მსოფლიოს პირველ რეფორმატორ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი ხდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მსოფლიოს პირველ რეფორმატორ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი ხდება
ნანახია: 571

მსოფლიოს პირველ რეფორმატორ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი ხდება ადამიანი ახალ წელს ყოველთვის ახალი მოლოდინითა და ახალი იმედებით ხვდება. რა თქმა უნდა, იგი ახალი წლისგან უმეტეს წილად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და საკუთარი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელის. თუმცა, საქართველოში თითოეული ადამიანისთვის ცხოვრება თანდათან რთული და შეუძლებელი ხდება.
დეკემბრის თვე სურსათზე ფასების ზრდის ტენდენციით ყოველთვის ხასიათდებოდა, მაგრამ ახალი წლის შემდეგ ფასები ასე თუ ისე სტაბილურ ხასიათს იძენდა. წელს კი, ჩვენს რეალობაში სრულიად სხვა სურათი გამოიკვეთა. ახალი წლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში, სურსათზე ფასები ყოველდღიურად გაზრდილი გვხვდება.
2011 წელს გაძვირდა შაქარი, კარტოფილი, ხახვი, საწვავი, ფქვილი, მედიკამენტების ზოგიერთი სახეობა. ბოლო პერიოდში, დაახლოებით 12-15%-ით გაძვირდა რძე და რძის პროდუქტები. ახალი წლების შემდეგ 20-30 თეთრით გაძვირდა შაქარი და დღეისთვის 1 ტომარა შაქრის ღირებულებამ 100 ლარს გადააჭარბა.
გაძვირდა იმპორტირებული ზეთი. ზეთის ადგილობრივი მწარმოებლები კი, ამ პროდუქტის გაძვირებას უახლოეს მომავალში ვარაუდობენ. მათი თქმით, ამ დრომდე ადგილობრივ ზეთზე ფასის შენარჩუნება ნედლეულის მარაგის არსებობის გამო მოხერხდა, ხოლო ახალი მარაგების შემოტანის შემდეგ, სავარაუდოდ, იგი 10%-ით გაძვირდება. რაც შეეხება ხორბლის გაძვირებას, ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, საქართველოში ეს პროდუქტი რამდენიმე იმპორტიორის შეთანხმების საფუძველზე ხელოვნურად გაძვირდა.
საქართველოში პროდუქტზე ფასების ზრდა არ შეჩერებულა და ზრდის ტენდენცია კვლავ გრძელდება. ამავდროულად საყურადღებოა ისიც, რომ ევროპასა და ამერიკაში ბევრი პირველადი მოხმარების პროდუქტი იმაზე უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. გამოდის, რომ ამ კუთხით დასავლეთის ქვეყნებიც კი „უკან ჩამოვიტოვეთ“.
”სასურსათო საქონელი ძვირდება და ჩვენ ვდგავართ ისეთი სერიოზული პრობლემის წინაშე, როცა საქართველოს სურსათზე ფასების ზრდაზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლია. საუბარი არ არის იმაზე, რომ ხელისუფლებამ სუბსიდირება განახორციელოს სასურსათო პროდუქტებზე. იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია გქონდეს, სოფლის მეურნეობა უნდა გქონდეს განვითარებული. სამწუხაროდ, ჩვენი სასოფლო სამეურნეო სავარგულების საკმაოდ დიდი ნაწილი დაუმუშავებელია. სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური დონე ძალიან დაბალია. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არც სურსათზე ფასების ზრდის შეჩერებაზე და არც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მყისიერი ზემოქმედების მექანიზმები არ აქვს”, - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.
საყურადღებოა, რომ სურსათზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდა ფიქსირდება არა ახალი წლიდან, არამედ გასული წლის მაის-ივნისის თვიდან, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. შემოდგომა ლარის კურსის სტაბილურობით გამოირჩეოდა, თუმცა პროდუქტზე ფასების ზრდა არ შეჩერებულა, ახალი წლის შემდგომ კი, მან აქტიური ხასიათი მიიღო.
ახალი წლიდან ქართველებს გაძვირებული პროდუქტის შეძენის პარალელურად გაძვირებული სამგზავრო ტრანსპორტით მგზავრობაც უწევთ და გაძვირებული კომუნალური გადასახადების გადახდაც.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ გასული წლის დეკემბერში გაძვირდა მგზავრობის ღირებულება მეტროსა და ავტობუსში. ახალი წლიდან კი გარკვეული მარშრუტის კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის ღირებულებაც 10-15%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის გაძვირების მიზეზად მძღოლები საწვავზე ფასების ზრდას ასახელებენ. ამ დროისთვის, მხოლოდ დიზელის 5 თეთრით გაძვირება ფიქსირდება, მაგრამ იმპორტიორების განცხადებით უახლოეს მომავალში ბენზინიც გაძვირდება. გამოდის, რომ ამიერიდან მგზავრობაში ერთმა ადამიანმა, გარკვეული დანაზოგის გაწევის მიუხედავად, თვეში მინიმუმ 30-40 ლარი მაინც უნდა დახარჯოს.
