ფარაონების ცილინდრების საიდუმლო ამოხსნილია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ფარაონების ცილინდრების საიდუმლო ამოხსნილია
ნანახია: 818

მკურნალობის უძველესი ეგვიპტური ტრადიცია თანამედროვე მედიცინაშიც არის აპრობირებული

ფარაონების ცილინდრები, რომელიც ძველეგვიპტურ გამოსახულებებზე ქურუმებსა და წარჩინებულებს უჭირავთ ხელში, მრავალი წელია წარმოადგენს სპეციალისტების ინტერესის საგანს. ამ ცილინდრების შესახებ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
1976 წელს კავკასიაში რუსლან დობროვოლსკიმ და ვლადიმირ კოვტუნმა აღმოაჩინეს ძველი ეზოთერული ხელნაწერი, რომლის სახელწოდებაცაა "სიკვდილისა და სიცოცხლის საიდუმლო". ხელნაწერი მოიცავს ინფორმაციას მთვარისა და მზის ცილინდრების შესახებ, რომელიც თუთიისა და თაფლისგანაა დამზადებული. უცნობი ავტორის მტკიცებით, ცილინდრებს ძველეგვიპტელი ფარაონები და ქურუმები ჯანმრთელობის გასაკაჟებლად და ღმერთებთან კავშირის დამყარებისას იყენებდნენ. კოვტუნმა გამოკვლევების შემდეგ დაწერა სამეცნიერო-პოპულარული წიგნი სახელწოდებით "ფარაონების ცილინდრების საიდუმლო".
ფარაონის ცილინდრებს, რომელიც უძველესი რეცეპტის მიხედვითაა შექმნილი, წლების განმავლობაში იკვლევდა ფიზიკოსი ვლადიმირ კოვტუნი. კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ მედიკოსები, ფიზიკოსები, ეგვიპტოლოგები, ექტრასენსები და პარაფსიქოლოგები. კვლევის შედეგებმა განაცვიფრა მეცნიერები. აღმოჩნდა, რომ ამ ცილინდრებს ადამიანის ორგანიზმზე საკმაოდ ნაყოფიერი ზემოქმედების უნარი გააჩნია. კერძოდ, ის საკმაოდ კარგად და შედეგიანად მოქმედებს შემდეგ დაავადებებზე: გულსისხლძარღვთა სისტემისა და ნეიროტროფული დაავადებები, ჰიპერტონია, ასთმა, შარდსადინარი სისტემის დაავადებები, უძილობა, თავის ტკივილი. ცილინდრების გამოყენება ეფექტურია, აგრეთვე, სტრესის მოსახსნელად და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ამ ცილინდრების ერთ-ერთი საოცარი თვისება კი ის გახლავთ, რომ ისინი ორჯერ და უფრო მეტად აუმჯობესებენ ადამიანის ორგანიზმის ყველა ძირითადი სისტემის მუშაობას. ცილინდრები, რომელიც ძველეგვიპტელი მეცნიერების გენიითა შექმნილი, წარმოადგენს ფიზიოთერაპიულ მოწყობილობას და თითოეული ადამიანის თვითგანწყობილებაზე უნიკალურად ზემოქმედებს. მისი სასიცოცხლო თვისებები, რომელიც მოიცავს მეტალოთერაპიას, გალვანოთერაპიას და მაგნოტოთერაპიას, საშუალება მისცა ექიმ-ბიოენერგეტიკოსს, ტ.მეშკოვს, რომ შეემუშავებინა ცილინდრების ეფექტური გამოყენების მეთოდიკა. ცილინდრების გამოყენება ეფექტურია როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის. ცილინდრები ადამიანის ორგანიზმში ქმნიან ისეთ მდგომარეობას, რომ მას გაცილებით მარტივად შეუძლია გაუმკლავდეს თავის ტკივილს და სულიერ მდგომარეობას. მეშკოვის მიერ შემუშავებული ცილინდრებით მკურნალობის მეთოდი ადამიანს ელექტრონული ტექნიკის გამოსხივებისგანაც იცავს – კომპიუტერი, ტელევიზორი, მიკროტალღოვანი ღუმელი და ა.შ.
ფარაონის ცილინდრები დაპატენტებულია სავაჭრო მარკით "ფარაონის ცილინდრები" (ჩყლინდერს ოფ ტჰე Pჰარაოჰს). ის მსოფლიოს 20 ქვეყანაში მკლევარ ვლადიმირ კოვტუნის სახელზეა დარეგისტრირებული.
ფიზიკური თვისებები, რითაც სავსეა ცილინდრები, კოვტუნის დამსახურებაა, რომელიც მას დაპატენტებული აქვს. ცილინდრების დამზადების პროცესი მკაცრად კონტროლდება, დამზადების შემდეგ ის გადის შემოწმებას აპარატურაზე და თითოეულ მათგანს ენიჭება ხარისხის სერტიფიკატი. ცილინდრების კომპლექტის ფასი 260 ამერიკული დოლარია.
ცნობისათვის: ვლადიმირ პავლოვის ძე კოვტუნისთვის საქართველო და წარმატებული ქართული სამეცნიერო წრე უცხო არ არის. ფიზიკოსი, მხატვარი, მწერალი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერთანამშრომელი ვლადიმირ კოვტუნი 1948 წელს სომხეთში, კიროვაკანში დაიბადა, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე, აქვე დაამთავრა ასპირანტურა "თეორიული ფიზიკის" სპეციალობით. მისი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი თეორეტიკოს-ფიზიკოსები: აკადემიკოსები ვაგან მამასახლისოვი (მსუბუქი ატომის თეორიის ავტორი) და გივი ხუციშვილი (ცნობილი მეცნიერის ლანდაუს მოწაფე), აგრეთვე, პლაზმური ფიზიკის სფეროს ცნობილი სპეციალისტი ნოდარ ცინცაძე.
1989 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, სადაც იზოტოპების ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, არის 30 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი პლაზმურ ფიზიკასა და იზოტოპების დაყოფის სფეროში.
1989-2000 წლებში მუშაობდა სანკ-პეტერბურგში, ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ქალაქ პუშკინის უმაღლეს სამხედრო-საზღვაო საინჟინრო ინსტიტუტში ფიზიკის კათედრაზე პროფესორის თანამდებობა ეკავა.

