2010 წლის პარადოქსები და მოვლენები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : 2010 წლის პარადოქსები და მოვლენები
ნანახია: 660

2010 წლის პარადოქსები და მოვლენებინოდარ ჯავახიშვილი - საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შესავსებად ბაყაყების ექსპორტის წარმოება. და მეორე პარადოქსია ის, რომ ამ განცხადების გამკეთებელი კაცი დღესაც მინისტრია.





2010 წლის პარადოქსები და მოვლენებიგია ხუხაშვილი - კურიოზია ეკონომიკის მინისტრისგან არითმეტიკის არცოდნა. ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებით 5 ევრო 5 ლარი რომ გამოიყვანა და თბილისიდან ბათუმამდე 160 კმ როგორ გამოიყვანა. რაც შეეხება პარადოქსს, ერთის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იქნება გადასახადის გადამხდელის სტატუსის ამაღლებისკენ და, მეორეს მხრივ, გადასახადის გადამხდელებს უმოწყალოდ პარსავენ. კიდევ ერთი პარადოქსია ის, რომ ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკური ზონების ფორმირებისკენ და ამავდროულად ევროკავშირზე სწორებას აცხადებენ, რაც სრულიად შეუთავსებელია.







2010 წლის პარადოქსები და მოვლენებიგია ჯანდიერი - პარადოქსია, როცა ამბობენ, რომ ხორბლის ფასების აწევამ საქართველოში ინფლაცია გამოიწვია.







2010 წლის პარადოქსები და მოვლენებილადო პაპავა - წლის პარადოქსი გახლავთ საკმაოდ სიმპათიური ადამიანი, ქალბატონი ვერონიკა (ვერა) ქობალია. მის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი და გეტყვით, რატომაა ის პარადოქსი. მას არ აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ ვისაც ჰქონდა უმაღლესი განათლება, ის ქალბატონ ვერაზე ჭკვიანად ნამდვილად ვერ გამოიყურებოდა. შეგახსენებთ, ქალბატონი ეკატერინე შარაშიძე, რომელსაც თუ არ ვცდები, ჰარვარდის უნივერსიტეტიც კი აქვს დამთავრებული, ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ ქ-ნ ვერონიკაზე ჭკვიანი იყო. სწორედ ამიტომაა იგი წლის პარადოქსი, რომ ჩვენს ქვეყანაში გაუნათლებელი ადამიანი შესაძლოა არანაკლებ განათლებულად ჩანდეს, ვიდრე კარგ უნივერსიტეტდამთავრებული ადამიანი.


2010 წლის პარადოქსები და მოვლენებინოდარ ხადური - ძნელია გამოყოფა. ბევრია, მაგრამ ერთს მაინც გამოვარჩევდი- როცა საქართველო ე.წ Dოინგ Bუსინესს-ის ინდექსით არის მსოფლიოს ლამის ყველაზე მაგარი ქვეყანა, სადაც ინვესტორები უნდა მოდიოდნენ, ინვესტიციები წელს შარშანდელთან შედარებით დაბალია. ჩემი აზრით, ეს არ არის პარადოქსი, რადგან მხოლოდ Doing bussines-ით ინვესტორები არ ღებულობენ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემებია ამ სფეროში.





ვაჟა კაპანაძე - ბანკები რეკლამას აკეთებენ 11%-ად სესხის გაცემაზე, მაშინ როცა ინფლაცია ორნიშნა ციფრია. ზუსტად მე არ შემიძლია დავასახელო, მაგრამ ინფლაცია 15-20 % მაინც არის და პარადოქსია ეს, აბა, რა არის.



2010 წლის პარადოქსები და მოვლენებიზურაბ მელიქიშვილი - წლის პარადოქსს ვერ დავასახელებ, მაგრამ წლის მოვლენას გეტყვით - მსოფლიო ფინანსური კრიზისი საქართველოში დაძლეულია და ეკონომიკური გააქტიურება დაიწყო.







2010 წლის პარადოქსები და მოვლენებისოსო ცისკარიშვილი - პარადოქსია საქართველოს ხელისუფლების სურვილი, გაგვეგრძელებინა ცხოვრება მოტივირებულ საქართველოში, მაშინ, როცა ჩვენ დავკარგეთ ისეთი ძლიერი მხარდამჭერები, როგორებიც არიან პოლონეთი და უკრაინა და მათ ნაცვლად შევიძინეთ ბელორუსია. რაც შეეხება წლის მოვლენას, განსაკუთრებით გამოვყოფდი აჭარაში საკურორტო სეზონის ნოემბრის თვემდე გამოცხადებას და უპრეცედენტო ამინდის ბიუროს პროგნოზს, რომელიც თავად ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.



