ნანახია: 520
გაზეთ ”ბანკები და ფინანსების” სოციოლოგიური ჯგუფი ატარებს გამოკითხვას - 2010 წლის ადამიანი და წლის ანტიგმირი. გამოკითხვაში მონაწილეობენ ”ბ&ფ”-ს ჟურნალისტები, რესპოდენტები და ვებ-გვერდ www.bfm.ge-ს მომხმარებლები (მკითხველები). სოციოლუგიური ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ”წლის ადამიანის” კანდიდატურები შერჩეულია ”ბ&ფ”-ს ჟურნალისტების მიერ. ვებ-გვერდ www.bfm.ge-ს მომხმარებლებს (მკითხველებს) შეუძლიათ ამ სიის გაგრძელება, თუ შემოგვთავაზებენ საკუთარ კანდიდატურას. თუ თქვენ 2010 წლის ადამიანად მიგაჩნიათ სხვა პიროვნება (დასახელებულთა გარდა) გთხოვთ, მათ სიაში შესაყვანად, გამოგვიგზავნოთ წერილი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენთვის სასურველი პიროვნების სახელი, გვარი, თანამდებობა (პროფესია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bankebi_f@yahoo.com
გამოკითხვა შეწყდება 28 დეკემბერს 21 საათზე.
სიაში შესულმა ადამიანებმა უნდა დააკმაყოფილონ მხოლოდ ერთი კრიტერიუმი - მათ 2010 წელს საქართველოში ან საქართველოსთან მიმართებაში მიმდინარე მოვლენებში უნდა ჰქონდეთ შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. შედეგებს ”ბ&ფ”-ს საახალწლო ნომერში შემოგთავაზებთ. სიაში პიროვნებები განლაგებულნი არიან გვარის პირველი ასოს ანბანური რიგით. ისინი ცნობილი ადამიანები არიან, ამიტომ დაწვრილებით ინფორმაციას მათზე არ მოგაწვდით, მათ შორის, შედარებით ახალ სახელებზე - ”მგზავრების” მომღერალ გიგი დედალამაზიშვილზე, რაგბისტ დავით ზირაქიშვილზე და დევნილ ნანა ფიფიაზე, რომელმაც ბინიდან გამოსახლების შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან თავი დაიწვა.
• ილხამ ალიევი • ჯულიან ასანჟი • კახა ბენდუქიძე • გიგა ბოკერია • პაატა ბურჭულაძე • ნინო ბურჯანაძე • ლევან გაჩეჩილაძე • ნონა გაფრინდაშვილი • გიგი დედალამაზიშვილი • ერეკლე დეისაძე • დავით ზირაქიშვილი • ბიძინა ივანიშვილი • კათოლიკოს-პატრიარქი ილია II • ირაკლი კაკაბაძე • ჯონ მაკკეინი • ივანე მერაბიშვილი • ბარაქ ობამა • ვასიკო ოდიშვილი • ვლადიმერ პუტინი • მიხეილ სააკაშვილი • სერჟ სარგსიანი • გიგი უგულავა • ნანა ფიფია • თემურ ქეცბაია • ვერა ქობალია • დიმიტრი შაშკინი • მარკ ცუკერბერგი • ჯაბა ხუბუა
|