ცოტა რამ ისტორიიდან

ფარაონის ცილინდრები დღეს არ გამოუგონიათ. ის საკმაოდ დიდი ხნის წინათ ძველი ტექნოლოგიების მიხედვით იქნა აღდგენილი და სრულიად საიდუმლოდ ინახებოდა. ცნობილია, რომ XIX საუკუნეში ისინი გამოიყენებოდა, როგორც დამხმარე საშუალება ნაკლებადცნობილი კავკასიური ეზოთერული ცოდნის სისტემის სრულყოფისთვის. ეგრეთწოდებულმა მასტერ-სისტემამ ცნობადობა გამოუცნობი პოლონელი კონტ ვალევსკის ხელნაწერის გამოცემის შემდეგ მოიპოვა. ეს ხელნაწერი, რომლის სათაურიც "კავკასიური იოგის სისტემაა", ამერიკაში 1955 წელს გამოიცა.
გამომცემლების ცნობით, ჯერ კიდევ 1920 წელს, ვალევსკიმ შეძლო რევოლუციის შემდგომი არეულ-დარეული რუსეთის გადალახვა და კავკასიაში ჩასვლა, სადაც მან საიდუმლო ეზოთერულ საზოგადოებაში კავკასიურ ეზოთერულ ცოდნას ეზიარა და დადო ფიცი, რომ ამ ცოდნის მიღების წყაროს არ დაასახელებდა. მოგვიანებით, ამერიკაში დაბრუნებულმა ვალევსკიმ, თავისი ცოდნა და შეხედულებები ხალნაწერში ჩამოაყალიბა, სახელწოდებით "კავკასიური იოგის სისტემა". ხელნაწერი ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.
ამ ხელნაწერში საუბარია ფარაონის ცილინდრების შესახებ, რომელიც, როგორც ავტორი ამბობს, ორგანიზმისთვის ენერგიის აღსადგენად გამოიყენებოდა. ძველეგვიპტურ გამოსახულებებზე ჩანს, თუ როგორ უჭერენ მთელი ძალით ხელს ფარაონები ცილინდრებს, რის შედეგადაც მთელი ენერგია თავისუფლდება ორგანიზმში და იგი გადადის უნიპოლარულ კვანძებსა და ზურგის ტვინის სითხეში. აღდგენილი ენერგია ასპროცენტიანია და მთელი 24 საათის განმავლობაში მოქმედებს.
როგორც აღინიშნა, ცილინდრი ორია, რომელთაგან ერთი მარჯვენა ხელში თავსდებოდა და მეორე მარცხენაში. ერთს მზის ძალა გააჩნია და მეორეს მთვარის. ეს უკანასკნელი კი კატალიზატორის როლს ასრულებს, რომელიც მზის ცილინდრის აქტივობას აძლიერებს.
ცილინდრების შესახებ უძველესი დროიდან ყოფილა ცნობილი, თუმცა მათი დამზადების საიდუმლო მხოლოდ რამდენიმე "დიდებულმა თავგადადებულმა" იცოდა. ცილინდრების შესახებ სრული ინფორმაცია თეორეტიკოს-ფიზიკოსის ვლადიმირ კოვტუნის მიერ მეცნიერული კვლევის შედეგად იქნა მოპოვებული.

