ინტერვიუ გერმანელ ადვოკატთან ერიკ იოსტერთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ინტერვიუ გერმანელ ადვოკატთან ერიკ იოსტერთან
ნანახია: 533

ერიკ იოსტერი - თუკი ჟურნალისტს და ადვოკატს საკუთარი აზრის გამოთქმის შიში აქვს, ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს

ინტერვიუ გერმანელ ადვოკატთან ერიკ იოსტერთნ


საქართველოში გერმანიის ბრემენის ადვოკატთა კოლეგიის დელეგაციამ აღმასრულებელი საბჭოს წევრ ერიკ იოსტერის ხელმზრვანელობით ორკვირიანი ვიზიტი დაასრულა. გერმანელი ადვოკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან ერთად, გლდანის #8 საპყრობილეში იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას სწავლობდნენ. ამასთან, გერმანელი ადვოკატები შეხვდნენ საპყრობილის ეზოში დასაცავ პირებთან შეხვედრაზე მომლოდინე ქართველ ადვოკატებს. ასეთ დაბრკოლებებს ადვოკატები აწყდებიან თითქმის ყოველდღე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. აღნიშნული ფაქტები წარმოადგენს ადვოკატთა უფლებების უხეშ დარღვევას. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, თუ ადვოკატი ახერხებს და შედის თავისი დაცვის ქვეს მყოფ საპატიმრო დაწესებულებებში, იწყება ადვოკატის დამცირების ახალი ეტაპი. ადვოკატს ჩხრეკენ, ახალგაზრდა გოგონებს აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, თითქოსდა სიხეებში ნარკოტიკის შეტანის მოტივიტ გაჩხრეკისას.
ერიკ იოსტერმა ქართულ პენიტენციარულ სისტემაშია რსებულ ვიტარებას კრიტიკული უწოდა. "ბ&ფ"-მა გერმანელ ადვოკატს შეფასება სთხოვა.
- თბილსიის ციხეებში ყოფნის დროს საშინელი ფაქტები ვნახე და შემდგომ მოვისმინე კიდეც. შეამშფოთებელია ის, რომ ბოლო წლებში საქართველოს ადვოკატების პროცენტულად დიდი მაჩვენებელი დაკავებულები არიან. უცხოეთში აუცილებლად დასვამდნენ კითხვას, თუ რატომ არიან დაკავებულები ადვოკატები? ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ მათი დაკავება მართლაც კრიმინიალურ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული.
პირველი, რა განცდაც ჩნდება, ისაა, რომ არსებობს თუ არა ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება. სასჯელაღსრულების #8 საპყრობილეში გამეფებულია ისეთი მდგომარეობა, როცა ადვოკატები დგანან და ელოდებიან თავიანთ კლიენტებთან შეხვედრას. ასეთი რამ ევროპაში არ ხდება. ეს უფლება არ უნდა იყოს შეზღუდული. მე ვნახე, როგორ იმყოფებოდა 100-ზე მეტი ადვოკატი აღნიშნული დაწესებულების წინ და ელოდებოდნენ მონაცვლეობით რიგს, თანაც გარკვეული არც ის იყო, მოახერხებდნენ თუ არა ისინი თავიანთ დასაცავ ადამიანებთან შეხვედრას.
