ხელისუფლებამ ბარკალაიას წინასაარჩევნო მხარდაჭერა არ დაუფასა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ხელისუფლებამ ბარკალაიას წინასაარჩევნო მხარდაჭერა არ დაუფასა
ნანახია: 479

რატომ დააკავეს ხელისუფლების მთავარი მომმარაგებელი და მხარდამჭერი ბარკალაია

კომპანია "მათე მოტორსის" დამფუძნებლის, გელა ბარკალაიას სავარაუდო დაკავების მიზეზის შესახებ "ბ&ფ" უკვე წერდა. შეგახსენებთ, რომ ბარკალაია ამა წლის 12 ივნისს საგადასახადო სამსახურის თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. ბარკალაიას დაკავება ასეთი უცნაური არ იქნებოდა, იგი ქვეყანაში ერთი რიგითი ბიზნესმენი რომ ყოფილიყო. ცნობილია, რომ "მათე მოტორსის" დამფუძნებელი წლების განმავლობაში ხელისუფლებასთან დაახლოებული პიროვნება იყო და ამის დასტურად ისიც შეიძლება მოვიყვანოთ, რომ მისმა კომპანიამ შინაგან საქმეთა თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვა.
ეს ის ბარკალაიაა, რომელმაც მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მარშალ გელოვანის გამზირზე, "მათე მოტორსის" შენობასთან ყვავილებით ხუთიანები გამოსახა, რამაც ოპოზიციის წარმომადგენელთა გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა ბარკალაიამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერდა და ამით საკუთარი პოზიცია გამოხატა.
არჩევნების დასრულების შემდეგ კი ბარკალაია გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას გამოძიება სს კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ქრთამის მიცემაში ადანაშაულებს. აღნიშნული მუხლი 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატების მოთხოვნა, რომ დაკავებული 200 000 ლარის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ბარკალაიას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ბარკალაიას ციხეში ყოფნაა საჭიროა. ამჟამად საქმე წინასწარ გამოძიებაშია. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავების მიზეზად ქრთამის მიცემა სახელდება, თუმცა არაოფიციალურით მიზეზი სულ სხვაა. როგორც წესი, ხელისუფლებასთან ასე დაახლოებულ პირს, რომელიმე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გასამარჯვებლად ქრთამის მიცემა საგადასახადოს თანამშრომლისთვის არ უნდა დასჭირვებოდა, მითუმეტეს, თუ "ნაციონალური მოძრაობის" წინაშე მის წინასაარჩევნო დამსახურებებსაც გავიხსენებთ. გამოდის, რომ მიზეზი არა ქრთამის მიცემა, არამედ სხვა რამაა. "ბ&ფ" უკვე წერდა, რომ კულუარული ინფორმაციით, ბარკალაია არჩევნების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენელთა, კონკრეტულად კი დედაქალაქის ახლადარჩეული მერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას შეეწირა, რომელიც ვეფხვი და მოყმესთან ახალი ხიდის მშენებლობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ხიდის აშენება იმ ადგილას იგეგმება, სადაც ამჟამად "მათე მოტორსის" შენობაა განლაგებული, ხოლო ბარკალაიამ ხელისუფლების მოთხოვნაზე, მისთვის ეს ადგილი დაეთმო, უარი განაცხადა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.
"ბ&ფ"-მა არაერთხელ სცადა ბარკალაიას ადვოკატთან, ინგა არახამიასთან დაკავშირება, თუმცა ვერ შეძლო. საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლების მსგავსად, კომენტარის გაკეთებისგან ისიც თავს იკავებს.

მინდია გომიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48