რას ერჩის აფბას ჟურნალისტი რუსიკო მუმლაძე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რას ერჩის აფბას ჟურნალისტი რუსიკო მუმლაძე
ნანახია: 718

აფბამ ("ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია") სასტუმრო "ძველი მეტეხის" საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა, სადაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სააკაშვილის წინადადებას საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნისა და ერთიანი სამხრეთკავკასიური ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების თაობაზე. თავად მიხეილ სააკაშვილს პრობლემის ამ ასპექტზე არ უსაუბრია. სამხრეთკავკასიური ერთიანი ეკონომიკური სივრცე არც ახალგაზრდა ფინანსისტების გამონაგონია და არც რუსების შემოგდებული იდეა. ბოლო 20 წელია, ბევრი ევროპელი და ამერიკელი ექსპერტი ამ იდეის თაობაზე საუბრობს და მის შექმნას რეგიონის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს. ამ იდეას მხარს უჭერენ ახალგაზრდა ფინანსისტებიც. – თუმცა კარგად აქვთ გააზრებული, რომ ეს იოლი არ იქნება და სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაც არის აუცილებელი. ბრიფინგზე გავრცელებულ პრეს-რელიზში მკაფიოდა არის ჩამოყალიბებული ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გაუთვალისწინებლობამ კონფედერაცია შესაძლოა ანექსიად აქციოს და მიუღებელი გახადოს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის.
ახლა, მე თქვენ გეკითხებით, რატომ მახსენდება ოლღა ბებია, ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოებიდან. სად ნახა "მაგ შეჩვენებულმა", ქალბატონ მუმლაძეს ვგულისხმობ, აფბას პოზიციაში "სააკაშვილისეული იდეის" გავრცობა და ჩვენი გულუბრყვილო ლუღლუღი, რომ გვწამს, მსწრაფლ ყველა ჩვენ შემოგვიერთდება და ჰიმალაიდან ბრიტანეთამდე "ქართველური მოდგმის პრეისტორიული დიდება აღდგება".
თუმცა, "მიგიხვდი მოხევევ" რა ნესტარითაც ხარ ნაჩხვლეტი!
ქალბატონო მუმლაძე, ვინც თქვენ დაგაკვალიანათ და ახლა ბოროტად ხითხითებს, ამაოდ დაშვრა, რადგან სიმართლე არ არის მის მხარეზე, ის ცდება.
ახლა, მივყვეთ ჩემი და ჩვენი ასოციაციის განმაქიქებელი წერილი "სიბრძნეს სიცრუისა". მე როგორი ეკონომისტი ვარ, ჟურნალისტი და არასამთავრობოს მენეჯერი, ეს იმათ განსაჯონ, ვინც ქალბატონ მუმლაძისგან განსხვავებით იცნობს აფბას და ჩემს საქმიანობას. მე და ჩემი მეგობრები მადლიერნი ვართ ჟურნალისტების, რომლებიც ასოციაციის აქციებს სისტემატურად აშუქებენ. თავად ქალბატონ მუმლაძესაც, თავი რომ შეეწუხებინა და presa.ge-ს არქივიდან მოეძია შესაბამისი მასალები, დარწმუნდებოდა, მხოლოდ მიმდინარე წელს, ჩვენი ასოციაციის მიერ განხორციელებული რეზონანსული და ხაზს ვუსვამ, თვითდაფინანსებული ანუ ფაქტობრივად სათანადოდ დაუფინანსებელი პროექტების სიმრავლესა და მნიშვნელობაში. მაგრამ ადამიანს რისი გაგებაც არ უნდა, იმას არც გაიგებს.
მაშინ, გავაგებინოთ, მასაც და საზოგადოებასაც, რადგან ქალბატონმა მუმლაძემ ფაქტობრივად შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, განათავსა რა ავტორიტეტულ ვებ-გვერდზე, presa.ge-ზე, ტენდენციური და დეზინფორმაციული ხასიათის მასალა, რომელიც შეიცავს აფბასა და მისი პრეზიდენტის პატივისა და ღირსების შემლახველ გამონათქვამებს, ცინიკურ და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ დამცინავ ფრაზებს.
მე კარგი მკითხველი ვარ, კარგად მახსოვს ამ ქალბატონის წერილები. თითქოს ის კომპეტენტური იყო, პრინციპულიც, სიმართლის მოყვარულიც. საოცარია, ასეთი კომპეტენტური ჟურნალისტისგან, ასეთი უსუსური, უსაფუძვლო მსჯელობაზე აგებული და დაკვეთილის მსგავსი ტექსტის შეთხზვა. განცვიფრებული ვარ.
