ბებია აკვირინესგან მიღებული ცოდნა და გზა დიდი წარმატებისკენ » ბანკები და ფინანსები

ბებია აკვირინესგან მიღებული ცოდნა და გზა დიდი წარმატებისკენ

მთავარისაზოგადოება 04.02.2009

ირინა ლომთათიძე – გუდავაძე აღმაშენებლის გამზირის ნომერ 93-ში მდებარე პოლიკლინიკის დირექტორია. ის იაპონური აპარატით და მალამოებით შემდეგ დაავადებებს მკურნალობს - პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, ყელის კატარი, რადიკულიტი, თმის ცვენა, მარილები, კანის დაავადებები, ნაღველი, ა, ბე, ცე ჰეპატიტები, დამწვრობა, ფრჩხილების სოკო და სხვა.
მალამოებით მკურნალობა საოჯახო რელიკვიაა, რომელსაც 100 წლიანი ისტორია გააჩნია. სადღეისოდ ირინა ლომთათიძე-გუდავაძის საქმიანობა წარმატებულ ბიზნესსაქმინობად შეიძლება მივიჩნიოთ.
- ქალბატონი ირინა, თუ შეიძლება მოგვიყევით სად და როდის დაიწყო თქვენი ოჯახური ტრადიცია?
- ჩვენი ოჯახის მკურნალობის მეთოდი ას წელზე მეტია არსებობს და შთამომავლობით გადმოგვეცემა. პირველად წამლის მომზადება ჩემი დიდი ბებიის ბებიას დაუწყია, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დაიხვეწა. 21 წლის ვიყავი, როცა ბებია გარდამეცვალა, რვა შვილიშვილი ვყავდით და იქიდან მხოლოდ მე გამანდო საიდუმლო რეცეპტი. მანამდე სულ ჩუმად ამზადებდა, არ გვანახებდა, რას რაში ურევდა. ამბობდა - "იმიტომ ვმალავ, ბაღანებმა სადმე არ ილაპარაკონ, ვისაც შნო და მარიფათი გექნებათ, იმას დავუტოვებ ჩემს ცოდნას"-ო. ცოტა რომ წამოვიზარდე, ბალახების საძებნელად მეც დავყვებოდი, თან მასწავლიდა რომელი ბალახი რომელ სნეულებას უხდებოდა. მარიგებდა ეს მცენარე აპრილში უნდა მოიკრიფოს, ფესვები - გვიან შემოდგომაზეო. გაშრობასაც თავის წესი ჰქონდა, სარდაფში ვახმობდით. 100-მდე დასახელების მცენარეს ვაგროვებდით, ამ ბალახს მხოლოდ ჩვენთან ბახმაროს მხარეს თუ დაკრეფ. სხვა მცენარეებსაც იქვე ეკოლოგიურად სუფთა ადგილას ვაგროვებდით. ბალახებს თაფლსა და დინდველსაც ურევდა, მოგვიანებით წამლებსაც ჩემი თანდასწრებით ამზადებდა. თუმცა თავდაპირველად ყველაფერი კარგად არ გამომდიოდა და შესაბამისად საყვედურებსაც არ მაკლებდა.
ჩვენს სოფელში, გურიაში, ხიდისთავში, ბებია აკვირინეზე ლეგენდები დადიოდა, სასწაულებს ახდენდა, ჭრილობას მალამოიან ხელს გადაუსვამდა და არჩენდა, ამიტომ პროფესორს ეძახდნენ. თუმცა, მას არანაირი სამედიცინო განათლება არ ჰქონია. აკვირინე ლომთათიძე-გუდავაძე გახლდათ. სწორედ მისი ცოდნის საფუძველზე შეიქმნა "ლომთათიძის" მალამოები.
- მოგვიყევით რას მკურნალობთ, რითი, როგორ და რამდენ ხანში?
- ვმკურნალობ რადიკულიტს, სქოლიოზს, ფსორიაზს, პროსტატს, თმის ცვენას, ბუასილს, ყურებში ხმაურს, მეჭეჭებს, ხორცმეტებს, პაპილომენს, ნაღველს, პირის ღრუში უსიამოვნო სუნს, ყელის კატარს, მარილებს, კანის დაავადებებს, ა, ბე, ცე, ჰეპატიტებს, ორგანიზმში დაგროვილ სითხეს, ნევროზს, შიშებს, თავის ტკივილს, ჰიპერტონიას, სამწვერა ნერვის ანთებას, ფრონტიტს.
ვიყენებ საგვარეულო რეცეპტით დამზადებულ მალამოებს, მცენარეულ ნაყენებს, ზოგიერთი პრობლემის დროს წურბელებს და იაპონურ აპარატს, რომელიც სუსტი ჩხვლეტებით აღდგენს დაავადებულ კანს. ეს უკანასკნელი კარგ შედეგს იძლევა უნებლიე შარდვისა და პროსტატის დროს. წურბელები კი 100-მდე ფერმენტს გამოყოფს, რომლებიც იმუნიტეტს აღდგენს და ახდენს დარღვეულ ნივთიერებათა ცვლას თუ ჰორმონების რეგულაციას. ასევე კარგია კლიმაქსის, ბუასილის, სამწვერა ნერვის ანთების, წნევების, ათეროსკლეროზის დროს. მათ შორის სახის პარეზი რომ არ მოხდეს, დაჟეჟილობის ტრამვის დროს, ტრომბი რომ არ წარმოიქმნას და ა.შ. მას აქვს თავის წასმის წესი და ადგილი. კარგია, ასევე, თვალის დაავადებების დროსაც. ვამზადებ საპონსაც, რომელიც კარგ შედეგს იძლევა ფსორიაზის და თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. თუ ეს პრობლემა კანის დაავადებების მიზეზით არის, მაშინ ჯერ ხდება კანის აღდგენა და შემდეგ თმის ამოყვანა. მკურნალობის კურსი გრძელდება საშუალოდ 5-10დღე და ეს ყველაფერი სხვებთან შედარებით, არც ისე ძვირი ჯდება.
