ახალი საგადასახადო პოლიტიკა მცირე მეწარმეებს საქმიანობას ურთულებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ახალი საგადასახადო პოლიტიკა მცირე მეწარმეებს საქმიანობას ურთულებს
ნანახია: 502

ახალი საგადასახადო პოლიტიკა მცირე მეწარმეებს საქმიანობას ურთულებს "წინა პერიოდში, არ იყო სავალდებულო ზედნადების არსებობა, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, ახალი საგადასახადო პოლიტიკით წინა წლებში ჩამოტანილ საქონელზე დოკუმენტების მოთხოვნა, ესეთ საგადასახადო პოლიტიკას ჩვენ თავს ვერ გავართმევთ"

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა გახშირებული კონტროლის შედეგად, ბაზრობებზე გამყიდველების რაოდენობა იკლებს, ხოლო საქონელი ძვირდება. სამწუხაროდ, ახალი ეკონომიკური კურსის პირობებში, რომელიც ბიზნესისადმი ადმინისტრაციული წნეხის შემცირებას გულისხმობს, მცირე და საშუალო მეწარმეებზე "ნადირობა" გრძელდება. ფინანსთა სამინისტროში ამას კონტროლის გამკაცრებას უწოდებენ და მიზედად აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ასახელებენ. მოვაჭრეები აცხადებენ კი აცხადებენ, რომ ბაზრობებზე წინა წლებში შემოტანილი და აღურიცხავი საქონელის რაოდენობა საკმაოდ დიდია. ,,წინა პერიოდში, არ იყო სავალდებულო ზედნადების არსებობა, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, ახალი საგადასახადო პოლიტიკით წინა წლებში ჩამოტანილ საქონელზე დოკუმენტების მოთხოვნა, ესეთ საგადასახადო პოლიტიკას ჩვენ თავს ვერ გავართმევთ", - ასე აღწერენ სხვადასხვა ბაზრობების მოვაჭრეები შექმნილ სიტუაციას.
რა უნდა ქნან მოვაჭრეებმა, რომლებსაც წინა წლებში შემოტანილი საქონელი ჯერ კიდევ გასაყიდი აქვთ?! ვინ მისცემთ მათ ზედნადებს? არც არავინ, შესაბამისად, მოვაჭრეები იძულებულები ხდებიან საქონელი ბრუნვიდან ამოიღონ, რაც მათ მდგომარეობას, სასიკეთოდ ნამდვილად არ წაადგება. ბევრმა ბევრმა მათგანმა სოლიდური სანქციების მიღებას და მათ გადახდას სავაჭრო ობიექტის დაკეტვა და სამუშაო ადგილის მიტოვება არჩია.
მეწარმეები კიდევ ერთ მწვავე საკითხს სვამენ. ბაზრობებზე დასაქმებული მოვაჭრეები აღიარებენ იმას, რომ არ აქვთ ახალი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ბუღალტერიის წარმოების უნარჩვევები ,,ხომ შეიძლება რამე შეცდომა დავუშვა და სადმე ერთი ციფრი გამომრჩეს. მერე რა ვქნა, ჯარიმა გადავიხადო?", - ასე სვამენ ისინი პრობლემას. მომაჭრეებისთვის უნარჩვევების ამაღლებაზე არავინ ზრუნავს, ხელისუფლებას ამ მიმართულებით სწორხაზოვანი მიდგომები აქვს, - დაიქირავე პროფესიონალი ,,ბუღალტერი" და ის მოაგვარებს ბუღალტრულ საკითხებს! თუმცა, იმაზე არავინ ფიქრობს, როგორ უნდა მოახერხოს ეს მეწარმემ, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მისი ოჯახის გამოკვებისათვისაც კი არ არის საკმარისი. ძალიან ძნელია, რომ ასეთმა ადამიანმა კვალიფიციური საბუღალტრო საქმიანობისთვის თანხა გამოყოს. ამ პირობებში მეწარმეები, რომლებიც ბაზრობებსა და სხვა ნაკლებად ორგანიზებულ ბიზნესებში არიან დასაქმებულები, აყენებენ საკითხს, მათთვის ბურალტრული აღრიცხვის გამარტივების შესახებ. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში და შემდეგაც თბილისის მერიას ჰქონდა, ერთი შეხედვით, სასარგებლო ინიციატივა, მცირე მეწარმეებში ბუღალტრული უნარჩვევების გაძლიერების შესახებ, თუმცა, გამონაკლისი არ დაფიქსირდა და ჯერჯერობით, არც ამ პროექტის განხორციელება დაწყებულა.
აქვე უნდა ითქვას,, რომ ძალზედ რთულ ვითარებაში უწევთ ვაჭრობა ე.წ. ,,ქუჩის მოვაჭრეებს”, რომელთა ,,ტერორი და დაწიოკება” უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. მას შემდეგ, რაც ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი დახლები აყარეს, მოვაჭეები "საქონელს" ხელით დაატარებენ, მაგრამ არც ამის უფლებას აძლევენ. ,,ქუჩაში დგომას გვიკრძალავენ და ,,ცხვრებივით” გვერეკებიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ნასვამ მდგომარეობაში არიან და გვაყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაწყოფას. ფრთხილად უნდა იყო, ჩანთა არ წაგართვან, თორემ გაჭირვებით შეძენილ საქონელს გადაგვიყრიან. ერთ-ერთ მოვაჭრეს 400 ლარის საქონელი გადაუყარეს, ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ვერ მივაგენით. ხელისუფლებას არ აწუხებს ჩვენი მდგომარეობა, მათ მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით. უგულავამ არჩევნებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ შემოგვთავაზა 30 ლარი, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი მასობრივი ,,ტერორი და დაწიოკება". შემოგვთავაზეს სავაჭრო ფართები, მაგრამ ისეთ ადგილზეა განლაგებული, სადაც ხალხი არ მოძრაობს და დღიური გადასახადი 8 ლარს შეადგენს. როგორ უნდა გადავიხადოთ 8 ლარი, როცა დღეში ხანდახან სულ ვერაფერს ვერ ვყიდი. როგორ ვარჩინო ოჯახი?", - განაცდახა ერთერთმა გარემოვაჭრემ, რომელმაც მთხოვა, რომ ეს კითხვა ჩვენი გაზეთით აუცილებლად დამესვა.

მთვარისა ჭიღლაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48