ტრივიალური და ბანალური პოლიტოლოგიური რემინესცენციების შემდეგ, ქალბატონი მუმლაძე ასკვნის: "კონფედერაციის ბურუსით მოცული და რთული თემა. . . მარტივად და ადვილად განსახორციელებელი ყოფილა "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისთვის".
ქალბატონო რუსიკო, რატომ ტყუით, რატომ ცრუობთ, წერა-კითხვა მაინც ხომ იცით? აი, რა არის ნათქვამი ბრიფინგზე გავრცელებულ პრეს-რელიზში: "ახალგაზრდა ფინანსისტები მიუთითებენ რიგ გარემოებებზე, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შეიძლება ეს მართებული იდეა ქართველების ეროვნული ინტერესებისათვის მიუღებლად აქციოს", - გასაგებია, ქალბატონო რუსიკო? მიუღებლადო. ახლა თქვენთვის და თქვენს მიერ შეცდომაში შეყვანილი presa.ge-ს მომხმარებლისთვის, იმ ძალიან სერიოზული მომენტების შესახებ, რომელთა გათვალისწინება და გადაწყვეტა აუცილებელია, ვიდრე კონფედერაცია შეიქმნებოდეს, მაინც მოგაწვდით ამ ჩამონათვალს, მიუხედავად იმისა, რომ "ყრუებისთვის ორჯერ არ რეკავენ". არც იმათთვის გავირჯები, ვითომ რომ აბიაბრუებს კონფედერაციის იდეას, თითქოს არ არსებობდეს ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების მოსაზრებები და რჩევები, რეალური ისტორია – ამიერკავკასიის სეიმი და ა.შ.
"- ცივილიზებული, ყველა მხარისთვის სასარგებლო და მისაღები გაერთიანება სამხრეთ კავკასიაში შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონფედერაციის სუბიექტ ქვეყნებში იქნება დემოკრატიის ერთიანი, მაღალი სტანდარტი, დაცული იქნება ადამიანის უფლებები, სიტყვის, პრესის, გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა, მეწარმეობის თავისუფლება და კონკურენტული გარემო. სადღეისოდ, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში შეინიშნება მეტ ნაკლებად გამოხატული ავტორიტარიზმის ნიშნები, რაც უახლოეს მომავალში ასეთი ერთობის შექმნას არარეალურს ხდის; (ქალბატონო რუსიკო, თქვენ ეს წაიკითხეთ? არარეალურსო, გაიგეთ?!).
- სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კანონმდებლობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი ჰარმონიზებისთვის სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. უწინარეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიის ერთიან ეკონომიკურ სივრცედ გადასაქცევად, რაც მას მიმზიდველს გახდის სამხრეთ კავკასიის თვითგამოცხადებული (მეტწილად თვითაღიარებული) წარმონაქმნებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის;
- საკმაოდ რთული იქნება კონფედერაციისთვის ავტონომიების (ამჟამად თვითგამოცხადებული ტერიტორიების) შეერთების საკითხი, აუცილებელია დაფიქსირდეს, რომ კონფედერაციას ისინი შეუერთდებიან როგორც მისი ძირითადი სუბიექტების ნაწილი და არა როგორც სუვერენული პოლიტიკური ერთეულები;
- საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნა გახდება სერიოზული წინ-გადადგმული ნაბიჯი ჩვენი უცვლელი სტრატეგიული მიზნის - ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ევროკავშირში გაერთიანების გზაზე. ამიტომ, ეს კონფედერაცია უნდა აიგოს ევროკავშირის პრინციპებისა და სტანდარტების მიხედვით და არა ჰონკონგ-სინგაპურის თარგზე. განსაკუთრებით, დემოკრატიის ხარისხის, ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების, ეკონომიკური კარგახსნილობის დონის და ანტიმონოპოლიური რეგულირების თვალსაზრისით;
- როგორც ევროკავშირში ქვეყნების გაერთიანების გამოცდილებამ და საერთო ევროპული კონსტიტუციის მიღების პროცესმა დაგვანახა, ავტორიტეტული ლიდერებისა და თუნდაც პარლამენტების ნება არ არის საკმარისი ქვეყნების ისეთ გაერთიანებებში შესასვლელად, რომლებიც გარკვეულწილად ზღუდავენ მისი მონაწილე სუბიექტების სუვერენიტეტს. საქართველო - აზერბაიჯანის კონფედერაციის შემთხვევაშიც სავარაუდოა, რომ ეს იქნება საგარეო პოლიტიკა, ერთიანი ვალუტა, ერთიანი საფინანსო პოლიტიკა, შეიარაღებული ძალები, ომისა და ზავის საკითხები. შესაძლოა, მხარეთა შეთანხმებით ამ სფეროების ჩამონათვალი შემცირდეს. მაგრამ როგორც არ უნდა ჩამოყალიბდეს საერთო კომპეტენციის ფარგლები, ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, აუცილებელია ასეთ კონფედერაციაში საქართველოს გაერთიანების საკითხზე ჩატარდეს საერთო სახალხო გამოკითხვა - პლებისციტი ან რეფერენდუმი. ეს რეალურ სიმყარეს შესძენს მომავალ კონფედერაციას. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირში გასაერთიანებლად ან ევროპის ახალი კონსტიტუციის მისაღებად ევროპის ბევრმა ქვეყანამ სწორედ ასეთი გზა აირჩია. მით უფრო მისასალმებელი იქნებოდა ასეთი რეფერენდუმების ჩატარება საქართველოსა და აზერბაიჯანში, სადაც არჩევნებისა და რეფერენდუმების მიმართ, საარჩევნო გარემოს მიმართ ბევრი ეჭვი არსებობს და ბევრი საყვედური გამოითქმება ხოლმე".
