პოლიტიკოსები, პარტიები და ხალხი - რეიტინგი და განწყობა ბოლო პერიოდში საქართველოში ჩატარებული ერთადერთი ობიექტური სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით
WHO IS WHOპრეზიდენტის, თბილისის მერის და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომსახურე კომპანიამ, "გრინბერგმა" საქართველოში საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიას თავისი ქართველი კლიენტებისგან უზარმაზარი თანხები აქვს მიღებული, მათთან გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად, რაც თავისთავად არ გამორიცხავს მხარეებს შორის არაფორმალურ ფინანსურ ურთიერთობებს, ამერიკულ ბიზნეს-სტრუქტურას და მის მესვეურებს არანაირი უხერხულობა არ უგრძვნიათ, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არაზუსტი შედეგების ტირაჟირების გამო. სხავათაშორის, ამ კვლევის შედეგები დღემდე არ დევს "გრინბერგ ქუინლენ როსნერის" ვებ-გვერდზე. სურათი, რომელიც "გრინბერგმა" დახატა და მთავრობის მიერ კონტროლირებადმა ელექტრონულმა მედიამ პროპაგანდისტულ შოუდ აქცია, იმდენად თეთრი ძაფებითაა ნაკერი, რომ ეჭვგარეშეა, "გრინბერგის" კვლევა საგარეო მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ ხომ ისეთი ცბიერები და ეშმაკები ვართ, გულუბრყვილო ამერიკელები და ევროპელები რას გაიგებენ, რა სიამტკბილობა აკავშირებთ ერთმანეთთან "გრინბერგსა" და საქართველოს ხელისუფლებას.
IPL-მა და "ბ&ფ"-ს სოციოლოგიურმა ჯგუფმა დიდი შრომა გასწია, რათა ქართულ საზოგადოებას "გრინბერგის" მიერ გამოკვლეულ საკითხებზე მართალი პასუხები მიეღო. ბოლოს და ბოლოს, ქართველები იმას მაინც იმსახურებენ, რომ შინაურები და გარეულები ასე ურცხვად არ ატყუებდნენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
კვლევა თბილისში ჩატარდა. გამოიკითხა 530 რესპოდენტი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ამ მეთოდიკით ჩატარებული კვლევა, ცდომილების დასაშვებ ფარგლებში, სრულფასოვან საშუალებას იძლევა რეალური სურათის დასანახად და დასკვნების გასაკეთებლად. ჯერ ერთი, თბილისი, ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით შედარებით გახსნილი ქალაქია და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს მეტი საშუალება აქვთ გულწრფელად, საქმის არსის ცოდნით უპასუხონ შეკითხვებს. რეგიონებში საინფორმაციო სივრცის ჩაკეტილობის გამო, ალტერნატიული ინფორმაციის ფაქტობრივად არარსებობის პირობებში, სოციოლოგიური კვლევების ჩატარება რეალურ სურათს სურათს არ იძლევა.
"გრინბერგი" ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ კურსს მოქალაქეთა 67% უჭერს მხარს, მის საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 83%, განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეთანხმება მხოლოდ 18%, კვლევის მონაწილეთა 83% მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, ხოლო 75%-ის აზრით თბილისში დასაქმების მხრივ ვითარება კარგია და გიგი უგულავას დასაქმების პოლიტიკასაც ამდენივე პროცენტი ეთანხმება.
ვისაც აინტერესებს, რეალურად თბილისელები ამ საკითხებზე რას ფიქრობენ, შედარებით უკეთ ინფორმირებული თბილისელები რას ფიქრობენ, გაეცანით IPL-სა და "ბ&ფ"-ს კვლევის შედეგებს.
ვისაც აინტერესებს, ასე ვთქვათ, ოპოზიციის რეალური გავლენა და რეიტინგი, ასევე ვურჩევ ამ გამოკითხვას გაეცნოს. მისი გაცნობის შემდეგ, ვფიქრობ 2%-იან, 5%-იან და 8%-იან გრანდებს ქართული პოლიტიკისა, აღარ ექნებათ მესიობისა და ღვთისრჩეულობის პრეტენზია.
