რატომ არის ESM დასაქმების გარანტია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რატომ არის ESM დასაქმების გარანტია
ნანახია: 1490

ESM-ის მფლობელი "ცოდნის ფონდია", რომლის დამაარსებელი კახა ბენდუქიძეა. "თავისუფალი უნივერსიტეტის" იდეა სწორედ მას ეკუთვნის. ეს არის "ESM-თბილისი"-ის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტების გაერთიანება. ჩაფიქრებულია ე.წ. "კამპუსი"-ს, უმაღლესი სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება. კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ მზად არის სრულიად უსასყიდლოდ დიდი ინვესტიციები ჩადოს განათლებაში. საწყის თანხად 100 მილიონი დასახელდა და სავარაუდოდ, ის 5-6 წლის მანძილზე უნდა აშენდეს. ჯერჯერობით, ნუცუბიძის პლატოზე უზარმაზარი შენობა შენდება, სადაც "თავისუფალი უნივერსიტეტი" გადავა, მხოლოდ დროებით.
საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტს, ESM-თბილისს, საფუძველი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩაეყარა. 1989 წელს ის ცეკავშირმა და მთავრობამ ერთობლივი ძალებით დააარსეს. სამი წლის განმავლობაში ის, როგორც "თბილისის მენეჯერთა სკოლა", ფუნქციონირებდა. მისიას მაშინ არსებული კონტიგენტის გადამზადება წარმოადგენდა, თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან მათი მომზადება, საბაზო ცოდნა არ იყო დამაკმაყოფილებელი.
1992 წელს "თბილისის მენეჯერთა სკოლა" გადაკეთდა და მიიღო სახელწოდება "ევროპის უმაღლესი სკოლა მენეჯმენტში". აქ ახალი სპეციალისტების მომზადება ხდებოდა. ეს უმაღლესი სასწავლებელი იყო, სადაც ჯერ ბაკალავრიატი, ცოტა მოგვიანებით კი მაგისტრატურაც შეიქმნა.
გარდა ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამებისა "ESM-თბილისს" აქვს მოსამზადებელი, მოკლევადიანი სასერთიფიკატო და ბიზნესის საბაზო სასერთიფიკატო პროგრამები ბაკალავრიატებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ESM-თბილისი უკვე "თავისუფალი უნივერსიტეტის" ნაწილს შეადგენს, როგორც მისმა რექტორმა სვიმონ ქადაგიძემ, განაცხადა, მას თავისუფალ უნივერსიტეტთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, სადაც ნათლად წერია, რომ ESM-ი თავის მოგებას არავის უნაწილებს და "თავისუფალი უნივერსიტეტი" არ ჩაერევა მის ფინანსურ საქმიანობაში. შემოსავალი და მოგება სწავლის ხარისხისა და სტანდარტების გაუმჯობესებას მოხმარდება.
- ქართული რეალობისთვის თქვენს სასწავლებელში გადასახადი მაღალია, რით არის ეს განპირობებული?
- ESM -ში ჩაბარების შემდეგ თითოეულ სტუდენტთან იდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სასწავლებელს უფლება აქვს ყოველწლიურად მაქსიმუმ 20%-ით გაზარდოს გადასახადი, თუმცა ჯერჯერობით 20%-ით არასოდეს გაზრდილა, უმეტესად 10-15 %-ით იზრდებოდა. 2008-2009 სასწავლო წელს ბაკალავრიატის საფასური 6 900 ლარი იყო, მაგისტრატურის კი 6 300. რაც შეეხება 2009-2010 წელს, უნივერსიტეტი, მიმდინარე კრიზისის გამო, საფასურის მხოლოდ 4%-ით გაზრდას გეგმავს.

- ESM-ში სულ 421 სტუდენტია. სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით ეს ძალიან ცოტაა. ხომ არ აპირებთ რაოდენობის გაზრდას?
- იმისათვის, რომ კონტიგენტი გაიზარდოს აუცილებელია მაღალი დონის მასწავლებლების მოძებნა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი პედაგოგების მოძებნა, რომლებიც ჩვენს მოთხოვნებსა და სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, ძალიან რთულია. თანაც, რიცხვის გაზრდამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ხარისხს, რაც ჩვენთვის პრიორიტეტია.
ESM- ი უკვე 16 წელია არსებობს. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია მაღალანაზღაურებად სამსახურებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უნივერსიტეტი წარმატებულია.
- რაც შეეხება თქვენს გაერთიანებას "თავისუფალ უნივერსიტეტში" და ბენდუქიძის ინვესტიციებს განათლებაში, რამდენად მომგებიანი ბიზნესი იქნება ეს მისთვის?
- განათლება ეს ის ადგილი არ არის, სადაც დიდი ფული ტრიალებს, მათ შორის არც "ESM-თბილისია" გამონაკლისი. ჩემთვისაც საინტერესო იყო ეს და მეც გამიჩნდა იგივე კითხვა. ჩემთვის სარწმუნოა მისი განცხადება, რომ მას სურს დაეხმაროს ქართული განათლების სისტემას.
- საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში მასიური შემცირებები ხდება. როგორი მდგომარეობაა თქვენთან ამ მხრივ?
ჩვენთან სულ 82 მასწავლებელია დასაქმებული. შემცირებებს არ ვაპირებთ, არავითარ შემთხვევაში. თანაც, ისინი ჩვენთან ძალიან დიდი ხანია მუშაობენ. მომავალი წელი გვაშინებს. საქმე ისაა, ინფლაცია როგორი იქნება და ფულს იგივე ძალა ექნება თუ არა 2010 წელს. ჩვენ ხომ კრიზისის მხოლოდ დასაწყისში ვართ.
- რამდენად შეეხო კრიზისი ESM-თბილისს?
ძალიან მწვავედ. განსაკუთრებით კი ჩვენს მოკლევადიან კურსებს. შარშანდელთან შედარებით მივიღეთ დაახლოებით 90 000 ლარით ნაკლები. წინა წელს შემოსავალი იყო 280.000, ხოლო წელს 190.000 ლარი. რაც შეეხება უნივერსიტეტს, ბაკალავრიატზე შემოსავალი 200.000 ზე მეტია და ეს თანხა უცვლელი დარჩა.


ესაუბრა ირმა ზარნაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48