ქ-ნი მუმლაძე კი ბრძანებს, აფბას ეს ამბავი იოლი ჰგონიაო?! ესაა იოლად გასაკეთებელი, რაც ჩვენ ამ პუნქტებში ჩამოვთვალეთ?
"პატარა ბიზნესმენებმა" ამ კონფედერაციაში სომხეთიც გააერთიანეს და ყარაბაღის პრობლემაც ადვილად "მოაგვარეს". დაგვცინის ქლბატონი რუსიკო. დიახ, ჩვენ სომხეთის გარეშე და სომხეთის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე კონფედერაციაზე საუბარი პოლიტიკურ თამაშად მიგვაჩნია. ამიტომ, წამოვწიეთ წინა პლანზე ჯერ სამხრეთ კავკასიის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის საკითხი, რაც ამ ეტაპზე, ბუნებრივია, უაღრესად პრობლემატური იქნება. მაგრამ რაო, რაო? "პატარა ბიზნესმენებმაო". "პატარა ჟურნალისტებისგან", ხომ არ გვესმის. დიახ, მე ასაკით, არ ვარ თქვენზე უფროსი, მაგრამ თქვენი ასაკის, რომ ვიქნები, შესაძლოა, უკვე არა "პატარა", არამედ დიდი ბიზნესმენი ვიყო. თქვენ კი დიდმა ჟურნალისტმა იქნებ დიდ ბიზნესმენებზე უფრო მეტად წეროთ, თუნდაც, კერძოდ იმაზე, როგორ იბრძოდა "კავკაზუს ონლაინის" მეპატრონე მამია სანადირაძე თავისი ბიზნესის შესანარჩუნებლად წლების განმავლობაში და ვინ არის ეხლა ის "დიდი ბიზნესმენი", ვინც დაეუფლა "კავკაზუს ონლაინს". ეს ხომ ის "კავკაზუს ონლაინია", რომელიც presa.ge-ს დამფუძნებელი და მეპატრონეა. იქნებ თქვენ გგონიათ, რომ საზოგადოებამ ვერ შენიშნა, ამ ცნობილ და პოპულარულ საიტზე საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილება, რის გამოც ახალი ამბების, მოვლენების და ანალიტიკური მასალების ერთობლიობა ზოგჯერ ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო პროგრამას მოგვაგონებს. ჯერ-ჯერობით თუ კიდევ მრავლადაა საიტზე ობიექტური მასალები და მაღალი დონის ანალიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ საიტმა პოპულარობა არ დაკარგოს. სხვაგვარადაა საქმე? ღმერთმა ქნას!
