სურსათის გაძვირების მორიგი ტალღა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : სურსათის გაძვირების მორიგი ტალღა
ნანახია: 592

სურსათის გაძვირების მორიგი ტალღა "კიდევ უფრო დიდი ინფლაციის წელი გველის, თუ ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ არ მიმართეს შესაბამის ღონისძიებებს და არ მოთოკეს ინფლაცია“

სურსათზე ფასები უკვე ყოველთვიურად კი არა, ყოველდღიურადაც იზრდება. განსაკუთრებით თვალშისაცემია ფასების ზრდა პირველადი მოხმარების საქონელზე. რაც შეეხება მოსახლეობის შემოსავალს, უკეთეს შემთხვევაში, ის უცვლელი რჩება და რასაკვირველია, ხარჯების დაფარვაც სულ უფრო ჭირს.
მთელი წელია საქართველოში პროდუქტებზე ფასი მხოლოდ იმატებს. სურსათი დაახლოებით, 20-40%-ით გაძვირდა. საწვავის, წყლის ტარიფისა და ტრანსპორტის გაძვირების გადაწყვეტილების შემდეგ, მოსახლეობა დანარჩენ პროდუქტებზე ფასების ზრდის მორიგ ტალღას ელის.
საწვავის გაძვირება, როგორც წესი, ტრანსპორტირების ხარჯებს ზრდის, ამიტომ ამას ყოველთვის პროდუქტის გაძვირება მოსდევს. ამჯერადაც ასე მოხდა, გაორმაგებულ დაწოლას ვეღარც პროდუქტის ფასმა გაუძლო. იმპორტიორები ამბობენ, რომ ფასების ზრდა უფრო შესამჩნევი მას შემდეგ გახდება, როცა ძველი მარაგები გამოილევა და ახალი პარტიების შემოტანა მოუწევთ უკრაინიდან, თურქეთიდან და იმ ქვეყნებიდან, სადაც საქონელს დოლარით ყიდულობენ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დაახლოებით სამი პუნქტით გაუფასურდა, ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პროცესის მიზეზი საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირებაა, შესაბამისად გაზრდილია დოლარზე მოთხოვნა.
ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ ხადურის თქმით, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ამ სიტუაციაში ეროვნულ ბანკს ეკისრება, რომელსაც ლარის კურსის რეგულირების ბერკეტები გააჩნია.
"დოლარის გაძვირებასთან გვაქვს საქმე, რაც თავისთავად აისახება ყველა იმ საქონლის ფასზე, რომელიც იმპორტირებულია. ამასაც ორი მიზეზი აქვს - პირველი ის, რომ მათ შორის კონკურენცია არ არის ანუ ფირმები რომლებსაც უცხოეთიდან შემოაქვთ პროდუქტები, ბაზარზე თავს ლაღად გრძნობენ და იციან, რომ მათ არა ჰყავთ ღირსეული კონკურენტი და შესაბამისად ისინი მთელ დანახარჯებს უბრალო მომხმარებლებზე გადმოიტანენ და მეორე, მათ რეალურად დანახარჯები მართლაც ეზრდებათ. შესაბამისად, ეს ყველაფერი გამოიწვევს კიდევ უფრო დიდი ინფლაციას წელს, თუ ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ არ მიმართეს შესაბამის ღონისძიებებს და არ მოთოკეს ინფლაცია“,- აცხადებს ხადური.
ხელისუფლება კი ფასების ზრდას მხოლოდ გარე ფაქტორებს უკავშირებს, ექსპერტების განცხადებით, უმთავრესი მიზეზები ქვეყნის შიგნით არსებობს და იგი არაერთია.
ნოდარ ხადურის განცხადებით, ფასების გაძვირების მიზეზების მხოლოდ ქვეყნის გარეთ ძიება არასწორია. "თუ ყველაფერს გარე ფაქტორების დავაბრალებთ, ადეკვატურ ეკონომიკას ვერ შევქმნით", - ამბობს ნოდარ ხადური.
ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების გაძვირებამ და ინფლაციის ახალმა ტალღამ შესაძლოა კრიზისის შემობრუნება და ახალი რეცესიის დაწყება გამოიწვიოს.

ნინო დარბაისელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48