ცილინდრების შემადგენლობა

ფარაონების ცილინდრები უძველესი ტექნოლოგიების მიხედვითაა დამზადებული. ერთი თუთიის შემადგენლობისაა, მეორე თაფლის, რომლებიც შეიცავენ მაგნიტსა და ნახშირს. ცილინდრების დასამზადებლად გამოყენებულია მაღალი ხარისხის სპეციალური შენადნობი. ყველა ეს კომპონენტი: თაფლი, თუთია, მაგნიტი და ნახშირი ოდითგანვე იყო გამოყენებული სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ონკოლოგიური ცენტრის ექიმმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ბლანკომ დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების შედეგად გააკეთა დასკვნა, რომ ცილინდრების მოქმედების შედეგად ორგანიზმში იქმნება ისეთი მდგომარეობა, როცა ორგანიზმი თვითონვე უმკლავდება დაავადებებს და პრობლემებს. ბლანკო მიიჩნევს, რომ ცილინდრები კარგია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად დაფრინავენ, მაგალითად პილოტები, აგრეთვე, სპორტსმენებისთვის, ტურისტებისთვის, შორეულ მარშრუტებზე მოძრავი მძღოლებისთვის.
ცილინდრების მოქმედების სარგებლიანობაზე გამოკვლევა თანამედროვე აპარატურის მიხედვით 1993 წლის აპრილსა და 1995 წლის დეკემბერში ჩატარდა. კვლევა ი. ი. ჯანელიძის სახელობის სასწრაფო სამედიცინო დხმარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმ-მეცნიერთა ჯგუფის მიერ იქნა ჩატარებული, რომელსაც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მ. ა. ნიკულინი ხელმძღვანელობდა. კვლევის რეზულტატებმა აჩვენა, რომ ფარაონის ცილინდრების გამოყენება იმ დაავადებების სამკურნალოდაა შესაძლებელი, რომელზედაც დასაწყისში გვქონდა საუბარი. აღსანიშნავია, რომ ფარაონის ცილინდრების გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებისა და პროცედურების პარალელურადაა შესაძლებელი.
ფარაონის ცილინდრების მოქმედების ვადა განუსაზღვრელია. მათი მხოლოდ ფრთხილად შენახვაა საჭირო. ათეული წლების შემდეგაც მათი გამოყენება მყიდველის შთამომავლებსაც ასევე წარმატებით და ეფექტურად შეუძლიათ.

მოამზადა ციცო კაიკაციშვილმა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48