სხვა "დიდ ბიზნესმენებსაც" იქნებ მიხედოთ. როდესაც მე და ჩემი მეგობრები, მთელი წლის განმავლობაში სამ უძლიერეს კლანს ვამხელდით, რომლებიც თქვენი და ჩემი ჯიბეებიდან ამოღებული ფულის ხარჯზე მდიდრდება და ფაქტობრივად, სახელისუფლებო ბიზნესებს წარმოადგენენ, რაღაც თქვენი პრინციპული პოზიცია ბოლო წლების განმავლობაში არ მახსოვს. სხვათა შორის, ჩვენ განვახორციელეთ პროექტი მობილური კავშირგაბმულობის ტარიფებზე, 14 წლის განმავლობაში, რომ არ შეცვლილა და 28,8 თეთრია დღესაც, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ, 30%-ით შემცირდა მობილურით სარგებლობის წუთობრივი ღირებულება, ჩვენ ვამხილეთ, ჩვენ აფბამ ნავთობპროდუქტების იმპორტიორები, ფასებს მსოფლიო ბაზრის საფასო კონიუნქტურისგან აბსოლუტურად მოწყვეტით რომ აწესებენ, ესეც ჩვენ გამოვიკვლიეთ და საზოგადოებას ვამცნეთ. ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი კომპანიებიც ზემოგებაზე რომ მუშაობდნენ და სულს ხდიდნენ გაჭირვებულ ქართველობას, ესეც ჩვენი სხვა პროექტის ფარგლებში გამოვიკვლიეთ და ვაიძულეთ ისინი ფასებიც შეემცირებინათ და იაფფასიანი წამლების გასაყიდად ვითომ შვილობილი კომპანიები შეექმნათ, სადაც წამლები შედარებით იაფად იყიდება. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
სხვათა შორის, ჩვენს საქმიანობას presa.ge-ც აშუქებდა და ამის თაობაზე მასალები იქაც შეგიძლიათ მოიძიოთ. ისე როგორც ტელევიზიების არქივებში, ვებ-გვერდების არქივებში და ბეჭდვით მედიაში.
თუ თქვენ ამის შესახებ არაფერი იცით, გამოდის, რომ არაკომპეტენტური ბრძანდებით და არაკომპეტენტური ადამიანისგან აბსურდული მოსაზრებების და შეურაცხმყოფელი, ირონიულ-ცინიკური აზრების მიღებას და მოთმენას ნამდვილად არ ვაპირებ. უბრალოდ ქალბატონი ბრძანდებით და უფრო რადიკალურ ფრაზებს, რასაც უდაოდ იმსახურებთ, არ გაკადრებთ.
რუსული ანდაზები გყვარებიათ. სააკაშვილი არ გიყვართ, ეტყობა, ალასანიას ან "გრეჩიხების" მოკავშირე ბრძანდებით. ძალიან კარგი. ხელისუფლებამ რა სიკეთეც მოუტანა ქვეყანას, სახეზეა, თუმცა ოპოზიციის ავან-ჩავანიც კარგად დაინახა ქართულმა საზოგადოებამ. რაც შეეხება რუსულ ანდაზებს, იმათგან სათქვენოდ ერთს შევარჩევ: "Про тъму таракан, поймёт Тмутаракан". რაც არ იცით, იმაზე რატომ წერთ და რატომ ლაპარაკობთ? რა დსთ, რის დსთ, ლამის სინგაპურ-ჩინეთ-ინდოეთის ალიანსში შეგვათრიოს სააკაშვილი-ალასანიას ტანდემმა. დიახ, დიახ ტანდემმა და დროა, ეს თქვენ და თქვენმა მეგობრებმა კარგად გააცნობიეროთ. იქნებ მივეშველოთ, მივეხმაროთ მათ, გავაკრიტიკოთ, ხანაც შევაქოთ და იქნებ გადავრჩეთ ერთად.
რა სასაცილო რამეს ბრძანებთ, ქალბატონო რუსიკო, ახალი ასოციაციაო? ინტერნეტში, ხომ შეგიძლიათ მუშაობა, მერე, შედით აფბას ვებ-გვერდზე და ნახეთ ახალია, თუ ძველი. ჩვენ რომ საინფორმაციო სივრცეში იმაზე მეტად არ ვართ წარმოდგენილი, ვიდრე ვართ, ეს დაუფინანსებელი პროექტების შედეგია. აფბას ძალიან ცოტა დაფინანსებული პროექტი ჰქონია თავისი ისტორიის მანძილზე. ჩვენ არც შევარდნაძის დროს და არც სააკაშვილის ეპოქაში ფავორიტი არასამთავრობოების რიგებში არ შევდიოდით და არ შევდივართ. როგორც, თქვენ რომ კარგად იცობთ, ის არასამთავრობოები. ჩვენი ასოციაცია 1994 წელს დაფუძნდა და დღემდე ხუთი თაობა მოვიდა და წავიდა ამ ასოციაციაში. როგორც ვიცი, ჩემამდე, ორჯერ, ოფისისა და ფინანსური პრობლემების გამო, 2-3 წლიანი პაუზაც ჰქონდა, მაგრამ მის ლიდერებს ყოველთვის იმაზე კარგად იცნობდნენ, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მინისტრების უმეტესობას. ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე იყო, შემდგომში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელი, პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, დღეს ბიზნესმენთა ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. მეორე პრეზიდენტი არმაზ თავაძე გახლდათ, ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი უფროსი, სადაზღვეო კომპანია "ირაოს" ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამჟამად "რადიო კომერსანტის" და ვებ-გვერდ "კომერსანტ. გე"-ს მეპატრონე. მესამე პრეზიდენტი - ტარიელ გიორგაძე - ამჟამად კომპანია "08"-ის დირექტორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი ასოციაციის ყოფილი წევრები მუშაობენ სახელისუფლებო სტრუქტურებში, კომპანიებში, ბანკებში, არიან ეკონომიკური ექსპერტები. სხვათა შორის, აფბას პირველი თაობის დროინდელი წევრი იყო, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც.