2010 წლის პარადოქსები და მოვლენებიპაატა შეშელიძე - ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წელს საბიუჯეტო პროფიციტით ხურავს. საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე გადასახადი გაიზარდა და თუ ასეთი რეზერვი გვქონდა, იმის მაგივრად, რომ რეფორმები ჩატარებულიყო და უფრო გაბედული ნაბიჯებისკენ წავსულიყავით, ჩემი აზრით, წავედით უკან. ეს აფერხებს განვითარებას. თითოეული თეთრი, რომელსაც გადასახადის სახით იღებენ, ვიღაცის პროექტს აკლდება.






ბეჟან ბუცხრიკიძე - წლის მოვლენად გამოვარჩევდი იმ ფაქტს, რომ საქართველო დასახელდა ნომერ პირველ რეფორმატორად. განსაკუთრებით ამდენი მინისტრების და მთავრობის ცვლის ფონზე, დღეს საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორია.



გია ღაღანიძე - პარადოქსია ის, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თამაში არ წააგო. ეს ხუმრობით, მაგრამ ისე კი პარადოქსულად მეჩვენება ხალხი რომ ამბობს, რომ უყვარს თავისი ქვეყანა და იმ ქვეყანაში ჩადის რაღაც მემორიალის გახსნაზე, რომელმაც მისი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. აი, ეს არის ჩემთვის პარადოქსი.
რაც შეეხება წლის მოვლენას, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებიც უნდა გაიმიჯნოს. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა, თუ ეკონომიკური თავისუფლების აქტის საბოლოო მიღება მოხდებოდა, რომელიც დააკანონებდა იმ თავისუფლებას და ლიბერალურ მიდგომას, რომელიც არის ქვეყანაში, რომ გადასახადები არ უნდა გაიზარდოს და მისი მოცულობა უნდა იყოს უცვლელი.



2010 წლის პარადოქსები და მოვლენებილევან კალანდაძე - ეკონომიკურ მოვლენად ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებას დავასახელებდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კითხვა ისმის ამ კოდექსთან დაკავშირებით, მაინც უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა ამ კოდექსის მიღება იყო.
წლის პარადოქსს რაც შეეხება, შეიძლება დასახელდეს მთავრობის ინიცირებული, არაერთგზის დაანონსებული, მაგრამ მაინც ვერმიღებული ეკონომიკური თავისუფლების აქტი. თუმცა სადაო საკითხია, საერთოდ, რამდენად ღირს ან არ ღირს ამ აქტის მიღება. პარადოქსია ის, რომ რამდენჯერმე დაანონსდა ამ აქტის მიღება და ვერც ერთხელ ვერ მიიღეს.







2010 წლის პარადოქსები და მოვლენებიირაკლი იაშვილი - დიდი ეკონომიკური მოვლენა არ მახსენდება, თუმცა ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან მოვლენად.
პარადოქსი კი ის არის, რომ საქართველოში ლიბერალური ეკონომიკური კურსია დეკლარირებული, რომელიც დაიწყო კახა ბენდუქიძის მინისტრობის დროს, მაგრამ წლევანდელმა წელმა აჩვენა, რომ არის აბსოლუტური გადახრა ამ კურსიდან. ვბრუნდებით სოციალისტურ საქართველოში. აზერბაიჯანულ-ჩინური მონოპოლიური ოლიგარქიისკენ მივდივართ. ამის უამრავი მაგალითიც მაქვს, მაგალითად ნატახტარში რომ გახსნეს ხორცის საწარმო და მთელმა საქართველომ იქ უნდა დაკლას საქონელი. ფოთში გახსნეს საკონტეინერო ტერმინალი და მარტო ერთმა უნდა იმუშაოს და სხვები უნდა გაჩერდნენ. ყველა სექტორში ასეა და პარადოქსი ის არის, რომ კაქხა ბენდუქიძე სანატრელი ადამიანი გახდა ჩემთვის პირადად. მისი მთავრობაში ყოფნა ჩემთვის ნამდვილად სანატრელია.








2010 წლის პარადოქსები და მოვლენებიემზარ ჯგერენაია - წლის პარადოქსი და მოვლენა არ ვიცი, მაგრამ თუ გინდათ იმას გეტყვით, რომ ბანკებს ფული აქვთ და კრედიტს არ იძლევიან.









2010 წლის პარადოქსები და მოვლენებიირაკლი ღვალაძე - ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში, ვგონებ, მაინც ქობულეთის პროექტი იყო და ანაკლიის პროექტიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
პარადოქსს რაც შეეხება, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, ვიკილიქსის მასალების გამოქვეყნებაა, იმიტომ რომ ასეთი საიდუმლო ინფორმაცია გახდა ასეთი ხელმისაწვდომი.
კულტურის სფეროში მოხდა წლის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბათუმში დომინგოს კონცერტი. აი, პარადოქსებს რაც შეეხება, მინდა ვთქვა, რომ კულტურაში არ არის პარადოქსები.





თეონა აფციაური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48