საქართველომ უკვე მოახდინა რატიფიცირება იმ ხელშეკრულებისა, რომელიც გაერო-სა და ევროპაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება და მათ შორის იცავს ადვოკატთა უფლებებს. დაპატიმრებული პირებიც ხომ ადამიანები არიან? არ ვარ დარწმუნებული, რომ ციხეებში ამ ადამიანის უფლებები გარანტირებულია, რადგანაც გავიგე, რომ ამ ციხეში 6000 ათასზე მეტი პატიმარია. ერთ საკანში იმყოფება 5-ზე მეტი პატიმარი. ევროპული სტანდარტებით კი ყოველ პატიმარზე რვა კვადრატული მეტრი მაინც უნდა იყოს გამოყოფილი. საქართველოში, ეს უფლება დარღვეულია თუნდაც იმით, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში, უკვე 6000 ათასზე მეტი პატიმარია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, როგორც გალიებში, ისე არიან მოთავსებულები. გერმანული, ევროპული და საერთაშორისო კანონმდებლობებით, ადამიანები პატიმრობაში რომ არიან, არ ნიშნავს, ისინი ჩაკეტილები და წამების მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მაქვს დიდი ეჭვი, რომ საპატიმროებში პატიმრების არავითარი დასაქმება არ ხდება. ეს უფლებაც ადამიანის უფლების კატეგორიას განეკუთვნება. კარგი იქნებოდა, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს შესაძლებლობა მოახერხოს ციხეების დათვალიერება. თუ მათ არაფერი აქვთ დასამალი, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს, რომ ადვოკატებს მიეცეთ შესაძლებლობა საკნებში არსებულ მდგომარეობას გაეცნონ. ესეც ევროპულ სტანდარტის კატეგორიაა, რომ არსებობდეს ნდობა. შემაშფოთებელია გარემოებაც, რომ ადამიანებისთვის მისჯილი სასჯელი დანაშაულის არაპროპორციულია. ციხეები არის გადატვირთული. ეს ძალიან ცუდია. მაგალითად, ვირთხები ითვლებიან, რომ არც თუ ისე საშიში ცხოველებია, მაგრამ თუ მათ ვიწრო გალიაში მოვათავსებთ, ერთმანეთს დაჭამენ. პატიმრებთან დაკავშირებითაც ასეთი მიდგომებია გამოკვეთილი. ეს არ უნდა დავუშვათ.
- თქვენ მიუთითებთ, რომ საქართველოში არ არსებობს ევროპული კანონმდებლობით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები. სად ხედავს გამოსავალს?
- საქართველოში ნანახის შემდგომ დასკვნა კიდევ მომზადდება. ამიტომაც შესაბამისად, დღეს შეფასებებში ძალიან ფრთხილი ვიქნები. მე სულ უფრო მიჩნდება ეჭვი საქართველოს სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის შესახებ. მაქვს შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ადვოკატთა კორპუსი თავისუფალი არ არის და ადვოკატებს აქვთ შიში, რომ მათ რამენაირ მოქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება. ეს ყოვლად დაუშვებელია. დემოკრატია მხოლოდ იმ ქვეყნებში შეიძლება არსებობდეს, სადაც ადვოკატები თავისუფლები არიან და შეუძლიათ სახელმწიფო ძალადობის წინააღმდეგ თავდაცვა.
გერმანიის მაგალითზე, ქვეყანაში გვქონდა ისეთი ვითარება, როდესაც ადვოკატები არ იყვნენ თავისუფლები და თავიანთი აზრების გამო ისჯებოდნენ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს გერმანელი ადვოკატები სახელმწიფოსაგან მოქმედებებში მთლაინად თავისუფლები არიან. გერმანიაში ადვოკატად დაშვების საკითხი თავად ადვოკატებმა გადაწყვიტეს, ისევე, როგორც ადვოკატისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხიც. ამიტომაც, ეს გახდა ერთ-ერთი წინაპირობა, რომ გერმანიაში ადვოკატთა ინსტიტუტი დამოუკიდებელი გამხდარიყო. ამ საკითხებთან გერმანიის სასამართლოში მიმდინარე დავებშიც ადვოკატები არიან წარმოდგენილნი. გერმანელ ადვოკატებს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ ისინი დღეს სახელმწიფოსაგან სრულ ჩაურევლობას განიცდიან. საქართველოშიც ადვოკატთა კორპუსის წარმატება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც გერმანიაში ადვოკატთა ინსტიტუტის გაძლიერებისთვის განხორციელებულ ნაბიჯებს გაიმეორებს.
დემოკრატიულ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დაცვის საფუძვლად, ადვოკატების დამოუკიდებლობასთან ერთად, აუცილებელია დამოუკიდებელი მედიაც. სადაც პრესა თავისუფალია, იქ ადვოკატებიც თავისუფლები არიან. თუკი ჟურნალისტს და ადვოკატს საკუთარი აზრის გამოთქმის შიში აქვს, ქვეყანაში დემოკრატიას ხარვეზი აქვს. ჩემზე უკეთესად, ალბათ, თავად საქართველოს მოქალაქეებმა იციან, არის თუ არა ჟურნალისტი თუ ადვოკატი თავისუფალი. ამას გარე თვალიც არ სჭირდება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის დემოკრატიის საზომი.
