დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება
ნანახია: 847

საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა დღითიდღე მცირდება. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, კომპანიები თანამშრომლებს ამცირებენ და ამ გზით ცდილობენ თანხების დაზოგვას, შესაბამისად, კომპანიის გადარჩენას. ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაზე დიდი დარტყმა საფინანსო ინსტიტუტებს მიაყენა, სწორედ ამიტომ, ქართულ ბანკებსა და სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულმა უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. სადამდე გაგრძელდება ეს პროცესი და რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი ეს ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ექსპერტთა მოსაზრებები არც ისე სანუგეშოა. ფაქტი კი ისაა, რომ დასაქმება საკმაოდ გართულდა, ხოლო დასაქმებულები არასტაბილურ ვითარებაში განაგრძობენ მუშაობას.
შრომის ბაზარზე შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე შევეცადეთ გაგვერკვია, ვინ იცავს დღეს საქართველოში დასაქმებულთა უფლებებს და როგორ არეგულირებს ამ პროცესს ქართული კანონმდებლობა. "შრომის კოდექსთან"დაკავშირებულ საკითხებზე გვესაუბრება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ექსპერტი თამარ კორძაია.
- როგორია "ახალგაზრდა იურისტთა" დამოკიდებულება და შენიშვნები დღეს მოქმედი "შრომის კოდექსის" მიმართ?
- თავის დროზე, როცა პარლამენტი კანონს იღებდა, ჩვენ გვქონდა მკვეთრი, განსხვავებული პოზიცია იმ საკითხებზე, რომლებიც არღვევდა შრომის უფლებებს. კატეგორიულად მოვითხოვდით ზეპირი ხელშეკრულების შეთანხმების გამორიცხვას მხარის ინიციატივით და ქალთა უფლებების დაცვას. განსაკუთრებით პრობლემატურია განთავისუფლების პირობები. ეს კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. მაშინ ჩვენი ინიციატივა არ იქნა გაზიარებული და კანონში უცვლელი დარჩა ზეპირი შეთანხმებით პირის გათავისუფლება. არსებული ,,შრომის კოდექსის~ პირობებში ნებისმიერი დასაქმებული ადამიანის შრომის უფლება შეიძლება დაირღვას.
- რიგორ იცავს სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს "შრომის კოდექსი"?
- პრაქტიკულად არ იცავს. საკმარისია მხარეთა შორის ზეპირი ინიციატივა, იმისათვის, რომ დამყარდეს მხარეთა შორის ურთიერთობა. შესაბამისად, დაქირავებულ მხარეს თავისუფლად შეუძლია დაქირავებულის გათავისუფლება. ერთადერთი აქ არის ნორმა, რომლის მიხედვით ერთი თვის ხელფასი უნდა გადაუხადოს დაქირავებულს. ეს არის ერთადერთი შეღავათი. კანონში მეტი არაფერი შეღავათი არ არსებობს, მხარეებს შორის არ არსებობს ხელშეკრულება, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი მათი მოვალეობები.
- ბოლო პერიოდში, როცა მასობრივად ხდება დაქირავებულების გათავისუფლება, მოგმართავენ თუ არა დაზარალებულები დასახმარებლად?
- ახალი კანონის შემდეგ საკმაოდ იმატა ამ საკითხის შესახებ დავებმა. საჯარო სამსახურზე არ მაქვს საუბარი. ეს უფრო კერძო სექტორს ეხება.
- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის გამოსწორება, რაში ხედავთ გამოსავალს - საკანონმდებლო ცვლილებებში თუ რაიმე სხვა სახის მექანიზმი გესახებათ მდგომარეობის გამოსასწორებლად?
- როგორც აღმოჩნდა, დასაქმებულთა უფლებების დარღვევა საკმაოდ მარტივია. ამაზე ისიც კარგად მეტყველებს, რომ უკანასკნელ პერიოდში უკანონოდ გათავისუფლებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. "იურისტთა ასოციაციას"

მსგავსი პრობლემებით დაზარალებულები ხშირად მიმართავენ. თუმცა არსებული "შრომის კოდექსის"პირობებში მათი დაცვა რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად "შრომითი ხელშეკრულება" მათ არ გააჩნიათ.
გათავისუფლებული ადამიანების ნაწილი მაინც ჩუმად ყოფნას ამჯობინებს, რადგან მათი განცხადებით, მაინც არაფერი შეიცვლება. მაგალითად, Pro Credit Bank - ის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება სრულიად მოულოდნელად მოხდა, მას შემდეგ, რაც ბანკში შემცირებები დაიწყო და ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. მას არ მიუმართავს იურისტებისთვის დასახმარებლად, რადგან კუთვნილი ანაზღაურება გადაუხადეს, ხოლო სამსახურში ახლა მაინც არავინ დააბრუნებს.
უმუშევართა რაოდენობის შესახებ მონაცემები საკმაოდ შემაშფოთებელია. გაეროს ანგარიშში - WORLD ECONOMIC SITUATION AND PROSPECTS, დსთ - ში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე საქართველოშია. გაეროს ანგარიშის ინფორმაციით, განვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობამ 5,8% შეადგინა, 2009 წლის პროგნოზი კი ამ მაჩვენებელს 6,7%-მდე გაზრდას ითვალისწინებს. ევროზონის ფარგლებში ეს რიცხვი 7,6%-ს შეადგენს, 2009 წლის პროგნოზი კი 8,6%-ს აღწევს.
რაც შეეხება დსთ-ს სახელმწიფოებს, აქ უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე უზბეკეთში აღინიშნა და მან 0,2% შეადგინა, ბელორუსიაში კი - 1%. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი - 13,3% საქართველოს აქვს. აზერბაიჯანმა დაუსაქმებელთა რაოდენობა შარშან 1%-ით - 12%-დან 11%-მდე შეამცირა. გარდამავალი პერიოდის სახელმწიფოებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ბოსნია-ჰერცოგოვინამ (46%) და მაკედონიამ (34,4) აჩვენეს.
თუკი გაეროს პროგნოზს გავითვალისწინებთ, 2009 წელს საქართველოში უმუშევართა როდენობა 0.9 % -ით გაიზრდება. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი უარყოფითად იმოქმედებს ისედაც სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობაზე. არსებული მდგომარეობის გაუარესებას პროგნოზირებენ ექსპერტებიც.
ექსპერტ დემურ გიორხელიძის ვარაუდით, მომავალ წელს ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაკარგვის საშიშროებაა, ახლო მომავალში უფრო მეტად შენელდება ეკონომიკური ზრდის ტემპებიც და მომავალი წლისთვის ის პიკს მიაღწევს.
ექსპერტების განცხადებით, არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მიუხედავად საშემოსავლო გადასახადის შემცირებისა, მრავალ კომპანიას ხელფასების გაცემა უჭირს, დასაქმება კი ბოლო პერიოდში თითქმის შეუძლებელი გახდა.
ამ ფონზე 2009 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი გამოკვეთილია. ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, ეს დასაქმებაა. თუმცა ასე იყო 2008 წელსაც. ვითარება კი უცვლელია.. უმუშევარი ადამიანები კვლავ სამსახურს ეძებენ...

ლამარა გულმაგარაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48