ნანახია: 522
1 აგვისტოს ბაკურიანში, სასტუმრო პრემიერ–პალასი ახალგაზრდა მეცინერთა პირველი საერთაშორისო ბანაკი ბაკურიანი, 2010 დასრულდა. იდეის ავტორი, სპონსორი და მხარდაჭერი კომპანია ნატახტარი იყო. ბანაკის მიზანს, რომლის ორგანიზატორიც ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდი იყო, ახალგაზრდების პროფესიული ზრდა, ქართველი და უცხოელი მეცნიერების დაახლოება, მათ შორის, ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა და მომავალში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების წახალისება წარმაოდგენდა. ბანაკში მონაწილეობდა ოცდაათამდე ახალგაზრდა მეცნიერი საქართველოდან, ფინეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან. ჩვენ ქვეყანას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის მაგისტრანტები წარმოადგენდნენ. ბანაკი 25 ივლისს გაიხსნა. 7 დღის განმავლობაში გაიმართა სემინარები, სამუშაო შეხვედრები, პრეზენტაციები და ახალგაზრდების დებატები სამეცნიერო თემებზე ფიზიკის, ეკოლოგიისა და მათემატიკის დარგებიდან. ამასთან, გაიმართება სხვადასხვა შემეცნებით გასართობი ღონისძიება. ერთი დღე კი, დაეთმო ექსკურსიას ვარძიასა და სამცხეში. ბანაკის ბოლო დღეს ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობით საჩვენებელი საღამო გაიმართა. წარმოადგინეს სკეჩი - მეცნიერება 100 წლის წინ, ახლა და 100 წლის შემდეგ, დაიწერა ჰიმნი და გაიმართა პრეზენტაციები. დასასრულს, ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდისა და კომპანია ნატახტარის წარმომადგენლებმა ბანაკის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადასცეს.
|