- ხელისუფლება პრობლემებზე რეაგირებას მაშინ აკეთებს, როდესაც დასავლელი ექპერტების, ევროპული ავტორიტეტული ორგანიზაციების მითითებები არსებობს. დემოკრატიული ღირებულებები და სტანდარტები მათთვის, თავისთავად ცხადია, თუმცა მათ შეფასებებში ხელისუფლების საქებარი და მხარდამჭერი განცხადებები უფრო სჭარბობს. რამდენად მისაღებია ასეთი ორმაგი სტანდარტი, არის თუ არა პასუხისმგებელი აღნიშნული ორგანიზაციები თუ ექსპერტები საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე?
- ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. დღეს მე პოლიტიკოსი არ ვარ და ამიტომაც ჩემს შეფასებებში თავისუფალი ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკელები სხვადასხვა ქვეყანაში სამართლიანად არ იქცევიან. ბოლო წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მათ სხვადასხვა ქვეყნებში არასწორ ადამიანებთან დაკავშირებით დასვეს აქცენტები, რათა თავიანთი ინტერესები დაეცვათ. მათ არჩევანი ქვეყნის ძლირ ფიგურებზე გააკეთეს და არა სამართლიან ადამიანებზე. ვინც ერთხელ მაინც ნამყოფია ამერიკაში, ერთხელ მაინც წაუკითხავს ამერიკული გაზეთი, მასში ბეისბოლის შესახებ და სპორტული კლუბის შესახებ მასალას აუცილებლად ნახავს, ამერიკულ პოლიტიკაზე კი არაფერი იწერება, არაფერი იწერება საერთაშორისო პოლიტიკაზე. როდესაც ჩემი გერამნელი კოლეგები გაცვლითი პროგრამით ამერიკაში იმყოფებოდნენ, მათ კითხვა დაუსვეს, თუ რა მდგომარეობა იყო გერმანია-ჩინეთის საზრღვარზე, კერძოდ, გერმანელებს ჰქონდათ თუ არა კომპიუტერები და ტელევიზორები. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის წარმოდგენები და შეგრძნებები, რაც ამერიკელებს ევროპელების მიმართ გააჩნიათ?! ევროპული პოლიტიკის პრობლემა ის არის, რომ მათ სირთულეები აქვთ მოქმედებებში ერთიანი აზრით გამოვიდნენ. ამდენად, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ განვითარების გზას გადაუხვიოს. უნდა გაგრძელდეს მოქმედებები ქვეყნის პენიტენციალური სისტემის დახვეწისათვის.
- ევროპის წამების დაცვის კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვა საქართველოს ციხეებში პატიმრების არაადამიანური მდგომარეობის შესახებ, თუმცა სტუდენტებთან შეხვედრაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრმა განაცახდა, რომ ციხეებში განსასჯელების ოცხმოთ პროცენტზე მეტის პირობები კარგია. საქართველოში ყოფნის დროს, მიიღეთ თუ არა კონკრეტული ინფორმაცია პატიმრების არაადამიანური მოპყრობის შესახებ, გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატიმრებს სცემენ იმის გამო, რომ ევროსასამართლოებიდან გაგზავნილი სარჩელები გამოითხოვონ?
- პატიმრების პირდაპირი წამების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია. ვიცი, რომ გამოძიების დროს ბრალდებულებს ბრალის აღიარება ძალადობის ქვეშ უწევთ. თავისთავად, წამებაა მდგომარეობა, როდესაც სრულიად არაპროპორციულ სასჯელს უსჯიან. როცა ასეთი ვითარებაა, ევროპული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თავად პატიმრებს შორის ძალადობა მატულობს. მზად ვარ, საქართველოში ხელმეორედ ჩამოვიდე ჩემივე ხარჯით და ციხეებში ისევ შევიდე, რათა ჩემი ვარაუდები ან დადასტურდეს ან გაქარვდეს. როდესაც ციხეებში პატიმრები დასაქმების გარეშეა, ეს უკვე სკანდალია. როდესაც მსგავსი პრობლემა გერმანიაში დადგა, ფედერაციის სასამართლოს წინაშე მოხსენებით წარვსდექი და ხელფასების მომატება მოხდა.