რა ვქნათ, ეს ყველაფერი თქვენ ასეთმა კომპეტენტურმა ჟურნალისტმა თუ არ იცით? არ იცით, ვითომ?
მაგრამ წერილის ბოლოს თქვენ ისე გაუტიეთ, რომ თქვენთან საუბარი შეუძლებელი იქნება: "დსთ"-მ დადებითი შედეგი არ მოგვიტანაო, - დაიჩივლა ჯანიაშვილმა. დსთ-ს თუ არა, ახალგაზრდა ფინანსისტების ინიცირებული კონფედერაცია შეგვიძლია, იმ საბჭოთა კავშირს შევადაროთ, რომელიც ერთხელ უკვე დაინგრა და რომლის აღდგენაზეც ისევ ოცნებობენ პუტინის რუსეთში". რაიო, რაიო? ჩვენი ინიცირებული არა, იხვის ტოლმა. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, თქვენ დაიბენით ბრინჯივით და უნიადაგო სისულელეების როშვას მოყევით.
და ბოლოს, თქვენი სისულელის აპოთეოზი - დაგვიწყნიათ კითხვის დასმა: "რა იყო ამ პრესკონფერენციის მიზანი, პრეზიდენტ სააკაშვილს ან ვიღაცას შეემჩნია მათი აქტიურობა და მოესმინა ეს ყველაფერი, თუ მართლა სჯერათ, რომ სსრკ აღსდგება"?
სსრკ არა ავსტრო-უნგრეთის იმპერია ან არაბთა ხალიფატი. ისე, კი შემეპარა ეჭვი, რომ იმ არეალში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტად ნამუშევარი ქალბატონი ასეთ უაზრობას დაწერს, სსრკ კი არა მალე მონღოლებიც შემოგვესევიან, ლანგ თემურიც და საილხანოც აღდგება, საილხანოც, ან, თუ გნებავთ, დიაოხი, კოლხა და "დიდი სომხეთი".
აფბას მიაცნია, რომ რეგიონული თანამშრომლობა, პოლიტიკური და ეკონომიკურიც, გარდაუვალია და სიკეთეს მოუტანს ყველა რეგიონს, მათ შორის, კავკასიის, კერძოდ, სამხრეთ კავკასიის, გაწამებულს ეთნოკონფლიქტებით და ფეთქებადსაშიშს. ერთიანი ეკონომიკური სივრცე, ძნელად მისარწევი, მაგრამ რეგიონის ქვეყნებისტვის სასიკეთო პერსპექტივაა. ამ ჩვენს მრწამსს რამდენადმე მიესადაგა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა. ამიტომ გადავწყვიტეთ მხარი დაგვეჭირა და როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, ჩვენი მოსაზრებები დაგვეფიქსირებინა.
თქვენ კი იფანტაზიორეთ და ცინიკური რეპლიკები გვესროლეთ. თქვენ არ მოგწონთ სააკაშვილი, ის კი, თუ ტქვენნაირი წამყვანი ჟურნალისტები გვეყოლება ამ ქვეყანაში, წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც ვერ ერკვევიან საკითხებში და უსაფუძვლოდ შეურაცხყოფენ სხვებს, სააკაშვილი არა მარტო პრემიერ-მინისტრი გახდება 2013-ში, არამედ იმპორატორ ხიროხიტოს "მანტიასაც" კარგად მოირგებს თავის დროზე
რაც შეეხება პრესკონფერენციის მიზანს, ჩვენო ობიექტური და გონიერო ქალბატონო, დიახ, მე მინდოდა, რომ სააკაშვილსაც შევემჩნიეთ, ყველა ნაციონალსაც, თქვენს მეგობარ მოსყიდულ-მოქრთამულ ოპოზიციონერებსაც და ისიც დაგვენახებინა ქრთველებისთვის, რომ ზეზვასა და მზიას პერიოდიდან მაინც და მაინც შორს არ წავსულვართ.

მერაბ ჯანიაშვილი, აფბას პრეზიდენტი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48