და ჩემს მოკრძალებულ შესავალს მოცემულ გამოკითხვასთან დაკავშირებით დავასრულებ რამდენიმე ფაქტზე აქცენტირებული მინიშნებით. ხვალ რომ პარლამენტის არჩევნების დღე იყოს, ყველაზე მეტი, ანუ გამოკითხულთა 29.4% დღევანდელი პარტიებიდან, გაერთიანებებიდან და მოძრაობებიდან არცერთს არ მისცემდა ხმას. მმართველ "ნაციონალურ მოძრაობას" თბილისში მხარს მხოლოდ 21.1% დაუჭერდა. პოლიტიკოსებიდან, ასევე ყველაზე მეტი, გამოკითხულთა 25.4%, არცერთს არ ენდობა, ყველაზე მეტი მხარდამჭერი მაინც მიხეილ სააკაშვილს ყავს, მაგრამ დაახლოებით გამოკითხულთა 10%. ყველა დანარჩენის საქმე კიდევ უფრო არასახარბიელოდაა, ზოგის კოშმარულადაც კი. ნატოში გაწევრიანებას, მიუხედავად ყველაფრისა მტკიცედ უჭერს მხარს 62.6%. ჩვენი ქვეყანა ნახევრად თავისუფალი და ნახევრად დემოკრატიულია გამოკითხულთა ნახევრისთვის, ძალიან მაღალია დიქტატორული ელემენტების დამნახავთა რიცხვი - 16.6%. და კიდევ, ჩვენი ეკონომიკის მამების საყურადღებოდ: 2003 წლიდან 2010 წლამდე იმათი რიცხვი, ვისი პირადი და ოჯახების ფინანსური და მატერიალური კეთილდღეობა გაუმჯობესდა ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 21%-ია, ხოლო ვისიც გაუარესდა, ან მნიშვნელოვნად გაუარესდა 40.4%.
დანარჩენი თავად განსაჯეთ.
ვაჟა ბერიძე
"ბ&ფ"-ს სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარესოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი IPL;
გაზეთ "ბანკები და ფინანსების" სოციოლოგიური ჯგუფი
- გამოკითხვა ჩატარდა თბილისში, 2010 წლის 23-25 ოქტომბერს
- გამოიკითხა 530 რეპოდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით I ხვალ რომ პარლამენტის არჩევნების დღე იყოს, რომელ პარტიას (გაერთიანებას, მოძრაობას) მისცემდით ხმას?
(პარტიები, გაერთიანებები, მოძრაობები სიაში მოცემული იყო სახელის პირველი სიტყვის ანბანური რიგით. რესპოდენტებს უნდა შემოეხაზათ ერთი რომელიმე პარტიის (გაერთიანების, მოძრაობის) რიგითი ნომერი)
II რომელ პოლიტიკოსს ენდობით ყველაზე მეტად?
რესპოდენტებს უნდა შემოეხაზათ მათთვის ყველაზე სანდო ერთი რომელიმე პოლიტიკოსის რიგითი ნომერი. (პოლიტიკოსები სიაში მოცემულნი იყვნენ გვარის ანბანური რიგის მიხედვით)
პუნქტში - "სხვა" რესპოდენტებმა ჩაწერეს:
ვანო მერაბიშვილი 6 რესპოდენტი (1.1%); მაგდა ანიკაშვილი 1 რესპოდენტი (0.2%);
ლევან ბერძენიშვილი 1 რესპოდენტი (0.2%); ვაჟა ლორთქიფანიძე 1 რესპოდენტი (0.2%); ნიკო ლეკიშვილი 1 რესპოდენტი (0.2%);III იწონებთ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც 2013 წელს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი იქნება პრემიერ-მინისტრი?
IV. მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას?
V. მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკას?
(პოლიტიკური კურსი, ეკონომიკური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა)
VI. როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის მუშაობას?
VII. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში ჩატარებული ბოლო სამი არჩევნები (საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის) ჩატარდა სამართლიანად და ობიექტურად?
VIII როგორ ფიქრობთ, ქართული საზოგადოება და სახელმწიფო არის?
(რესპოდენტებს უნდა შემოეხაზათ ერთი რომელიმე ვარიანტი)
IX თქვენი და თქვენი ოჯახის ფინანსური და მატერიალური კეთილდღეობა 2003 წლიდან 2010 წლამდე?
(რესპოდენტებს უნდა შემოეხაზათ ერთი რომელიმე ვარიანტი)