იუბილე ქუჩაში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : იუბილე ქუჩაში
ნანახია: 781

იუბილე ქუჩაში
ვის აღარ სჭირდება ობსერვატორია

26 დეკემბერს რუსთაველის თეატრში ევგენი ხარაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საღამო გაიმართა, სადაც მისმა კოლეგებმა, მეცნიერებმა და მეგობრებმა სახელოვანი მეცნიერი გაიხსენეს, ეს დღე იმავდროულად ობსერვატორიის 70 წლის იუბილესთანაცაა დაკავშირებული, თუმცა ამჯერად ობსერვატორია შენობის, ლაბორატორიის გარეშე დარჩა. ის რისთვისაც ევგენი ხარაძე იბრძოდა და საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა, ახლა გადარჩენისთვის იბრძვის, დღის წესრიგში მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

ობსერვატორიის ლაბორატორია თბილისში ლიკვიდირებულია. ყაზბეგის #2-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაახლოებით 5000კვ.მ-ია 2008 წლის ივნისის თვეში "ჰოლდინგ საქართველოს მედიის გაერთიანებამ" 20 000 ლარად შეიძინა, თუმცა ეს თანხა დაზუსტებული არაა და მხოლოდ კულუარულ ინფორმაციას წარმოადგენს.
საქართველოს მთავრობის დადგენილება # 213, 26 სექტემბერი, 2007 წელი. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და მე-101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტრო-ფიზიკური ობსერვატორია; კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდეს საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია." ხელს აწერს მაშინდელი პრემიერ- მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.
ამ ტექსტის წაკითხვისას ობსერვატორიის ხელმძღვანელობას შეკითხვები არ გასჩენია, თუ რას ნიშნავდა მითითებული პუნქტები და ქვეპუნქტები. ეჭვები დარბევის შემდეგ გაჩნდა. როგორც მათ იურისტებმა განუმარტეს, ეს პუნქტები ლიკვიდაციას გულისხმობენ.
2007 წლის სექტემბერში ზემოაღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია შეიერთა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მოულოდნელად, დღის მეორე ნახევარში, ობსერვატორიის შენობაში უცნობი პირები შეცვივდნენ, დაარბიეს სახელმწიფო ქონება, შეამტვრიეს კარი და ლაბორატორიებიდან გამოიტანეს არსებული დანადგარები.
"დარბევამდე არანაირი ინფორმაცია არ გვქონია. სავარაუდოდ, იმ კომპანიის დაქირავებული ადამიანები, რომელმაც შენობა შეიძინა, შემოცვივდნენ, ლაბორატორიიდან დანადგარები გამოიტანეს, რომლის ადგილიდან დაძვრა სპეციალური რკინის დამხმარე საშუალებების გარეშე წარმოუდგენელია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი წინასწარ მომზადებულები იყვნენ. გაყიდვასთან დაკავშირებით ჩვენთან მოლაპარაკებები რომ გამართულიყო, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ახირება არ არის, რომ მაინცდამაინც აქ ვიყოთ, მაგრამ ლაბორატორიის გარეშე ობსერვატორია წარმოუდგენელია. შეგვეძლო დავმსხდარიყავით, ცივილური ადამიანებივით გველაპარაკა, გადაგვეწყვიტა რა და როგორ გაგვეკეთებინა, მაგრამ ასე პარტიზანულად დარბევა ყოვლად დაუშვებელია." - რევაზ ჭანიშვილი, ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ობსერვატორიის შენობაში გაეროს ოფისია განთავსებული და ის ქირას ობსერვატორიას უხდიდა.
ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის 2008 წლის 23 ივნისის #440 განკარგულების საფუძველზე ქ. თბილისში გამსახურდიას გამზ. # 34-ში/ალ. ყაზბეგის გამზ.#2-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 4996 კვ.მ. მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა "ჰოლდინგ საქართველოს მედიის გაერთინებას". საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის10.11.08წ. #1-1/2460 ბრძანებით შ.პ.ს. "ჰოლდნიგი საქართველოს მედიის განვითარებას" დაუდასტურდა საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე. ეს უკანსკნელი სთხოვს გაეროს ოფისს, რომ ქირა გადაუხადოს არა ობსერვატორიას, არამედ "ჰოლდინგ საქართველოს მედიის გაერთინებას" და მას შესაბამისი საჯარო ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს. დოკუმენტს ხელს აწერს დირექტორი ზაზა თანანაშვილი.
ეს დოკუმენტი ობსერვატორიის დირექტორს, გიორგი ჯავახიშვილს, ხელში სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა. სწორედ აქედან გაიგეს მათ, თუ ვინ იყო ამ შენობის ახალი მფლობელი. დარბევის დღემდე არავის ჰქონდა წარმოდგენა, რომ შენობა გაყიდული იყო, არც ის იცოდნენ, თუ ვინ იყო მისი მფლობელი, ან რა თანხა შევიდა ბიუჯეტში ამ ინვესტიციით.
დარბევიდან რამდენიმე დღეში ობსერვატორიის პროფესორებმა და ადმინისტრაციამ თათბირი დანიშნეს და ბატონი გიგიც მიიწვიეს. როგორც ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, მას არ ჰქონდა ინფორმაცია გაყიდვის თაობაზე, ამასთანავე, მისივე განცხადებით, ჭავჭავაძის უნივერსიტეტმა შეიერთა აბასთუმნის ობსერვატორია, მაგრამ არა თბილისში არსებული ლაბორატორია, მისი განცხადებით, მას ბალანსზე ის არ აუყვანია. აღსანიშნავია, რომ დარბევის შემდეგ მან იზრუნა ამ შენობაში დაცვის დაყენებაზე.
ობსერვატორია დაახლოებით 70 წლის წინ ევგენი ხარაძემ დააარსა. აბასთუმანში ობსერვატორია ყანობილის მთაზე მდებარეობს. თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე შენობა კი ობსერვატორიის ლაბორატორიაა. აქ ხდებოდა თეორიული კვლევები და აბასთუმანში დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება. ეს შენობა და აბასთუმანში მდებარე ობსერვატორია ერთ ორგანიზმს წარმოადგენენ, ამიტომ შეუძლებელია, რომ უნივერსიტეტს მხოლოდ ობსერვატორია შეეერთებინა.
ამავე სხდომაზე პროფესორებს გიგი თევზაძე დაჰპირდა, რომ ფიზიკის ინსტიტუტის შენობაში გადაიყვანდა, თუმცა ეს შენობა ჭავჭავაძის უნივერსიტეტს არ ეკუთვნის, შესაბამისად, ის ვერ უზრუნველყოფდა თანამშრომლების ზემოაღნიშნულ შენობაში გადაყვანას.


ირმა ზარნაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48