ქართულად გახსნილი იაპონური საწარმო ლანჩხუთში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ქართულად გახსნილი იაპონური საწარმო ლანჩხუთში
ნანახია: 486

ოჯახს, ვინც იაპონიის საელჩოს 50 000 დოლარს თხოვდა, ქონებაზე უარის სათქმელად, შვილიშვილი დაუჭირეს!

ქართულად გახსნილი იაპონური საწარმო ლანჩხუთში ჯერ კიდევ 2009 წლის აგვისტოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანაში იაპონელთა დახმარებით გახსნილი საწარმო "ნაციონალური საწარმოების" მსგავსად "გახნის მეორე დღიდან" დახურულია და დღეს მის ეზოში ბალახი "ბიბინებს". ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, საწარმო არც ამუშავებულა, ყოველ შემთხვევაში, მისგან ხეირი ჯაპანლებს არ უნახავთ. როგორც ცნობილია, 2007 წელს ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი, იაპონიის მაშინდელი ელჩი, მიცუჰირო კონო ტრაფარეტზე წარწერა "JAPANA"-თი დაინტერესდა და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, დახმარების ხელი გაეწოდებინა სოფლისთვის, რადგან ლათინურად ჯაპანისა და იაპონიის სახელწოდებები ერთმანეთის მსგავსია. ამასთან, სოფლის სახელის წარმოშობის ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ სოფელში მოჰყავდათ სოია, რომელსაც გურიაში დღესაც ბევრი იაპონიას ეძახის. სოფელთან იაპონიის მთავრობა "საქართველოს მთიანეთის ფედერაციამ" დააკავშირა. ეს ორგანიზაცია დაეხმარა ჯაპანელებს პროექტის შედგენაში, წარდგენასა და დამტკიცებაში. გასულ წელს ჯაპანის ფერმერულ კოოპერატივ "ჯეპენ მოდელში" ცხოველთა კომბინირებული საკვების გადამამუშავებელი საწარმო" გაიხსნა", რომლის წარმადობა საათში 100-130 კგ. უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ვთქვით, დღეს ეზოში ბალახი ბიბინებს.

მაშინ "ქარხნის გახსნა" სკანდალის ფონზე მიმდინარეობდა. ჯაპანელმა გივი ცხომელიძემ ქვეყანა ლამის საერთაშორისო სკანდალში გაახვია. იგი ლამის იყო იაპონიის ელჩს მასაიოში კამოჰარას ფიზიკურად შეეხო _ ელჩისკენ მიმავალი აღშფოთებული ადგილობრივი მოსახლე შეაკავეს, თორემ ქვეყანა დიდ სკანდალში აღმოჩნდებოდა. "ჩემი ქალიშვილი დააკავეს, არ შევარჩენ ამას მაგათ, მერაბიშვილს ჩამოვიყვან აქ. ყველა საბუთი მაქვს ხელთ. ეს ტერიტორია და შენობა ჩემია, დაიწვა და ამათ წამართვეს. იაპონელებმა ფული ხომ გადმორიცხეს და გვერდით გაეკეთებინათ. ვითხოვ 50 ათასი დოლარი გადამიხადონ. არ დავთმობ, დავანგრევ აქაურობას" _ გაჰყვიროდა მაშინ გივი ცხომელიძე. მის დამშვიდებას ამაოდ ელოდნენ, ელჩი და მისი წარმომადგენლები უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ცხომელიძეები კომპენსაციის მიღებისთვის დღემდე იბრძვიან.
როგორც ვთქვით, სოფელ ჯაპანაში გახსნილი საწარმო დახურულია და დღეს მის ეზოში ყრალა-ყრალას ბალახი "ბიბინებს". "არა, ნამდვილად არ მოხდება პროქტების გაჩერება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის. უბრალოდ, ჩვენ აღმოვჩნდით ძალიან ცუდ მდგომარეობაში და სრულიად ტყუილად. მოგეხსენებათ, ჩვენ ვწევთ ფინანსურ დახმარებას, თანხას გადავცემთ არასამთავრობო ორგანიზაციას, სამთავრობო ორგანიზაციას, სკოლას და ა.შ. ჩვენი ვალდებულება არ არის იმის გარკვევა, ვისი საკუთრებაა მიწა და ა.შ. ამის გამო პროექტების შეჩერება გამორიცხულია. ჩვენ დავაფინანსეთ პროექტი, რომლის უზრუნველყოფა არასამთავრობო ორგანიზაციის პრეროგატივა იყო. კიდევ ვიმეორებ, საელჩო არაფერ შუაშია!" _ ეს საელჩოს შესაბამისი სამსახურის იმ დროს გაკეთებული კომენტარია.

ორიოდ თვის წინ, ცხომელიძეების შვილიშვილი, 19 წლის გიორგი ვაშაკიძე დააკავეს. "ასეთი ბავშვი მთელ სოფელში არ არის. უაღრესად ზრდილობიანია, მთელი დრე მოგეხმარება და საჭმელს არ შეჭამს. უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. მამა მოსკოვში მოუკლეს და მისგან ეს ერთი მიწის ნაკვეთი დარჩა, რომელსაც ართმევენ და ვერ წაართვეს. ვეუბნებოდით მის დედას და ბებია-ბაბუას გაანებეთ ბრძოლად თავი, ამ მთავრობასთან მაინც ვერაფერს გახდებით და რამე არ `გაგიჩალიჩონო". არ დაგვიჯერეს. გიორგისნაირი ბავშვი არ არსებობს რაიმეს მოიპარავდა. რკინიგზის გადასასვლელზე ვიღაც მეისრემ დაიწყო მუშაობა, პოლიციელია ყოფილი და იმან დააბრალა, ველოსიპედს მპარავდაო, გამოვეკიდე და წავართვიო. ეს არის ტყუილი! ის კაცი მერე საერთოდ გაქრა. თუ მართალია, რატომ დატოვა სამსახური. იქნებ ეს უდანაშაულო ბავშვი დავიხსნათ, მთელი სოფელი საკუტარი სიცოცხლით ვაგებთ პასუხს მაგის პატიოსნებაში" _ აცხადებდნენ ჯაპანელები.