გარდა პროდუქტისა და მგზავრობის გაძვირებისა, მოსახლეობის სოციალურ ფონს კომუნალური გადასახადებიც ამძიმებს, რომლისთვისაც თითოეული ოჯახი საკუთარი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად საშუალოდ 150-170 ლარს გამოყოფს. გასულ წელს კი, ეს თანხა 100-130 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
2010 წლის დეკემბერში გაიზარდა წყლისა და დასუფთავების გადასახადი. მაგალითად ”ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერმა” წყალი 2,40 ლადიდან 3,15 ლარამდე გააძვირა. თუ წყლის გაძვირებამდე ოთხსულიან ოჯახს თვეში 9,60 ლარის გადახდა უწევდა, წყლის გაძვირების შემდეგ 12,60 ლარს გადაიხდის.
2010 წლის ბოლოს დასუფთავების მოსაკრებელი თითქმის 110%-ით გაძვირდა და ნაცვლად 1,20 ლარისა, 2,50 ლარი გახდა. თუ აქამდე ოთხსულიანი ოჯახი თვეში ნაგვის გატანაზე 4,80 ლარს იხდიდა, ამერიდან 10,0 ლარი უნდა გადაიხადოს.
გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ 2011 წლის თებერვლიდან ერთიანი კომუნალური გადასახადი ამოქმედდება. აქამდე კი, იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ შევიდა ძალაში, რომ მერია, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ერთიანი თანამშრომლობის პრინციპებზე ვერ შეთანხმდნენ.
ერთიანი კომუნალური გადასახადი გულისხმობს, რომ მოსახლეს ელექტროენერგიას გაუთიშავენ თუ დასუფთავებისა და წყლის გადასახადს არ გადაიდის, მიუხედავად იმისა, ელექტროენერგიის გადასახადი გადახდილი აქვს თუ არა.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ თბილისში მოსახლეობის უმეტესობას წყლის დავალიანება აქვს. ამ ოჯახებმა აღნიშნული დავალიანების რესტრუქტურიზაცია უნდა მოახდინონ, რის შედეგადაც მათ მიერ გადასახდელი ყოველთვიური თანხა შესაძლოა გაორმაგდეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს რამდენი აქვს დავალიანება და რამდენ თვეზე ახდენს ამ ვალის რესტრუქტურიზაციას. ამას ემატება ბუნებრივი აირის, ფიქსირებული ტელეფონისა და ინტერნეტის გადასახადი და ჯამში ერთ ოჯახს კომუნალური გადასახადი, უკეთეს შემთხვევაში, მინიმუმ 170 უჯდება. მაშინ, როდესაც საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით 500-600 ლარია, გამოდის, რომ შემოსავლის მქონე ადამიანმა კომუნალურ ხარჯისთვის 25%-ზე მეტი უნდა გაიღოს.
ამ ყველაფერს მზარდი ინფლაცია ემატება. ხოლო ინფლაციით გამოწვეული დამატებითი ხარჯი ჯერაც დაუთვლელია. მაგრამ ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ერთი რიგითი ადამიანისთვის საკუთარი შემოსავალი გადასახადებისა და კვებისთვისაც კი არ ჰყოფნის. გამოდის რომ, საქართველოში მოსახლეობის თითქმის 70%-ის ცხოვრება შეუძლებელი ხდება.
საქართველოში ცხოვრების გაძვირებას ხელფასებისა და დასაქმების მაჩვენებელის ზრდა როდი მოჰყვა. პირიქით, დასაქმებული კადრების შემცირება მოხდა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებში. ეს ყოველივე კი მოსახლეობაში უიმედობისა და სასოწარკვეთილების გამომწვევია.
მთავრობა ქვეყანაში არსებული აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად, ვერაფერს აკეთებს. ამ დრომდე არ ჩანს დაპირებული პროგრამა ინფლაციის შესაჩერებლად, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს პრეზიდენტისთვის დეკემბრის ბოლოსთვის უნდა წარედგინა. თუმცა დიდი წარმატებით სრულდება მთავრობის მიერ დაგეგმილი საკონცერტო პროგრამები, მაგრამ მთავრობა როდი კითხულობს, გაჭირვებულ ხალხს ეკონცერტება კი?!

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48