2010 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული კარლოს სლიმ ელუმ გადაიბარა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : 2010 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული კარლოს სლიმ ელუმ გადაიბარა
ნანახია: 623

 2010 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული კარლოს სლიმ ელუმ გადაიბარა კარლოს სლიმ ელუ (Carlos Slim Helu), რომელიც 1940 წლის 28 იანვარს დაიბადა, მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედია. იგი უმთავრესად ჩართულია სატელეკომუნიკაციო ბიზნესში. ბატონი კარლოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, რომელმაც 2010 წლის ჟურნალ `ფორბსის~ მონაცემებით გადაასწრო ბილ გეითსა და უორენ ედვარდ ბაფეტს. მისი ქონება 53.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
სლიმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მექსიკისა და მთლიანად ლათინური ამერიკის სატელეკომუნიკაციო ბიზნესში. მის მფლობელობაშია Telmex, Telcel, Amerika Movil და სხვა შვილობილი კომპანიები. მიუხედავად მისი აქტიური ჩარევისა კომპანიების მართვაში, მის ბიზნესს საკუთარი შვილები მართავენ. 2004 წლის ნოემბერში მან Sindikat Grupo Carso-ს, კორპორაცია Carso Global Telecom--ის და მათთან ასოცირებული კომპანიების ხელმძღვანელობაზე უარი თქვა და სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფის, სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის და მისი მთავარი კომპანია Telmex-ის და შვილობილი კომპანია A America Telecom-ის თავკაცად უფროსი ვაჟი კარლოს სლიმ დომიტი დანიშნა, ხოლო უმცროს შვილებს, პატრიკს და მარკო ანტონიოს, გვაროვნული იმპერიის საბაზო საფინანსო სტრუქტურები: A America Movil da Grupo Financiero Inbusa გადაულოცა.

ადრეული წლები
კარლოს სლიმი მეხიკოში, 1940 წლის 28 იანვარს, დაიბადა. კარლოსის მამა, ხულიენ სლიმ ჰადადი, 1902 წელს, 14 წლის ასაკში, მექსიკაში მარტო ჩავიდა ლიბანიდან. ამ დროისთვის მან ესპანური ენა არ იცოდა. 15 წლის შესრულებისთანავე ლიბანელი ბიჭები ოსმალეთის იმპერიის ჯარში მიჰყავდათ და მშობლები ცდილობდნენ, ამ ასაკის მიღწევამდე თავიანთი შვილები სხვა ქვეყანაში გაეშვათ. კარლოსის დედა, ლინდა ჰელუ, მექსიკის შტატ ჩიხუახუას ქალაქ პარალში დაიბადა. მისი მშობლებიც ლიბანელი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც მექსიკაში XIX საუკუნეში ჩავიდნენ. მათ იყიდეს მექსიკის პირველი არაბული პრესა და დაარსეს მექსიკაში პირველი ჟურნალი ლიბანელი საზოგადოებისთვის. 1911 კარლოსის მამამ ხულიენმა დაარსა მზა-ტანსაცმლის მაღაზია La Estrella del Oriente (აღმოსავლეთის ვარსკვლავი) და შეიძინა უძრავი ქონება მეხიკოს ცენტრში.
1926 წლის აგვისტოში ხულიენ სლიმი და ლინდა ჰელუ მეხიკოში დაქორწინდნენ. მათ შეეძინათ ექვსი შვილი, რომელთაგან კარლოსი იყო უმცროსი ვაჟი.
სლიმი საინჟინრო საქმეს Universidad Nacional Autonoma de Mexico-ში სწავლობდა. 26 წლის ასაკში მისი ქონება უკვე 40 მილიონ დოლარს შეადგენდა. 1967 წელს მან ცოლად შეირთო სოუმაია დომით გემეიელი, რომელიც ასევე ლიბანელი მექსიკელი იყო. მათაც ექვსი შვილი შეეძინათ და ერთად ცხოვრობდნენ 32 წელი დომითის სიკვდილამდე, რომელიც 1999 წელს თირკმლის დაავადებით გარდაიცვალა.

მიღწევები
სლიმი იყო მექსიკის საფონდო ბირჟის ვიცე-პრეზიდენტი და მექსიკის საბროკერო ასოციაციის პრეზიდენტი. ის იყო ლათინური ამერიკის კომიტეტის პირველი პრეზიდენტი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE).
ელუ იყო დირექტორთა საბჭოს წევრი Alcatel-isa da Altria Group-is (ყოფილი P Philip Morris... 2006 წელს დატოვა საბჭო). სლიმი დღემდე P Philip Morris International-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. ის იყო SBC Communication-ის საბჭოს წევრიც 2004 წლის ივლისამდე და დატოვა საბჭო, რათა მეტი დრო დაეთმო World Education & Development Fund-ისთვის, რომელიც ორიენტირებულია საგანმანათლებლო პროექტებზე. 1997 წელს სლიმმა შეიძინა კომპანია Apple Computer-ის აქციები მას შემდეგ, რაც ამ კომპანიამ iMac-ის წარმოება დაიწყო.
მან შექმნა უდიდესი საფინანსო-სამეწარმეო გაერთიანება G Grupo Carso, რომელიც მართავს მრავალ შვილობილ კომპანიას. 80-იანი წლების ბოლოს მექსიკური ბაზრის სხვადასხვა სექტორში Grupo Carso-ს ექსპანსიამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ამ ქვეყნის ყოველ მეორე მცხოვრებს და საწარმოს ყოველდღიურად სინდიკატის რომელიმე სტრუქტურასთან ჰქონდა შეხება და მისი პროდუქციის მომხმარებელი იყო.
სლიმმა განაცხადა, რომ იგი დაინტერესებულია შეიძინოს ჰონდას ფორმულა 1-ის გუნდი. მას სურს გადაასწროს Force India F1-ს მფლობელ ვიჯეი მელიას, რათა გახდეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გუნდის მფლობელი. ის ასევე აპირებს შეიძინოს ამერიკის საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე ერთ-ერთი გუნდი.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48