ნანახია: 548
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" 1999 წლიდან ასახელებს წლის ადამინს. ქვეყნის ყველაზე პოპულარული და პატივსაცემი ადამიანების დასადგენად სახვადასხვა დროს სხვადასხვა მეთოდი გამოიყენებოდა: მკითხველების აზრი; ჟურნალისტებისა და გაზეთის რესპოდენტთა, ექსპერტების გამოკითხვა; სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა და ასე შემდეგ. წელს წლის ადამიანი "ბ&ფ"-ს მკითხველებმა და ვებ-გვერდის წ მომხმარებლებმა დაასახელეს. მათი აზრით წლის ადამიანი საქართველოს პატრიარქი ილია II-ა, რომელსაც გამოკითხვის მონაწილეთა 59%-მა დაუჭირა მხარი.
"ბ&ფ"-ს მთავარი პირობა გამოკითხვის მონაწილეებისადმი იყო, რომ მათ რჩეულს ყველაზე მეტი და მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონოდა შესრულებული საქართველოში ან საქართველოსთან მიმართებაში მომხდარ მოვლენებში. სხვათაშორის, ასეთივე გამოკითხვა ჩაატარა გაზეთმა "კვირის პალიტრამ". მისმა მკითხველებმაც წლის ადამიანად კათოლიკოს-პატრიარქი დაასახელეს. სხვა შედეგები აჩვენა ჟურნალ "ტაბულას გამოკითხვამ". იქ წლის ადამიანად კახა ბენდუქიძე დასახელდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ "ბანკები და ფინანსებისა" და ჟურნალ "ტაბულას" მკითხველები ლიბერალური ღირებულებების მხარდამჭერები არიან, თუმცა რეალურად და პრაქტიკული შეხედულებებით თუ მოქმედებებით მნიშვნელოვნად განსვავდებიან ერთმანეთისგან. ამ განსხვავების ნათელსაყოფად, ჟურნალ "ტაბულას" გამოკითხვის შედეგებსაც გთავაზობთ.
"ბ&ფ"-ს მკითხველებისა და წ მომხმარებლების აზრით, მოწინავე პოზიციებზე არიან თემურ ქეცბაია და პაატა ბურჭულაძე. ობიექტურად ლიდერობენ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილიც. ბევრს დასწყვიტა გული აფხაზეთიდან დევნილ ნანა ფიფიას გარდაცვალებამ, რომელმაც ბინიდან გამოსახლების შემდეგ ლტოლვილთა სამინისტროსთან თავი დაიწვა. ხალხს, როგორც ჩანს, მოსწონს ვასიკო ოდიშვილის იმპროვიზაციები, ჯაბა ხუბუას გაბედულება და მარკ ცუკერბერგის გენია. სტაბილურია ნონა გაფრინდაშვილის უმწიკლო ავტორიტეტი და რეპუტაცია.
"ბ&ფ"
"ბ&ფ"-ს ვერსია
1. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2. თემურ ქეცბაია 3. ჯულიან ასანჟი 4. პაატა ბურჭულაძე 5. მიხეილ სააკაშვილი 6. ვანო მერაბიშვილი 7. ნონა გაფრინდაშვილი 8. ბიძინა ივანიშვილი 9. დავით ზირაქიშვილი 10. ვასიკო ოდიშვილი 11. მარკ ცუკერბერგი 12. ნანა ფიფია 13. გიგი უგულავა 14. ილხამ ალიევი 15. გიგი დედალამაზიშვილი 16. ლევან გაჩეჩილაძე 17. კახა ბენდუქიძე 18. ნინო ბურჯანაძე 19. ჯაბა ხუბუა 20. ვერა ქობალია 21. ირაკლი ალასანია
"ტაბულა"-ს ვერსია
1. კახა ბენდუქიძე 2. მალხაზ გულაშვილი 3. ლიბ.ჯე ჯგუფი 4 დერვიშები 5. ბესიკ ხარანაული 6. თემურ ქეცბაია 7. ნი2 ჯგუფი 8. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 9. ერეკლე (ეკო) დეისაძე 10. მიხეილ სააკაშვილი 11. მგზავრები 12. გიგი უგულავა 13. ივანე მერაბიშვილი 14. ლადო გურგენიძე 15. დიმიტრი შაშკინი 16. ირაკლი ალასანია 17. ვერა ქობალია 18. ირაკლი კაკაბაძე 19. მეუფე იობი (აქიაშვილი) 20. ეროსი კიწმარიშვილი 21. სოზარ სუბარი
|