"რეფორმის შედეგად "მარშუტკით” მგზავრობის ფასი არ გაიზრდება" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "რეფორმის შედეგად "მარშუტკით” მგზავრობის ფასი არ გაიზრდება"
ნანახია: 441

"რეფორმის შედეგად "მარშუტკით” მგზავრობის ფასი არ გაიზრდება" "კონკურსის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ხარისხის და მომსახურების გაუმჯობესება, სხვა რაიმე ფისკალურს შედეგს მერია მისგან არ ელის”

ინტერვიუ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან აკაკი ჯოხაძესთან


- მოსახლეობა შიშობს, რომ ახალი სატრანსპორტო რეფორმის შედეგად დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი გაიზრდება. რა კომენტარს გააკეთებდით ამ აზრზე?

- მრავალი წელია ”მარშრუტკით” მგზავრობის ტარიფი უცვლელია, რადგან იგი პირდაპირ მიბმულია კონკურენტ ბაზრებზე - ავტობუსებზე და მეტროზე. შარშანწინ იყო ფაქტი, რომ რამდენიმე მარშრუტი გაძვირდა და ეს მარშრუტები აღარ ფუნქციონირებს, რადგან სხვა მარშრუტმა გაუწია კონკურენცია, რომლებმაც ფასი არ გაზარდეს. შედეგად, ვინც ტარიფი შეამცირა ის ისევ მუშაობს, ხოლო ვინც არა, გაკოტრდა. ტარიფის მატება იწვევს მარშრუტის მუშაობის გაჩერებას.

- კი, მაგრამ ახალი რეფორმის შედეგად მიკროავტობუსებს შორის კონკურენცია შემცირდება, რადგან ისინი არა რამდენიმე ასეული, არამედ მაქსიმუმ 5 ადამიანის ხელში გადავა?

- გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რეალურად ავტობუსებზე და მიკროავტობუსებზე მგზავრი დაბალანსებულია იმით, თუ ვის რა ტარიფი აქვს. კონკურენცია არის არა თვითონ მიკროავტობუსებს შორის, არამედ ავტობუსებს და მეტროს შორის. შესაბამისად, თუ სამარშრუტო ტაქსებზე გაიზრდება ტარიფი, მაშინ მათ მომხმარებლებს ავტობუსები და მეტრო წაართმევს. მერიის ახალი სატრანსპორტო რეფორმის ერთადერთი მიზანი მგზავრობის და მანქანების ტექნიკური ხარისხის გაუმჯობესებაა, სხვა ამ კონკურსიდან ჩვენ არაფერს ველით.

- რა თანხა უნდა გადაიხადოს რეფორმის შემდგომ კომოპანიამ ერთი მიკროავტობუსის ლიცენზიის სანაცვლოდ, დღეს რა დონეზეა ის და ხომ არ ხდება მისი გაზრდა?

- განაკვეთი გამოთვლილია და საკრებულოს მიერ დადგენილი. ნებართვის ფასი თითოეულ მანქანაზე თვეში 50 ლარს შეადგენს. ამ გადასახადს დღესაც იხდიან მოქმედი ”მარშრუტკები”, ანუ ამ კონკურსის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ხარისხის და მომსახურების გაუმჯობესება, სხვა რაიმე ფისკალურს შედეგს მერია მისგან არ ელის. როგორც დღეს იყო ნებართვის ფასი 50 ლარი, ისე იქნება მომავალშიც უცვლელი.

- რა მდგომარებობაა დღევანდელ დასაქმებულ მძღოლებთან დაკავშირებით. მოხდება თუ არა მათი დასამქმება, ხომ არ გაიზრდება დასაქმებულთა რიცხვი?

- ამ რეფორმით ჩვენ დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას ველოდებით. დღეს თბილისში 2140 მანქანამდე მუშაობს და კონკურსის შედეგად ყოველდღიურად უნდა იმუშაოს 2464-მა მანქანამ, შესაბამისად, გაიზრდება მძღოლთა რაოდენობაც. შეთანხმება, კუნკურსის პირობებში უკვე დევს, რომ ნებისმიერი გადამზიდავი ვალდებულია დასაქმება პირველ რიგში შესთავაზოს დღეს მოქმედ მძღოლებს. თბილისის მერიამ ჩაატარა ინვენტარიზაცია, თუ დღეს ქალაქში რა რაოდენობის მძღოლი და მანქანებია, რა ტიპის მანქანები მუშაობენ და ა.შ. შესაბამისად, როგორც კი გამარჯვებული გამოვლინდება, ნებისმიერ ლოტზე ინდივიდუალურად გადაეცემა ჩვენს მიერ აღრიცხული ბაზა, რომელიც შემდეგ მათი სახელმძღვანელო იქნება დასაქმების კუთხით.

- არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ თბილისში ხუთივე ლოტზე ერთმა კომპანიამ გაიმარჯვოს და იგი დედაქალაქის მასშტაბით მონოპოლისტი გახდეს?

- პრაქტიკულად არა, თეორიულად კი. თქვენ თუ კარგად დააკვირდებით კონკურსის პირობებს, ეს მოვლენა მაშინვე გამოირიცხება, რადგან თითოეულ ლოტზე მინიმალური მოთხოვნა 600 მანქანაა, შესაბამისად ძნელია, რომ ერთ ლოტზე მეტზე რომელიმე ფირმამ გაიმარჯვოს, რადგან ამ რაოდენობის მიკროავტობუსების მობილიზებაც კი ძალიან ძნალია, 3 000 რომ აღარ ვილაპარაკოთ.

- კონკურსის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ აუცილებლად ახალი მანქანები უნდა შემოიყვანოს, თუ დღეს ბაზარზე არსებულ მიკროავტობუსებსაც აქვთ სტანდარტების დაკმაყოფილების შანსი?

- კონკურსის პირობებში არსად წერია, რომ მანქანა შეზღუდულია წლოვანების მიხედვით. არის დადგენილი და გათვალისწინებულია ის მინიმალური მოთხოვნები, რასაც უნდა შეესაბამებოდეს მანქანები, რომ მან შეძლოს ქალაქში გადაადგილება, მეტი არანაირი შეზღუდვა არ არის. 14 იანვარს, როცა გამოცხადდება პრეტენდენტი პირების ვინაობა, 1 თებერვლამდე როგორც კი გამოვაცხადებთ გამარჯვებულს იქ უკვე ზუსტად გვეცოდინება ლოტების მიხედვით, თუ რომელი წინადადება გაიმარჯვებს. შესაბამისად, გვეცოდინება გამარჯვებულ ფირმას შემოყავს თუ არა ახალი მანქანები, არსებული მანქანებით აპირებს მუშაობას თუ სხვა. გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებაა, რომ არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში წარმოადგინოს ის ზუსტი გრაფიკი, თუ როგორ და როდის ეყოლება იმ სტანდარტების შესაბამისი 600 მანქანა, რაც კონკურსის წესით არის განსაზღვრული. ვადა შეუძლია თვითონ წარმოადგინოს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

ესაუბრა ნოდარ ჭიჭინაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48