"ეს არის შურისძიება. უნდათ, რომ ის მიწის ნაკვეთი წაგვართვან. სახელმწიფომ შეიყვანა შეცდომაში არასამთავრობო, კერძო პირის მიწა გადასცა და ახლა პროექტი რომ ბგაგრძელდეს და ფული იშოვონ, ყველაფერზე მიდიან. სხვანაირად ვერ მოგვერიენ და ახლა ამით უნდათ დაშანტაჟება. პოლიციელებს უთქვიათ, გამგებელთან მიდით და გაარკვიეთო. ჩემი ბრძოლით შვილი დავღუპე, ხელში ჩავუგდე ამ უღმერთოებს. ამ დასაწვავი საწარმოს დირექტორმა 13 წლის ბავშვი გაიტანა და დღეს გარეთაა, ხოლო ჩემი შვილის დასაჭერად სამტრედიაში ბიძის სახლში იქაური და ლანჩხუთის პოლიცია ისე მივიდა, თითქოს რეციდივისტს იჭერდნენ! იმ მეისრეს უთქვია გიორგისთვის, ციხე გინდა თუ ეს შენობაო" _ გვითხრა დაკავებიდან რამდენიმე დღეში გიორგის დედამ, კლარა ცხომელიძემ.

ჯაპანელები აღშფოთებას ვერ მალავდნენ მომხდარის გამო და ყველა ამტკიცებდა, რომ ცხომელიძეებს ცილი უსაფუძვლოდ დასწამეს. არავის ეპარება ეჭვი, რომ გიორგის დაჭერა სწორედ "ჯაპან მოდელის" სადავო ფართს უკავშირდება. "ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არის უვარგისი ტრაქტორები. რატომ არავინ დაინტერესდა, შარშან მოვიხ-მარეთ თუ არა ეს ტრაქტორი რაიმეში. ძალიან იოლად ფუჭდება და მერე მისი ნაწილის ძებნა ჭირს. შეკრებილებმა გამგებელს უთხრეს, რომ წაიყვანონ ეს ტრაქტორები, მაინც არაფერში გვარგია" _ აცხადებენ ისინი.

ჩვენ რკინიგზის გადასასვლელზე მესირეს გამოელაპარაკეთ:
_ უკაცრავად, ზურაბ ლორიას ნახვა გვინდა.
_ დღეს არ არის და საერთოდ, ეს გადავიდა აქედან.
_ რატომ? ჩვენ გვაინტერესებდა, რა მოხდა მისი მორიგეობის დროს.
_ მე არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც მან თქვა, აქ ზემოთ ჰყავდა ამოყვანილი ველოსიპედი და იმ ბიჭმა ქვემოდან გადსაიყვანა ისე, რომ ვერ სენიშნა.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელი იყო?
_ რა უნდა ვიფიქრო? აქედან ველოსიპედს როგორ მოგპარავს კაცი? მიჰყავდა და შუკის თავში დავეწიეო. ნამდვილად ვერ დაეწეოდა. თან აქ სულ განათებულია და ველოსიპედი როგორ უნდა მოგპარონ? ფიზიკურად შეუძლებელიცაა ქვემოდან ამ სიმაღლეზე ველოსიპედი გადაიყვანო! იმ ამბავის მერე ეს ლორია აქ აღარ გამოჩენილია და როგორც ამბობენ, აღარც მოვა.
_ მაგ კაცის ტელეფონს ვერ მეტყვით?
_ ნამდვილად არ გვაქვს მაგის ნომერი, დიდი ხნის მოსული არც არის.
_ ეგ ლორია ყოფილი პოლიციელია, ხომ ასეა?
_ კი, პოლიციიდან პენსიაზე გავიდა.

მოკლედ, მეტად საეჭვო სიტუაციაა! ჯაპანელებს არ ეეჭვებათ, რომ ყოფილმა პოლიციელმა დავალება შეასრულა და წავიდა.
რამდენიმე დღის წინ, გიორგი ვაშაკიძე გაათავისუფლეს. "გიორგიმ მითხრა, როცა დაუჭერიათ უთქვამთ: 5 ათასს მოგცემთ მაგ მიწაშიო და აქედან 3000 საპროცესოში ითხოვდნენ, ანუ 2000 ლარი გვრჩებოდა... მაგრამ გიორგიმ უარი უთხრა მაგათ. ახლა სხვა გზა არ იყო და საპროცესოს დავთანხმდით, სოცი-ალურად შეჭირვებულები ვართ და თანხის გარეშე მოხდა საპროცესო. დღესაც ვამბობ და მთელი სოფელი დამემოწმება, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და მიწის გამო გაუკეთეს, რაც დადასტურდა კიდეც იმ შეთავაზებით, რასაც ადგილი ჰქონდა მისი დაკავებისას" _ გვითხრა გათავისუფლებული გიორგი ვაშაკიძის დედამ, კლარა ცხომელიძემ.

თომა ჩალაძე
გაზეთი "ჰო და არა"


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48