ძვირდება თუ არა საავადმყოფოებში მკურნალობა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ძვირდება თუ არა საავადმყოფოებში მკურნალობა
ნანახია: 1234

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებებისა და სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების შეწყვეტის საფუძველზე, ყველა საავადმყოფოში მომსახურების საფასური, სავარაუდოდ, 20%-ით გაძვირდება. მართალია, ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ რომელიმე სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტის ფაქტს, გაზრდილი ბიუჯეტი კი 1,391 მილიონ ლარს შეადგენს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ დაფინანსებულ ადამიანთა რიცხვმა 900 000 მიაღწია, მაგრამ მაინც გაურკვეველი რჩება იმ ადამიანთა ბედი, ვისაც არც რომელიმე კომპანიის დაზღვევა აქვს და არც მაღალანაზღაურებადი სამსახური. სად უნდა მოიძიონ ან ადამიანებმა სახსრები გაუარესებული ჯანმრთელობის სამკურნალოდ, გაურკვეველია. ამ საკითხთან დაკავშირებით, გვესაუბრება ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი სოფიო ლებანიძე.

- რამ განაპირობა საავადმყოფოებში მომსახურების საფასურის ზრდა და რის მიხედვით დადგინდება, თუ რამდენი პროცენტით გაიზრდება იგი?
- ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციები ფასებს ხელოვნურად ზრდიან, ჩვენ არ ვფლობთ. ზოგადად, ფასწარმოქმნა სამედიცინო დაწესებულებების პრეროგატივაა, მეორეა, როდესაც ფასწარმოქმნა ხდება. ამ შემთხვევაში ამ ფასწარმოქმნაზე სამინისტრო მუშაობს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ეკონომიკაშია აპრობირებული. ბოლო წლების განმავლობაში ფასებზე რადიკალური ცვლილებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ადრე ყოველ კონკრეტულ ნოზოლოგიაზე ერთი კონკრეტული ფასი იყო, 2007 წელს კი მოხდა განყოფილებების დონეზე გასაშუალოებული ტარიფების შემოღება - ეს არის მიახლოებითი დაფინანსების სისტემა, რაც არის ე.წ. DRG-ს პრინციპი. შემდეგ ხდება პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა შესყიდვების შესახებ კანონის თანახმად, ანუ ცხადდება ტენდერი და პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება აწვდის მოსახლეობას მომსახურებას პროგრამულ ფასად. ხოლო სხვა დაწესებულებები, რომლებიც არ იღებენ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, თავად განსაზღვრავენ სამედიცინო სერვისის ღირებულებას
ინფლაცია, ზოგადად, მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვისაა დამახასიათებელი და არსებობს ასევე ჯანდაცვის სფეროს ინფლაცია, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკური ინფლაციის ტოლი არ არის და თუკი სამედიცინო მომსახურებას ფასები ემატება, ეს გამოწვეულია იმ მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესით, რომელიც თანამედროვეობას მოსდევს თან. ანუ თუ ქვეყანაში რაიმე ახალი ტექნოლოგია შემოდის, მას მისთვის დამახასიათებელი ფასი მოჰყვება. მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები და ძვირადღირებული პრეპარატები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენენ ზოგადად სისტემაში არსებულ ფასწარმოქმნაზე.
- ონკოლოგიურ ავადმყოფებს რატომ მოეხსნათ დაფინანსება და საერთოდ, თუ დარჩება რაიმე სახის შეღავათები და ვისთვის?
- შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ არცერთი სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამა არ გაუქმებულა, შეიცვალა მათი განხორციელების მექანიზმები, ანაზღაურების წესები და ამ პროგრამებით მოსარგებლეების კატეგორიები. ის, რომ რომელიმე ჯანდაცვითი პროგრამა შეწყდა, კატეგორიულად გამოვრიცხავ. პირიქით, გასულ წელთან შედარებით ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტი გაზრდილია, იყო 214 მლნ. 692 ათასი ლარი, 2009 წელს კი დაგეგმილია 265 მლ. 139 ათასი ლარის გახარჯვა. ეს განპირობებულია იმით, რომ, პირველ რიგში, იზრდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ფენების დაცვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამით. გასულ წელს 750 000 ასეთ ადამიანს დავეხმარეთ, წელს კი ეს პროგრამა 900 000 ადამიანს შეეხება.
იზრდება ფსიქიატრიის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, ფტიზიატრიის, ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტების სამედიცინო მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი და ა.შ.
აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ ვერანაირ არგუმენტს, თითქოს სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამები წყდება. არის სახელმწიფო პროგრამები, რომლებშიც შეიცვლება განხორციელების ფორმა. ვთქვათ, პირველადი ჯანდაცვა, სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში; სოფლის ექიმებს პრაქტიკულად უორმაგდებათ ხელფასი, ბიუჯეტში შესაბამისი თანხებია მობილიზებული.
რაც შეეხება ონკოლოგიას, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ონკოლოგიური პათოლოგიების ნოზოლოგიები სრულადაა დაფინანსებული, ყოველგვარი თანაგადახდის გარეშე, ხოლო 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის მომსახურების ღირებულების 70%-ს სახელმწიფო ფარავს, 30%-ს კი თვითონ. იგივე პრინციპია კარდიოლოგიაშიც, გულის თანდაყოლილი პათოლოგიები, კარდიო-ქირურგიული მანიპულაციები სრულად ფინანსდება და რაც შეეხება შეძენილ პათოლოგიებს, 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის ასევე 70%-ით იფარება.
- გამოდის, რომ საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებიც ვერცერთ პროგრამაში ვერ მოხვდნენ და მათი ეკონომიური მდგომარეობა ბევრად არ აღემატება სიღარიბის ზღვარს, უფრო მძიმე სიტუაციაში რჩებიან, გაზრდილი ტარიფები სწორედ მათზე აისახება. მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი სწორედ 18-დან 60-წლამდე ასაკის ადამიანებში მეტია. ხომ არ აჯობებდა ეს შეღავათები, მცირედით მაინც, მათზეც გადანაწილებულიყო?
- აქ საუბარია მიდგომაზე, რომ მოსახლეობის ის კატეგორია, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან და არ შეუძლიათ საკუთარი ჯანმრთელობის პასუხიმგებლობის და ტვირთის აღება, უნდა იყვნენ უზრუნველყოფილები სამედიცინო მომსახურებით. ეს კატეგორია სრულადაა დაფინანსებული ყოველგვარ სამედიცინო მომსახურებაზე, ამბულატორია იქნება ეს, გეგმიური სტაციონარიზაცია თუ ურგენტული შემთხვევები.
რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, რატომ გამოიყო 3 წლამდე და 60 წელს ზემოთ მოსახლეობის კატეგორია, ჯერჯერობით სამედიცინო დაზღვევის სისტემას უჭირს დააზღვიოს ეს ორი ასაკობრივი ჯგუფი. მოგეხსენებათ, რომ დაზღვევასაც თავისი პრინციპები აქვს და სადაზღვევო რისკი სწორად უნდა იყოს გადანაწილებული. 3-დან 60-მდე ეს არის ის სოციალურ-ეკონომიკური და ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ხელი მიუწვდება დაზღვევაზე. აქედან გამომდინარე, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული წამახალისებელი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ პარტნიორული ურთიერთობები დაამყარონ სადაზღვევო ბაზართან, ინდუსტრიასთან და მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის გადანაწილება სწორად მოხდეს. მთავარია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მოსახლეობის საშუალო ფენას არ დაუდგეს გაღარიბების რისკი, ამისი ყველაზე საუკეთესო მექანიზმი კი სადაზღვევო სისტემაში მონაწილეობაა.
- სამშობიაროებში პოლისების გაუქმებამ ფეხმძიმეების უკმაყოფილება და დაზღვევასთან დაკავშირებული გაურკვევლობა გამოიწვია. სახელმწიფოს მხრიდან რა სახის შეღავათებია გათვალისწინებული მშობიარეთათვის?
- ახლა საქართველოში დაახლოებით 1 მილიონ 300 ათასი ადამიანია დაზღვეული, მათ შორის არიან უმწეოები, დევნილები, კორპორატიულად და ინდივიდუალურად დაზღვეულნი და ა.შ. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამდენ ადამიანში რამდენი ქალბატონიც ბრძანდება, ხელი მიუწვდებათ მშობიარობასთან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურებასთან.
არსებობს სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყველა მოქალაქისათვის, მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და ასაკობრივი ჯგუფისა, სრულად ფარავს ორსულის ამბოლატორიულ პატრონაჟს, სავალდებულო ვიზიტების რაოდენობას, მშობიარობების გართულებებს, პათოლოგიურ ორსულობებს და ა.შ.
- რა არის 2009 წლის ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტები?
- ზოგადად, ჯანდაცვის სფეროს რეფორმის უპირველესი პრიორიტეტია კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა, უმწეო ოჯახების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის განვითარება. ასევე, იმ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას და ისეთი ქრონიკული ავადმყოფობებით არიან შეპყრობილები, რომ სადაზღვევო სისტემაში მათი ინტეგრაცია რთულია. ეს ნაწილი იმდენად სპეციფიურია, რომ სახელმწიფო აგრძელებს ამ ნაწილში სამედიცინო მომსახურების დაფარვას და კონკრეტულ მაგალითად შეგვიძლია დიალიზის ნაწილიც კი განვიხილოთ.

თამთა დადეშელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48