"შიმშილისა და სიღატაკისთვის განწირული ადამიანები” » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "შიმშილისა და სიღატაკისთვის განწირული ადამიანები”
ნანახია: 674

"შიმშილისა და სიღატაკისთვის განწირული ადამიანები” მათხოვრობა –პროფესია თუ ბრძოლა არსებობისთვის

როცა ბათუმში მილიონოიანი ფოიერვერკები და ილუმინაციები აელვარდება, ისინი ქუჩაში იქნებიან და მათხოვრობას გააგრძელებენ


საქართველოში მათხოვრობა ფართოდაა გავრცელებული. ეკონომიური მდგომარეობა აიძულებს ადამიანს შემწეობა სხვა ადამიანს სთხოვოს. ისინი იძულებულნი არიან მთელი დღე ქუჩაში გაატარონ, ხშირ შემთხვევაში ღამეც, რადგან უსახლკაროდ არიან დარჩენილები და თვიანთი ბედი მოწყალე ადამიანებს მიანდონ. ზოგს სიტყვა ,,დამეხმარეთ” თქმა უჭირს და ,, ხელგამოწვდილი” სევდიანი თვალებით მიანიშნებს გამვლელებს, რომ გაიღონ მოწყალება. ზოგი უსიტყვოდ გაიღებს მოწყალებას, ზოგს კიდევ გააღიზიანებს მისი მდგომარეობა და შეურაცხყოფასაც აყენებს. რადგან დაიღალა ამდენი ,,მოწყალების” გაღებით. დღეს ხომ საქართველო მათხოვრების ქვეყნად არის ქცეული. თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათხოვარი გხვდება, რომელიც დახმარებას ითხოვს.
გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები“ შეეცადა გაეგო, თუ როგორია ამ ადამიანების ყოფა და რამდენიმე მათგანს გაესაუბრა კიდეც. ზოგმა ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი არ უთქვამს. ის, რაც ჩვენ ამ გაჭირვებული ადამიანებისგან მოვისმინეთ, ზუსტად ასახავს არსებულ რეალობას.
ამ რეალობის შესახებ, გვესაუბრა ქალბატონი ელენე რომელიც ქუჩაში თავის ავადმყოფ შვილთან ერთად აღმოჩნდა. იგი ყოველდღე ერთიდაიგივე მიწისქვეშა გადასასვლელში ზის და მოწყალებას ითხოვს. ,, იყო დრო, როდესაც ადამიანდ მთვლიდნენ, სამსახურიც მქონდა და სახლკარიც. დღეს უსახლკაროდ ვართ დარჩენილი მე და ჩემი შვილი. პატარა ,, ქოხი “ ვიქირავეთ, თვეში 60 ლარს ვიხდით , მაგრამ ერთიანად არ შეგვიძლია გადახდა და ყოველდღე 2 -2 ლარს ვიხდით. რამდენიმე დღის უკან უმძიმეს დღეში ვიყავი, ჩემი თემური ცუდად გახდა და სახლამდე ვერ მივიყვანე. ოთხი დღის განმავლობაში ქუჩაში ვიყავით. თავთით ვუჯექი მომაკვდავ შვილს და კოცონს ვუნთებდი, რომ არ გამყინოდა. ხალხის დახმარებით, გამოვიძახე ,,პატრულიც“ და ,,სასწრაფოც” მაგრამ რად გინდა, ირონიის მეტი, მათგან ვერაფერი დავინახე. მითხრეს, რომ ,, კაიფშია, “ დაალევინე 100 გრამი და გამოვა მდგომარეობიდანო. ხოლო ,,პატრულის “ თანამშრომლებმა დახედეს, ხელი ჩაიქნიეს და წავიდნენ. ისინი ,,კატაობენ,“ საქმეს ხომ არ აკეთებენ. ,,სასწრაფოს”ესეთი უყურადღებობის შემდეგ, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა და ჩემს ახლობელს მივმართე. დამეხმარე, შვილი მიკვდება-მეთქი, ისევ ის დამიდგა გვერდით და მისი წყალობით ,,სასწრაფომ “გადაიყვანა ჩემი შვილი საავადმყოფოში. მინდა ექიმებს ვუთხრა მადლობა, რომ გადამირჩინეს შვილი, რომელსაც წუთები ჰქონდა დათვლილი.
