მედიკამენტები ძვირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მედიკამენტები ძვირდება
ნანახია: 674

მედიკამენტები ძვირდება ჯანდაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანებას, რომელიც აფთიაქებში ვიდეოკამერების დაყენებას ითვალისწინებს, ექსპერტთა და ფარმაცევტთა უმრავლესობა მედიკამენტების გაძვირების წინაპირობად განიხილავს.
„აფთიაქის მფლობელი ვალდებულია, თითოეულ ობიექტზე, მინიმუმ 3 ვიდეოთვალი დაამონტაჟოს, რაც 7 ათასი ლარი უჯდება,“ - აცხადებს „ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის“ თავმჯდომარე თინათინ ტურძელაძე.
კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის“ თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით კი, მხოლოდ თბილისში პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თანხა, რომელსაც სააფთიაქო ბაზარი ამ პროექტში ჩადებს, მისი ვარაუდით, სააფთიაქო პროდუქტის ხარჯზე მოახდენს გავლენას.
კომპანია „პე ეს პე“-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ფასები გაიზრდება, თუმცა რამდენი პროცენტით - ამის თქმა უჭირს. ოქრიაშვილის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას მცირე აფთიაქები ვერ შეძლებენ, რაც ბაზრიდან მათ გაქრობას გამოიწვევს.
„ეს აუცილებელია ავტორიზებული აფთიაქებისთვის, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტები იყიდება, რადგან იქ რისკი მაღალია. მოთხოვნის თანახმად, უნდა დამონტაჟდეს 3 მეგაპიქსელიანი კამერები, რაც, სულ ცოტა, 7 ათასი ლარი ჯდება. ეს კი ფასების მომატების გარეშე ვერ განხორციელდება. კამერები ონლაინ-რეჟიმში უნდა იყოს ჩართული, რაც ცალკე ხარჯია და შეუძლებელია, ფასზე არ აისახოს. არის კიდევ ერთი პრობლემა: 3 მეგაპიქსელიანი კამერები, თუნდაც 20 ცალი, ამ ეტაპზე საქართველოში არ არის. იმპორტი დადგენილ ვადებში ვერ განხორციელდება. 7 ათასი ლარი - ეს არის საშუალო დონის აფთიაქის დაახლოებით 7-8 თვის მოგება. აქედან გამომდინარე, პატარა აფთიაქებს მუშაობა გაუჭირდებათ,“ - აღნიშნავს ოქრიაშვილი.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის აზრით, აფთიაქების მიერ აღნიშნული ბრძანების შესრულების შემთხვევაში, სააფთიაქო პროდუქტზე ფასები ზრდა გარდაუვალია.
„ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ანდრია ურუშაძემ მის წინამორბედთა გაკვალულ გზას არ გადაუხვია. როგორც წლების განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრები საქართველოში მედიკამენტების გაძვირების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მოქმედმა მინისტრმაც ამ ტრადიციას არ უღალატა. ჩემი აზრით, გადაწყვეტილების აფსურდულობიდან გამომდინარე, ამ საკითხზე რაიმე მსჯელობას აზრი არ აქვს. აღნიშნული კანონით, რომ წამლები გაძვირდება, ამას ფარმაცევტები უკვე ღიად აცხადებენ, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილების გამართლების უსუსური მცდელობები ყოველგვარ აზრს კარგავს“, - განაცხადა ჯანიაშვილმა.

ნინო დარბაისელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48