- რა მასშტაბებს მოიცავს თქვენი საქმიანობა?
- 1997 წლს მქონდა სამუშაო კაბინეტი "ლაგუნა ვერაზე", კოლმეულნეობის მოედანზე, საკუთარი კლინიკა "ლომთათიძე", მაგრამ ვერ შევძელი თანხის გადახდა და ახლა უკვე 4 წელია აქ ვმოღვაწეობ. 18 წელია ჩემს ტრადიციას ვემსახურები და ხალხის სამსახურში ვდგავარ. მაქვს ყველანაირი საჭირო ლიცენზია, არ ვარ ჯიბგირი და ხალხის მკვლელი, როგორც ამას ზოგიერთები იძახდნენ.…შეკვეთები მაქვს როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე საზგვრებს გარედანაც, სულ ცოტა ხნის წინაც გავატანე ჩემი საპონი ამერიკაში. მერწმუნეთ, მე რომ ეს საქმე არ გამომსვლოდა და არ მყოლოდა ამდენი მადლიერი პაციენტი, დიდი ხნის წინ დავანებებდი თავს, მაგრამ 16 წლის ვიყავი პირველი პაციენტი რომ განვკურნე, მაშინ ბებია უკვე კარგად ვეღარ დადიოდა, მეზობელ სოფელში ერთი კაცი ონკოლოგიურიდან უიმედოდ გამოწერეს, ამბობდნენ კიბო აქვსო. თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ლოყაზე თვალთან ახლოს ჭრილობა ჰქონდა, ბებიამ მასწავლა როგორ ჩამეშვა ამ ჭრილობაში წამალი. ტამპონებს ვადებდი. მკურნალობის დამთავრების შემდეგ დაზიანებული ადგილი აღსდგა, ნაიარევი ხორცით ამოევსო. მას შემდეგ ამ ადამიანმა კიდევ 12 წელი იცოცხლა.
- როდის გადაიქცა სახალხო მედიცინა თანამედროვე ქართულ ბიზნესად?
- 1970 წელს ჩამოვედი თბილსში სასწავლებლად, დამთავრების შემდეგ კი ისევ სოფელში დავბრუნდი, ბჟოლეთის სამედიცინო პუნკტში დავიწყე მუშაობა. მერე კვლავ თბილისში, სადაც ჩემი საქმიანობა მეორე პოლიკლინიკაში განვაგრძე. 1987 წლიდან ფანასკერტელის სახელობის სამკურნალო ცენტრში ვმუშაობდი, სწორედ ამ დროს დავარეგისტრირე, დავაპატენტე ბიბიის გადმოცემული ცოდნა. შევქმენი ლომთათიძის მალამოები და გავუშვი სააფთიაქო ქსელში. თუმცა, უნდა გითხრათ ისიც, რომ ერთი პერიოდი ეს მალამოები ქსელიდან საერთოდ ამოიღეს, თითქოსდა უკმაყოფილო პაციენტების მოთხოვნით. სინამდვილეში კი საქმე სხვა სახის უკმაყოფილებას ეხებოდა. კერძოდ კი სააფთიაქო ქსელის მიერ ფასების თვითნებურად გაორმაგებას, თორემ ჩემი კლიენტები მის შესაძენად ყოველთვის მოდიოდა. ალბათ, ამ პერიოდიდან გადაიქცა ჩემი საგვარეულო საქმიანობა პატარა საოჯახო ბიზნესად, თუ ამას ბიზნესი შეიძლება ვუწოდოთ.. ამჟამად წამლის მომზადებასა და ზოგადად საქმიანობაში ჩემი რძლები და შვილები მეხმარებიან და მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენ საგვარეულო ტრადიციას ვისთვის სამწუხაროდ ვისთვის კი საბედნიეროდ გადაშენება არ უწერია. . .
- თუ შეიძლება გაგვიმხილეთ საგვარეულო ტრადიციის ერთი მარტივი რეცეპტი მაინც. . .
- დიდი სიამოვნებით. დღეს მოგეხსენებათ, ბევრს აქვს ნევროზი და მათ ვურჩევ: აიღონ შავბალახა, ვალერიანი, სვია და ბარამბო, ერთმანეთში შეურიონ, აიღონ სუფრის კოვზი, დაასხან 200 გრამი მდუღარე წყალი, შეფუთონ და გააჩერონ 2-3 წუთი. მიიღონ დღეში 3-ჯერ 100-100 გრამი, ერთი კვირის განმავლობაში მაინც და შედეგს აუცილებლად მიიღებენ.