ჩემი თხოვნა, დროულად აღმომეჩინა დახმარება შვილისათვის, არც ,,პატრულის" და არც ,, სასწრაფოს “თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს. მე, ხომ ,,მათხოვარი “ ვარ, ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში ,,ძაღლადაც “ არ აგდებენ.
ჩვენი მორიგი რესპოდენტი 50 წლის ქალბატონია, რომლემაც არ ისურვა თავისი ვინაობის გამხელა. მას სხვებისგან განსხვავებით სახლიც აქვს და კარიც, მაგრამ არ აქვს არანაირი შემოსავალი და იძულებულია თავი ,,მათხოვრობით “ ირჩინოს. ,,მთელი დღე, მიწევს ქუჩაში ,,ხელგამოწვდილი “ყოფნა და ერთიდაიგივეს ასჯერ გამეორება ,,გთხოვთ, დამეხმარეთ”. ბევრი ისე შემომხედავს, თითქოს მითანაგრძობს და ,,მოწყალებასაც” გაიღებს, უმეტესობა კი მომაძახებს, მე რა მაქვს შენ, რომ დაგეხმაროო. ამ მგომარეობამ საკუთარი თავი შემაზიზღა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს”.
უამრავი ,,მათხოვარი” დგას ეკლესიის მისასვლელებთან. სამების ეკლესიისკენ მიმავალს, ბევრი მათხოვარი შემხვდა ,,ხელგამოწვდილი, დამეხმარეთ და ღმერთი დაგეხმარებათ”. ზოგი მღერის, ზოგიც გიტარაზე უკრავს, ზოგს არც ერთი არ შეუძლია და არც მეორე, რადგან არც ხელი ემორჩილება და არც მეტყველება შეუძლია, ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული.
ნინო ხახვიაშვილი 37 წლისაა და თავს მათხოვრობით ირჩენს. ,,ვმღერი და ფულს ისე ვშოულობ, ხალხი გულმოწყალეა და მეხმარება. ჩემი სამუშაო დღე დილით ადრე იწყება და დაღამებამდე აქ ვრჩები. ,,მათხოვრობა ჩემი მეორე პროფესიაა”.განსაკუთრებით მიყვარს, შაბათ-კვირა და სადღესასწაულო დღეები, რაგდან ბევრი ხალხი მოდის და შესაბამისად ,,მოწყალებაც დიდია”. ჩემი მშობლები პენსიონერები არიან და თავიანთი ფული წამლებში არ ყოფნით. არანაირ დახმარებას არ გვაძლევენ, როდესაც სოციალური საგენტოდან შემოწმებაზე მოვიდნენ, ,,მდიდართა” სიაში ჩაგვწერეს, ამ დროს არაფერი არ გაგვაჩნია. და ვისაც ყველაფერი ბევრი აქვს და არ უჭირს ისინი ,,სიღარიბის” სიაში. ესეთი უსამართლობაა დღეს საქართველოში. ქუჩები მორთეს და ,,გააჭაღჭაღეს” იმის მაგივრად, რომ დაგვხმარებოდნენ. ზოგი სავსე სუფრით ხვდება ახლი წელს და მე და ჩემნაირ ,,მათხოვრებს” პურიც არ გვექნება.
