქვეშ გროვდება. მის გასაწმენდად ცოტა ბამბა დაახვიეთ ასანთის ღეროზე, დაასველეთ ოდეკოლონში და გლიცერინში და ფრთხილად გაწმინდეთ ქვა ზემოდან და ქვემოდან. შემდეგ ბეჭედი გაწმინდეთ ბამბაზიის ან ხავერდის ნაჭრით. ქვა არ უნდა გაწმინდოთ მყარი საგნით, ასე შეიძლება ის დააზიანოთ. იმისათვის, რომ ქვა არ დაისვაროს და ბრწყინვალება არ დაკარგოს, მოიხსენით იგი ხელის ბანის დროს.
ვერცხლისა და მელხიორის ნაკეთობები გაწმინდეთ საპნის წყლით და შემდეგ გაამშრალეთ მაუდის ნაჭრით. თუ ისინი ძალიან გამუქებულია მაშინ საჭმელი სოდა დაყარეთ ბამბაზიის ნაჭერზე და გაწმინდეთ, ხოლო შემდეგ გარეცხეთ. ასევე შესაძლებელია მათი კბილიების სახეხი ფხვნილით გაწმენდაც.
შუშის მორთულობა გარეცხეთ სარეცხის ფხვნილში და შემდეგ გაამშრალეთ პირსახოცით. დიდი მძივები გაწმინდეთ მაგარი ჯაგრისით, თუ ეს არ არის ხელოვნური მარგალიტი. თუ მძივი ასხმულია ძაფზე ან რეზინზე, მაშინ უმჯობესია გარეცხოთ საპნის გარეშე.
პლასტმასის ნაკეთობები გარეცხეთ სუფთა წყალში უსაპნოდ, თუ ისინი ძალიან დაბინძურებულია გარეცხვისას დაშალეთ და შემდეგ ისევ ააწყვეთ.
ქარვა და სპილოს ძვალი თავისუფლად შეიძლება გარეცხოთ თბილ, საპნიან წყალში. თუ სპილოს ძვლის ნაკეთობა გაყვითლდა და ლაქები გაიკეთა, მაშინ იგი ჩადეთ ქლორიან ხსნარში და შემდეგ ფრთხილად გაწმინდეთ ტილოთი.
ხის ნაკეთობებს არასოდეს არ რეცხავენ, მათ წმენდენ ბამბაზიის ნაჭრით. არასოდეს დაიკიდოთ იგი კისერზე, თუ კრემი გისვიათ, რადგან ეს ცხიმის ლაქებს დატოვებს.
მარგალიტი - ხელოვნურიც და ბუნებრივიც - უნდა შეინახოთ სხვა სამკაულებისაგან განცალკევებით, ხავერდის ნაჭერში შეხვეული, რათა თავიდან აიცილოთ მასზე ნაკაწრების გაჩენა.


როგორ მოვიმატოთ სიმაღლეში

ყველას სურს კარგად გამოიყურებოდეს, ჰქონდეს ლამაზი ფიგურა. აქ კი დიდი მნიშვნელობა აქვს სიმაღლეს. იყო ძალიან დაბალი, ნიშნავს, რომ ლამაზი არ ხარ. რა ვქნათ, თუ ბუნებამ სიმაღლე არ მოგვცა, რითი მოვიმატოთ საჭირო და სასურველი სანტიმეტრები?
მეცნიერებამ დაადგინა, რომ ადამიანი მხოლოდ ახალგაზრდობაში იზრდება. ზრდის პროცესზე მოქმედებს სპეციალური ჰორმონი. ეგრეთ წოდებული "ზრდის ჰორმონი" აჩქარებს ყველა ორგანოში ცილების გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ადამიანს სიმაღლეში ზრდას. საშუალოდ სიმაღლეში ზრდას ადამიანი 20-21 წლის ასაკში ამთავრებს (ზოგიერთი ზრდას 15-17 წლის ასაკში ამთავრებს). რენტგენის სურათებზე კარგად ჩანს ძვალზე ზრდის ზონები, საიდანაც ადამიანი სიმაღლეში იზრდება.
უპირველეს ყოვლისა აუცილებელია დღის განრიგის სწორად გადანაწილება, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურ სიმაღლეში საზრდელ ვარჯიშებს, სწორ კვებას, ყოველდღიური გასეირნება სუფთა ჰაერზე და ასევე ჯანმრთელობისთვის საკმარისი ძილი.
ადამიანის კვების რაციონში, რომელსაც სიმაღლეში გაზრდა სურს, აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს "ცოცხალი" ცილების შემცველი საკვები. ესენია: თხილი, კვერცხი, ხაჭო. ტკბილეული კი, განსაკუთრებით ხელოვნური - შაქარი, კანფეტები, ტკბილი წვენები - კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ და თაფლითა და ხილით ჩავანაცვლოთ.
სიმაღლეში ზრდაში განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენენ A და B ჯგუფის ვიტამინები. ვიტამინ A-ს დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანილი, სტაფილო, პომიდორი, თალგამი. ვიტამინ B-ს შეიცავს ზეთისხილის კარაქი, კვერცხის გული და თხილი. ადამიანის ძვლების ზრდას ხელს უწყობს მინერალური მარილებით მდიდარი საკვები, განსაკუთრებით კალციუმი და ფოსფორი.
ბავშვები ძილში იზრდებიან, ამიტომ ჯანსაღი, სრულფასოვანი ძილი აუცილებელია მოზარდისათვის.
იმისათვის, რომ ადამიანის ორგანიზმი სწორად განვითარდეს და სწრაფად გაიზარდოს, აუცილებელია ცუდი ჩვევების თავიდან მოშორება: მოწევა, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ადრეული ფეხმძიმობა. ყველაფერი ეს ადამიანის ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიას ართმევს და ზრდის შეჩერებამდე მივყავართ.


უსარგებლო რჩევები

მაგიდის გადასაფარებელი დიდხანს შეინახება თუ მასზე არაფერს არ დავაწყობთ;
არ არის ისეთი ცუდი სიტუაცია, რომელიც არ შეიძლება გაუარესდეს;
რა ვქნათ თუ სახლში თაგვები გაჩნდნენ? დავიცადოთ, სანამ ფულიც გაჩნდება და შემდეგ ვიყიდოთ სათაგური.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48