გადავარჩინოთ მცირე მეწარმეობა და გადავრჩებით » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : გადავარჩინოთ მცირე მეწარმეობა და გადავრჩებით
ნანახია: 1097

მაღაზიასა თუ ბაზარში პროდუქტის ყიდვისას, ტაქსით მგზავრობისას თუ კაფეში ყავის დალევისას არც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ იმ წუთას მცირე მეწარმის მომსახურებით ვსარგებლობთ. მცირე მეწარმე არის პირი, რომელსაც სახელმწიფოსგან მინიჭებული აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება და სანაცვლოდ იხდის გადასახადებს, თუმცა, "ბიზნესის ზვიგენებისგან" განსხვავებით, მისი თანამშრომლების რიცხვი და თანხის წლიური ბრუნვა გაცილებით ნაკლებია.
ყველა სახელმწიფოში (განსაკუთრებით "ბებერი კონტინენტის ქვეყნებში") მცირე მეწარმეებს უდიდესი ყურადღება ექცევათ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ დიდი სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულება აქვთ. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია მათ მიერ კონკურენტული გარემოს შექმნა – რის შედეგადაც ხდება უფრო სამართლიანი ფასების ფორმირება და იზრდება შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი; ასევე, ისინი ხელს უწყობენ უმუშევრობის დონის შემცირებას. ევროპის ქვეყნებში მცირე ბიზნესში დასაქმებულთა 60-70% მუშაობს. როგორც ამ სფეროს ექსპერტი თამაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, იმ უდიდეს სოციალურ ფუნქციასთან ერთად, რომელიც საზოგადოების ამ სეგმენტს აკისრია, დიდია მცირე მეწარმეთა წვლილი სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაშიც. მაგალითად, ევროპის ქვეყნების ბიუჯეტის 60%-მდე სწორედ მცირე მეწარმეთა გადასახადებით იქმნება (შედარებისთვის, საქართველოში ეს ციფრი 8-14%-ებს შორის მერყეობს).
დღესდღეობით, დამსაქმებელთა ასოციაციის მონაცემებით, საქართველოში მცირე მეწარმეთა რიცხვი დაახლოებით 85 ათასია. თბილისში თითოეული ასეთი ბიზნესმენის დაქვემდებარებაში საშუალოდ 7-მდე, ხოლო რაიონებში 4-მდე თანამშრომელი საქმიანობს. ყურადსაღებია, რომ ზემოთ ნახსენები 85000 მეწარმიდან 35000 იხდის გადასახადებს. რიცხვებს შორის ასეთი განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ იმ პირთა ნაწილი, ვინც მეწარმედ რეგისტრირდება, შემდგომში საქმიანობას წყვეტს; ხოლო მეორე მიზეზი კი ე.წ. "ჩრდილოვანი" (საქმიანობა გადასახადების გადაუხდელად) და "რუხი" (გადასახადების ნაწილის დამალვა) ეკონომიკის არსებობაა. დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლის აზრით, ამ პრობლემის მოგვარება (ისევე, როგორც პირთა წახალისება მეწარმეობის დასაწყებად) გონივრული საგადასახადო პოლიტიკის წარმოებით შეიძლება. გადასახადები, რომლებიც მეწარმის შემოსავლების 40%-ს მოიცავს "გონივრულის" კატეგორიაში ნამდვილად არ ჯდება. შედეგად, ვიღებთ გადასახადების სახელმწიფოსგან დამალვის მცდელობას და შეწყვეტილ სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნული, თავის მხრივ, იწვევს უმუშევრად დარჩენილ პირთა რიცხვის ზრდას.
მცირე მეწარმეთა ინტერესების დასაცავად საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის – ასოციაცია "სოლიდარობის" ინიციატივით შევიდა კანონპროექტი "მცირე მეწარმეობის შესახებ". აღნიშნული კანონპროექტით, იზრდება ის ზედა ზღვარი, რომლის ფარგლებში მოქმედ ბიზნესმენს "მცირე მეწარმის" სტატუსი მიენიჭება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონის "საინვესტიციო სააგენტოს შესახებ" თანახმად, მცირე საწარმოში უნდა იყოს 20 დასაქმებული, ხოლო წლიური ბრუნვის მაქსიმალური ოდენობა 500 000 ლარს შეადგენს. ხოლო კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ მცირე საწარმოში შესაძლებელია 30 მუშახელის დასაქმება, წლიური ბრუნვის ზედა ზღვარი კი 2 მილიონი ლარია.
გარდა ამისა, ახალი კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია, რომელიც კომერციულ ბანკს ფულად კომპენსაციას გამოუყოფს, თუ ეს უკანასკნელი მცირე მეწარმეებზე უპროცენტო ან შეღავათიან სესხებს გასცემს.
აღნიშნული პირობა მოგვაგონებს ე.წ. "იაფი კრედიტის" პროექტს. თუმცა აღნიშნული პროგრამა, თამაზ ვაშაკიძის აზრით, ნაკლებად სასურველი საბაზრო ეკონომიკის პირობებში გახლდათ, - დაუშვებელია, ბანკს აიძულო სესხის გაცემა იმ პირზე, რომელიც კრედიტის მიღების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ამის ნაცვლად, თამაზ ვაშაკიძის აზრით, საინტერესო ინიციატივა იქნებოდა ეროვნული ბანკის მონაწილეობით "იაფი კრედიტის" მსგავსი პროგრამების განხორციელება. ე.ი. ეროვნული ბანკი შეიძლება, მცირე მეწარმეთა თავდები კომერციულ ბანკებთან საკრედიტო ურთიერთობაში გამხდარიყო (ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბანკი უდგება თავდებად მცირე მეწარმეებს). ამით კომერციული ბანკების რისკები მცირე მეწარმეებზე სესხების გაცემისას შემცირდებოდა, რომელთა უმრავლესობა კრედიტის მიღების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
"იაფი კრედიტის" მსგავსი პროგრამების ნაცვლად, რომლებიც კომერციული ბანკების საქმიანობაში სახელმწიფოს გაუმართლებელ ჩარევას იწვევენ, აჯობებდა შექმნილიყო საგადასახადო კანონი, რომელიც მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის დიფერენცირებას მოახდენდა; დააწესებდა შეღავათიან პირობებს ამ უკანასკნელი კატეგორიის ბიზნესმენთათვის. საინტერესო ინიციატივა იქნება, თუ გარკვეული პერიოდის მანძილზე მცირე მეწარმე გადაიხდის მხოლოდ ფიქსირებულ გადასახადს, სახელმწიფოს მიერ მისი ბუღალტერიის შემოწმების გარეშე. აღნიშნული შეამცირებდა "ჩრდილოვანი" და "რუხი" ეკონომიკის წარმოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საწარმოს რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და "იაფი კრედიტის" მსგავსი პროგრამების წარმოება სასურველ შედეგს მცირე მეწარმეობის განვითარებაზე ვერ ახდენს და ქმნის "პოტიომკინის სოფლის" შთაბეჭდილებას, რაც ხელს უშლის როგორც საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ისე უმუშევრობის შემცირებას.


მარიკა მხეიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48