ქალბატონი მაია ქუჩაში ორ ბავშვთან ერთად აღმოჩნდა. ის სამების ეკლესიის წინ ითხოვს ,,მოწყალებას”. ,,სადაც ვცხოვრობდი ავარიული შენობა იყო და ჩამოინგრა. ქუჩაში აღმოვჩნდი ორ პატარა ბავშვთან ერთად, იძლებული გავხდი ბინა დამექირავებინა. Mმარტო, რომ ვყოფილიყავი ქუჩაშიდაც ვიცხოვრებდი, მაგრამ ბავშვები შემეცოდა, გარეთ გამეყინებოდნენ. ვიღებ უმწეოთა დახმარებას, მაგრამ არაფერში არ მყოფნის ,,მათხოვრობით” ვირჩენ თავს. ღვთის წყალობით ვცოცხლობთ, ეკლესია დიდად გვეხმარება იქ ,,ვტრაპეზობთ” და სახლშიდაც მოგვაქსვ საჭმელი.
ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს უსახლკარო ბავშვები. მათხოვარი ბავშვები თბილისში მცხოვრები ქუჩის ბავშვების ნახევარს შეადგენენ. ბავშვთა უმეტესობა ,,მათხოვრობით” ნაშოვნ ფულს ოჯახის საჭიროებისთვის იყენებს, ხოლო ბავშვების ნაწილი ამბობს, რომ მათ ართმევენ ნაშოვნ ფულს. შამწუხაროდ, სიღატაკეში მცხოვრები ოჯახების დიდი რაოდენობა ამჯობინებს, რომ ბავშვმა Fფული იშოვოს, ვიდრე სკოლაში იაროს.
მას ერთ-ერთ მეტროსადგურში შევხვდით, სულ რაღაც 10 წლისაა, ახლა ჯვრებს ყიდის, თუმცა მანამდე ხელგამოწვდილი დადიოდა. Aახლაც, როდესაც ჯვრებს გაყიდის, ჩვეულ საქმეს ,,მათხოვრობას” უბრუნდება. სახლში, რომელიც პატარა ქოხია, ავადმყოფი დედა ელოდება. იგი არანაირი დახმარებით არ სარგებლობს. თავად არავისთვის არ მიუმართავს დახმარებისთვის, რადგან ამდენიც კი არ იცის და მარტო იბრძვის არსებობისთვის.
არიან ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ გათვითცნობიერებული თავიანთი ცხოვრება, მათ მხოლოდ ის იციან, რომ დანიშნულ ადგილზე დედას უნდა შეხვდნენ და ნაშოვნი ფული ჩააბარონ. პატარა მათე 5 წლისაა მთელი დღე ვაგონიდან ვაგონში დადის და გაზეპირებულ ტექსტს იმეორებს. ,,ობოლი ბიჭი ვარ, ღარიბი, ღატაკი და ქუჩაში გავიზარდე…..... დეიდებო, ბიძიებო დამხმარეთ, გეხვეწებით დაჩოქილი თქვენს წინაშე”-ამას ამბობს, სიტყვას საქმესაც აყოლებს და ერთი ფეხით მართლაც იჩოქებს. დაზაფრული და შეწუხებული მგზავრები ჯიბეების ჩხრეკას იწყებენ და პატარა ბიჭს, პატარა ხელის გულს ხურდით უვსებენ.
ასევე დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საკვებს ნაგვის ურნებში ეძებენ და ეს მაწანწალობის გამო არ მოსდით. მათ შიათ. ჩვენ მათთან გასუბრება ვერ შევძელით, რადგან ამის სურვილი არ ჰქონდათ.
ასეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა სფეროებში ,,განვითარების ბუმზე” საუბრობენ. მაშინ, როდესაც საახალწლოდ ,, მორთულ” ქალაქში გაივლით, გახსოვდეთ უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეები. ხელისუფლება, როდესაც ათასობით ლარს დედაქალაქის საახალწლო მორთულობაზე ხარჯავს, უმჯობესია იფიქროს უასახლკაროთა დახმარებაზე. რომლებიც განწირულნი არიან შიმშილისა და სიღატაკისთვის.


მთვარისა ჭიღლაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48