- საქართველოში ყოფნის დროს, ალბათ, მოგეწოდათ ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას რამდენიმე ადვოკატები ჰყავს დაკავებული. ჩვენს ქვეყანაში ნანახ ფაქტებს მიეცემა თუ არა ხელისუფლებისადმი რეკომენდაციის სახე.
- ორი რამე უნდა მოხდეს – ყველა ის შემთხვევა სადაც დაკავებულ ადვოკატებზეა საუბარი, ევროსასამართლოს უნდა გაეგზავნოს და ასევე, რეაგირებსიათვის მიეწოდოს საერთაშორისო საადვოკატო ორგანზიაციებს. ასეთი ორგანიზაციების პირდაპირი მოვა;ეობაა იბრძოლონ ადვოკატთა უფლებებისათვის.
საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის უცხოელი ორგანიზაციებისგან ძალიან დიდი ფული შემოდის. როდესაც კონკრეტული ქვეყნის მაგალითია, ადამიანი ფიქრობს, ასეთი დახმარება უნდა გაგრძელდეს თუ არა. მხარდაჭერა უნდა იყოს იმ წარმატებებზე, რომელიც რეალურია. ასეთი სანქციები ეფექტურია. მეზობელი ქვეყნის, თურქეთის მაგალითი საამისოდ საუკეთესო ვარიანტია. სანქციებზე ამიტომაცაა საფიქრელი.
- ქართულ საზოგადოებაში არის განწყობა, რომ ვიღაცამ, საქართველოს საზვარგარეთ, ჩათვალა, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს სოციალურად კეთილდღეობაზე ორიენტირებული, მაგრამ დემოკრატიის გარეშე. საქართველო კავკასიის რეგიონში ისეთი არადემოკრატიული რეჟიმების პირობებში არსებობს, როგორიცაა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში. საერთაშორისო შეფასებებით, აღნიშნულ ქვეყნებში სამართლებრივ სახელმწიდფომდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. სხვა თემაა თურქეთი. რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება. რა შანსი აქვს საქართველოს იყოს დემოკრატიული?
- მინდა მაგალითები მოვიტანო. დასავლეთმა ვიეტნამში მხარდაჭერა გამოუცახდა დიქტატორს და ყურადღება არ მიაქცია დემოკრატიის განვითარებას. ასეთი დამოკიდებულება ვიეტნამისადმი იქამდე იყო, ვიდრე ყველაფერი არ დაინგრა. სხვა მაგალითია სადამ ჰუსეინის რეჟიმი ერაყში, სადაც წლების მანძილზე ამერიკელები მას ირანის წინააღმდეგ მხარს უჭერდნენ. შიშით ველდოებით, თუ რა მოხდება ახლა პაკისტანში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქართველოში ამერიკელები დიდძალ ფულს იმიტომ დებენ, რომ ეს ქვეყანა ერთგვარ დამცავ ფარად წარმოადგინონ ისლამის წინააღმდეგ. კარგი იქნებოდა, ქვეყნებში დემოკრატია დაგვეცვა და არა ძალის პოლიტიკა. ასევე, ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ, რა მოხდება საუდის არაბეთში. ამჟამად, საუდის არაბეთში იცავენ მეფეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის ტერორისტები ამ ქვეყნებიდან არიან. გროვდება დაუჯერებელი, ფეთქებადი პოტენციალი. საუბარი ზედმეტია აფრიკის სახელმწიფოებზე, სადაც დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ ძალაუფლებაში მყოფ ადამიანებს და არა სამართლიანობას, სადაც სამოქალაქო მოსახლეობაში უზარამზარი სისხლი დაღვარა. ალბათ, იცით, რომ ამერიკის პრეზიდენტი ბუში უმცროსი პრეზიდენტობამდე არც ერთ უცხო ქვეყანაში არ იყო ნამყოფი. ამიტომაც, რა შეიძლება სხვა მოლოდინი ყოფილიყო ასეთი ადამიანისაგან.
- გმადლობთ!

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48