სახელმწიფო ბაგა-ბაღები ფასიანი ხდება » ბანკები და ფინანსები

სახელმწიფო ბაგა-ბაღები ფასიანი ხდება

მთავარისაზოგადოება 06.12.2010

სახელმწიფო ბაგა-ბაღები ფასიანი ხდებაბოლო პერიოდში განათლების სფეროში მთავრობის და პირადად მინისტრის მიერ ინიცირებულმა რეფორმებმა განსაკუთრებული სიმწვავე და აქტუალურობა შეიძინა. შაშკინის აშკარად გამოხატულმა ხისტმა მონდომებამ აშკარად უარყოფითი შედეგი გამოიღო და სასკოლო სიტემაში გატარებულ რეფორმებს ისეთი პროსამტავრობო ფიგურებიც კი აკრიტიკებენ, როგორიც გია ნოდიაა.
სასკოლო სისტემაში მიმდინარე გარდაქმნებმა, შეიძლება ითქვას, გადაფარა განათლების სისტემაში არსებული სხვა ცვლილებები. საინტერესო გარდაქმნები ხდება სკოლამდელი განათლების სფეროში. სკოლასთან არსებული სასკოლო პროცესისთვის ერთგვარი მოსამზადდებელი პერიოდის ცალკე საგანმანათლებლო მიმართულების შექმნა ჯერ კიდევ იდეის დონეზეა და ამ მიმართულებით რეალური გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის.
რაც შეეხება საბავშვო ბაღების პროგრამას, ძირეული გარდაქმნები არც აქ არის დაწყებული. თუმცა, ამ მიმართულებით მაინც საინტერესოა, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვის მიყვანა სავალდებულო ხდება. ამის სესახებ ერთერთ თავის გამოსვლაში პრეზიდენტმაც ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ბავშვი მინიმუმ ორი წლის განმავლობაში არ ივლიდა ბაღში, მას სასკოლო პროგრამის გავლის უფლება არ მიეცემოდა. ეს თავისთავად საინტერესო ინიციატივაა, თუმცა, სკოლამდელი აღზრდა გაცილებით ღრმა და გააზრებულ მიდგომას ითხოვს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლაში ბავშვები განსხვავებული სასტარტო პირობებით შედიან, სკოლამდელი ასაკის ბავშვებში არ არის ნათლად გამოხატული მათი აზროვნების შესაძლებლობები, შესაბამისად, რთულია მათთვის სკოლის პერიოდში სწორი სასწავლო პროგრამის შერჩევა. ერთი სიტყვით, სკოლამდელი აღზრდა ბავშვის შემდგომი განვითარებისთვის უდიდეს მნიშვნელობას იძენს.
ამ ფონზე, საინტერესო ინფორმაცია გაღჟერა "ლეიბორისტულმა პარტიამ". მათი ინფორმაციით, საბავშვო ბაღები ფასიანი ხდება. როგორც პარტიის წევრმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, შესაბამის საკითხზე თბილისის მერია უკვე მუშაობს. მისივე მტკიცებით, ერთ ბავშვზე გადასახადი 50-დან 80-ლარამდე იქნება. `სააკაშვილისა და უგულავას ინიციატივით, იგეგმება, რომ ბაგა-ბაღები ფასიანი გახდეს. საუბარია ერთ ბავშვზე 50-დან 80 ლარამდე გადასახადზე. ეს ნიშნავს, რომ ბაღებში ბავშვების რაოდენობა შემცირდება, რასაც ზოგიერთი ბაგა-ბაღის გაუქმება და გამოთავისუფლებული შენობების კი გაყიდვა მოხდება", – განმარტა ჯიბლაძემ.
საბავშვო ბარების ფასს მოსახლეობის მატერიალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო და ფასიან ბაღებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ ბაღებში, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეგუება ნაკლებად მისაღებ პირობებს და ბავშვები უფასო დაწესებულებებში შეჰყავთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთი “ბანკები და ფინანსები” თბილისის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიის პრეს-ცენტრმა ნანუკა ზაქარეიშვილმა განაცხადა: ”ამ ეტაპზე, დეკემბრის თვეში საბავშვო ბაღების გადასახადთან დაკავშირებით, საუბარი არ არის და ეს საკითხი არ განიხილება. თუ რა იქნება 2011 წლიდან, ეს ჯერ არ ვიცი”.
გადასახადის დაწესების შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არც თბილისის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები ფლობენ. ასე რომ `ლეიბორისტების~ მიერ დასმული საკითხი კვლავ აქტუალური რჩება, ახალი წლის შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადების დაწესებას არც მერიაში და ბაღებში უარყოფენ.

ადა ექიზაშვილი



მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით
მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით

18.04.2014 · ფინანსები
უცხოურ ბაზრებზე ოქრო იაფდება.

შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე თითქმის 37 მილიონი ლარი გასცა
შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე თითქმის 37 მილიონი ლარი გასცა

18.04.2014 · ფინანსები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან დღემდე შევსებული დეკლარაციების რაოდენობა 410 ათასზე მეტია.

გიორგი ქადაგიძე ქართული საბანკო სექტორის მთავარ პრობლემებს ასახელებს
გიორგი ქადაგიძე ქართული საბანკო სექტორის მთავარ პრობლემებს ასახელებს

18.04.2014 · ფინანსები
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქართული საბანკო სექტორის ერთერთ მთავარ პრობლემად მსესხებლებში დაბალ საბუღალტრო სტანდარტებს და გაუმჭვირვალობას ასახელებს.

რა რისკებთანაა დაკავშირებული „საქართველოს განვითარების ბანკის“ ფუნქციონირება?
რა რისკებთანაა დაკავშირებული „საქართველოს განვითარების ბანკის“ ფუნქციონირება?

18.04.2014 · ფინანსები
მთავრობამ „განვითარების ბანკის“ დაფუძნების განზრახვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები
2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები

18.04.2014 · საზოგადოება
2014-15 სასწავლო წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მიმართულებების სია უკვე ცნობილია

,,სილქნეტი" GMG-ს ყიდულობს
,,სილქნეტი" GMG-ს ყიდულობს

17.04.2014 · ბიზნესი
გაიზრდება თუ არა სილქტივის პაკეტების ღირებულება?

რატომ ლანძღავს ხელისუფლებასა და გოგი თოფაძეს ბიზნესმენი ფადი ასლი
რატომ ლანძღავს ხელისუფლებასა და გოგი თოფაძეს ბიზნესმენი ფადი ასლი

17.04.2014 · ბიზნესი
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე საგადასახადო კოდექსში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს.

სახაზინო ვალდებულებების გაზრდილმა ემისიამ საპროცენტო განაკვეთები 42%-ით გააძვირა
სახაზინო ვალდებულებების გაზრდილმა ემისიამ საპროცენტო განაკვეთები 42%-ით გააძვირა

17.04.2014 · ეკონომიკა
სახელმწიფო ბანკებს ბიზნესის დასაკრედიტებელ რესურსს აცლის

სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად
სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად

17.04.2014 · საზოგადოება
ბოლო წლებში მეცხვარეებს საქმე ისე წაუვიდათ, რომ რეალურად გადასახადების გარდა, ხელში აღარაფერი შერჩა

მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს ძირითადად გრანტების სახით დააფინანსებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს ძირითადად გრანტების სახით დააფინანსებს

17.04.2014 · ეკონომიკა
,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩადებული თანხებისგან იქნება შედგენილი"