მცირე სასურსათო მაღაზიები არ დაიხურება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მცირე სასურსათო მაღაზიები არ დაიხურება
ნანახია: 626

მცირე სასურსათო მაღაზიები არ დაიხურება ბოლო დროს ბევრი მცირე და საშუალო კომპანია დადგა დახურვის აუცილებლობის წინაშე. მართალია, დღეს ბიზნესის დაჯარიმებით შესაძლებელია მოიზიდო დამატებითი თანხები ბიუჯეტში, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს აუცილებლად გამოიწვევს ბიზნესსექტორის შეზღუდვას.
ერთი შეხედვით, საქართველოში გადასახადების განაკვეთები საკმაოდ დაბალია და ამას უცხოელებიც აღნიშნავენ. მაგრამ ამას წონის მკაცრი, მძიმე საგადასახადო ადმინისტრირება. ეს იმით გამოიხატება, რომ დიდი დრო სჭირდება საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას, ხშირია დაჯარიმების შემთხვევა, რაც ბუნებრივია, დამატებითი ხარჯია ბიზნესისთვის. ანუ ის ხარჯი, რომელიც ერთი შეხედვით, შემსუბუქებული აქვს ბიზნესს გადასახადების სიმცირით, საგადასახადო ადმინისტრირებით მძიმდება, რომელიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ ხორციელდება.
თბილისში დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ხელისუფლება პატარ-პატარა კომერციულ ფართებში მოწყობილ უბნის მაღაზიების ალაგმვას აპირებს.
სქემის თანახმად უნდა მოსპონ ხალხის მიერ გახსნილი მცირე სურსათის, ტანისამოსის, მეორადების და სხვათა მაღაზიები. სავარაუდოდ, ამ ყველაფერს საფუძვლად დაედება ქალაქის იერსახის დამახინჯება.
„ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, მცირე სასურსათო მაღაზიები იანვრიდან დაიხურება“, - ამის შესახებ ინფორმაცია, რუსთავი2-ის დილის გადაცემაში გაკეთდა, სადაც მოყვანილი იყო გაზეთ „ალიას“ სტატია. უამრავი ჯიხური იქნება აღებული და ადამიანებს, რომლებიც “მცირე ბიზნესით” იყვნენ დაკავებულები სხვა შემოსავლის წყაროების ძებნა მოუწევთ. ამ ყველაფრის მიზეზებზე ჯერჯერობით მხოლოდ კულუარებში საუბრობენ. მოუწესრიგებელი ჰიგიენური მდგომარეობა, რაც მრავალ, პატარა ჯიხურს ახასიათებს, შეიძლება მთავარ მიზეზად ჩაითვალოს.
აღნიშნულ ფაქტს უარყოფენ ფინანსთა სამინისტროში და აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი რამ საერთოდ არ არის ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა.
თუმცა, მცირე სასურსათო მაღაზიების მფლობელები მაინც პესიმისტურად არიან განწყობილნი და აღნიშნავენ, რომ ფინანსთა სამინისტრო ისეთ სიტუაციას შეუქმნის პატარა მარკეტებს, ისინი თვითონ დაიხურებიან. ეს იქნება გადასახადების, დაჯარიმების თუ სურსათის უვნებლობის სამსახურის კონტროლის სახით.
ეკონომიკის ექსპერტების განცხადებით კი, ხელისუფლება ასეთი ქმედებებით ბიზნესს აიძულებს ან გაჩერდეს, ან იმდენად შეზღუდოს წარმოება, რომ ვეღარც სახელმწიფოს მოუტანს შედეგს, ვერც თავად მეწარმეს და არც მომხმარებლისთვის იქნება ხელსაყრელი. მისთვის გაძვირდება პროდუქცია ან შეიზღუდება მისი მიწოდება.

ნინო დარბაისელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48