ესაუბრა თათია ჩაფიჩაძე



სახელმწიფო ბანკი – როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება
სახელმწიფო ბანკი – როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

24.04.2014 · ეკონომიკა
დავით საგანელიძე, მერაბ კაკულია, ნოდარ ჯავახიშვილი, მირიან გოგიაშვილი, ირაკლი კოვზანაძე – უხილავი ხელის ჭადრაკის დაფაზე ფიგურებს ალაგებს

,,პოლიტიკურ თანამდებობებზე, გამოცდილი პოლიტიკოსები უნდა დაინიშნონ"
,,პოლიტიკურ თანამდებობებზე, გამოცდილი პოლიტიკოსები უნდა დაინიშნონ"

24.04.2014 · საზოგადოება
პოლიტოლოგი, ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით - სწორი იყო

ხელფასების გაყოფის საფრთხე თუ მდიდრების დამსჯელი კანონი
ხელფასების გაყოფის საფრთხე თუ მდიდრების დამსჯელი კანონი

24.04.2014 · საზოგადოება
”ზოგისთვის დაუბეგრავი მინიმუმი - 360 ლარი, მთელი თვის ხელფასია”

 ექსპორტი 23%-ით გაიზარდა
ექსპორტი 23%-ით გაიზარდა

24.04.2014 · ეკონომიკა
2014 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2523 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია

"დაყავი ბრენდი და იბატონე მომხმარებლეზე"
"დაყავი ბრენდი და იბატონე მომხმარებლეზე"

24.04.2014 · ბიზნესი
გთავაზობთ "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თეონა ბაღდავაძის საინტერესო ბლოგს, სადაც ავტორი მიმოიხილავს ბრენდინგის ახალ ტენდენციებს

წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდს გადააჭარბებს
წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდს გადააჭარბებს

24.04.2014 · ეკონომიკა
მთავრობა ვალს მხოლოდ სიტყვით ამცირებს

113 ათას პირს უძრავი ქონების გაყიდვა ემუქრება
113 ათას პირს უძრავი ქონების გაყიდვა ემუქრება

23.04.2014 · საზოგადოება
ფინანსური ინსტიტუტები "იაფ ფულს" გვთავაზობენ, თუმცა - მხოლოდ ერთი შეხედვით.

როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს
როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს

23.04.2014 · ბიზნესი
საქართველოს საბანკო სექტორში კრედიტების სიძვირეზე და სესხების აღების სიძნელეზე როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები ბოლო წლებია აქტიურად მიუთითებენ

ცოტა ხელფასი და ძალიან ცოტა დასაქმებული
ცოტა ხელფასი და ძალიან ცოტა დასაქმებული

23.04.2014 · ეკონომიკა
საქართველოში რეალურად, ხელფასს სამუშაო ძალის დაახლოებით 35% იღებს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია

,,საქართველოში თვითაღდგენადი ბუნებრივი რესურსის დათვლის მეთოდი დანერგილი არ არის"
,,საქართველოში თვითაღდგენადი ბუნებრივი რესურსის დათვლის მეთოდი დანერგილი არ არის"

23.04.2014 · საზოგადოება
ინტერვიუ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან ბიძინა გიორგობიანთან