ასკურავათა სამსაუკუნოვანი ტრადიცია ხალხის სამსახურში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ასკურავათა სამსაუკუნოვანი ტრადიცია ხალხის სამსახურში
ნანახია: 1783

საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის საგამოფენო ცენტრის ლაურიატი, ჩინეთი-ისრაელი-ამერიკის სახალხო მედიცინის აკადემიის წევრი, პროფესორი ვლადიმერ (ბიჭიკო) ასკურავა პაციენტებს საკუთარ “ფირმა ასკურავაში” ღებულობს, რომლის ამჟამინდელი პრეზიდენტიც თავად გახლავთ.
სკურავას მეთოდით ქირულგიური ჩარევის გარეშე ეფექტურად და უმტკივნეულოდ არჩენენ სხვადასხვა სახის მოტეხილობებს, პოდაგრას და ძვლების სხვა დაავადებებს. საგვარეულო საიდუმლო, რომელიც დღემდე საიდუმლოდ რჩება, მემკვიდრეობით მხოლოდ ვაჟებს გადაეცემათ და თითქმის 300 წელია არსებობს. მისი ანალოგი კი მთელს მსოფლიოში არ მოიპოვება.
მიუხედავად რამოდენიმე წლის წინ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურთაგან დევნილს მსოფლიო ორთოპეტთა უმეტესობა აღიარებს და თვლის, რომ სხვადასხვა სახის მოტეხილობების დროს იგი უფრო ეფექტურია ქირულგიურ ჩარევასთან შედარებით.
ცნობილი ოსტატი, რამოდენიმე წლის წინ ქართული პრესის ფურცლებზე გაჩაღებული ცხარე პოლემიკის გმირია. იმ დროს მასზე დაწერილი სტატიების გამო ჟურნალისტებს აღმასკომში, პარტიის ხელმძღვანელებთან იბარებდნენ. მაშინ ვერ უშველა ვერც განკურნებულ პაციენტთა რიცხვმა და ვერც პრესის წარმომადგენელთა სიმპათიებმა. ოფიციალური მედიცინის ზოგიერთი სოლიდური წარმომადგენლობის მოთხოვნით სახალხო მკურნალი დასჯილ იქნა სამართლის კანონის კოდექსის 250-ე მუხლით, ანუ აეკრძალა სამკურნალო საქმიანობა. თუმცა თავის ბედს არ დამორჩილებია, იმდენად დიდი იყო მისი სასწაულმოქმედი მალამოს მომლოდინეთა რიცხვი. მაგრამ შექმნილმა მდგომარეობამ გარკვეულწილად ხელი მაინც შეუშალა ოჯახური საქმიანობის ბიზნესად ჩამოყალიბებას. თუმცა გვიანი არასდროს არ არის, მისი ტრადიციის გამგრძელებელი ამ ეტაპზე მისი შვილიშვილია რომელიც უკვე ეუფლება მედიცინის სფეროს.
ამ თემებზე სასაუბროდ ვეწვიე ცნობილ დასტაქარს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ივერიის ქუჩაზე,სადაც 1990წლიდან არსებობს ასკურავათა სახალხო სამედიცინო ცენტრი. როგორც მისი მონაყოლიდან შევიტყვე იგი გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში დაიბადა და გაიზარდა. სწორედ
ამ სოფელში მოღვაწეობდა მისი მამა, თუმცა მისი საქმიანობა ახლანდელთან შედარებით ლოკალური იყო.
ბატონმა ვლადიმერმა ოჯახურ საქმიანობას დაოჯახების შემდეგ მოჰკიდა ხელი და მას მერე რამოდენიმე ათასი პაციენტი მაინც განკურნა, რომელთაგანმაც უკმაყოფილო თითქმის არავინ დარჩენილა. თითო-ოროლა კაცის გარდა. მადლიერ პაციენტთა შორის ბევრი საზოგადოებისთვის ცნობადი სახეც არის: - რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, რობერტ სტურუა და ბევრი სხვა. აღსაღნიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ იგი ტოლვილებს, გაჟირვებულებს და ომში დაჭრილ ჯარისკაცებს სრულიად უსასყიდლოდ მკურნალობს. “რითაც შემიძლია ხალხს იმით ვეხმარები” – აღნიშნა მან ჩვენთან საუბრისას.
მრავალი მაცდური წინადადების მიუხედავად მკურნალს სამშობლოდან წასვლა არასოდეს უფიქრია. ასკურავას წამალი არ მოიპოვება არსად გარდა ჩემს მიერ ზემოთხსენებული მისამართისა. თუმცა შეკვეთები ძალიან ბევრია როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან თუ რაიონებიდან, ასევე მის საზღვრებს გარედანაც. მის სამუშაო მაგიდაზე დასტა-დასტა აწყვია ქართული და უცხოური ჟურნალ-გაზეთები, დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან გამოგზავნილი მადლობის წერილები. ამხელა წარმატების და პოპულარობის რეცეპტი კი რაღათქმაუნდა უნდა გასაიდუმლოებულია.
რეცეპტი არ შეცვლილა და მისი შეცვლა შეუძლებელია! შეიცვალა და დაიხვეწა მხოლოდ მკურნალობის მეთოდი. ხის “ყავარი” (ასე ეძახიან გურიაში) ალუმინის მაფიქსირებელმა შეცვალა. ასევე გაიზარდა მკურნალობის არეც, თუკი აქამდე მისი წინაპრები ამ რეცეპტით მხოლოდ მოტეხილობებს არჩენდნენ დღეს მისი გამოყენება შესაძლებელია ოსტეოქონდროზის, ძვალზე ანთებითი პროცესების, პოდაგრას (ძვლოვან წამონაზარდებს),ძვალ-სახსრების დაავადებებს სამკურნალოდ. წამალი კვერცხზე მზადდება, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, აი დანარჩენი კი. . . მისი მეთოდით მკურნალობას ორი უნიკალური თვისება აქვს – აჩქარებს ძვლების გამრთელებას, პროცედურულად კი იოლია. “თაბაშირის ჩექმებთან” შედარებით მის მალამოში დასველებული პირსახოცის საფენები წამლის შთაბეჭდილებასაც კი არ ტოვებს. სასიამოვნოც კია იმ კუთხით რომ რაიმე სახის გართულებები და მითუმეტეს დაჩირქბა არ მოჰყვება.
“ხალხური ხალხურია, კლასიკური კლასიკური. როგორც ხალხური და კლასიკური მომღერალი ვერ ჩაეხუტება ერთმანთს და ერთად ვერ გამოვლენ სცენაზე, ასევეა ამ სფეროშიც” – თქვა ბატონმა ვლადიმერმა.
შედეგი აშკარად რომ მაღალია, მასთან სამუშაო საათებში თითქმის არ წყდება ხალხის ნაკადი. Gგარდა ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილი დადებითი მხარეებისა მასთან მკურნალობა სხვა მეთოდებთან შედარებით გაცილებით იაფიც ჯდება და არც დროში ჭიანურდება, თუ პაციენტს არ აქვს სხვადასხვა სერიოზული დაავადება.(მაგ. დიაბეტი) და ა.შ.
რა მნიშვნელობსა აქვს რას აღიარებს მედიცინა, მთავარი გამომცდელი ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში აქაც ხალხია, ხალხმა კი დიდი ხანია აღიარა მისი მეთოდი.

ჩაფიჩაძე თათია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48