მანდატურებს მოსწავლეების ცემის უფლებაც ექნებათ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მანდატურებს მოსწავლეების ცემის უფლებაც ექნებათ
ნანახია: 854

საქართველოს პარლამენტში განიხილავს ინიციატივას "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად კანონმდებლობაში ოფიციალურად ჩნდება სკოლის მანდატურის სტატუსი. მანდატურებს ეძლევათ უფლება, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამოიყენონ "პირადი გასინჯვის" უფლება, ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ღონისძიების გამოყენება მანდატურებს შეეძლებათ არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში.
ექსპერტთა აზრით, სკოლებში მანდატურებისთვის "პირადი გასინჯვის" უფლების მინიჭება, ასევე არასრულწლოვან პირთა მიმართ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, სათანადო საკანონმდებლო რეგულირების გარეშე შეიძლება ამ პირების უფლებების უხეში დარღვევის საფუძველი გახდეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის წარდგენა საქართველოს პარლამენტში მოხდა 2010 წლის 21 ივნისს და მისი განხილვის პროცესის დაწყება დაგეგმილი იყო 7-10 სექტემბრისთვის, თუმცა პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტის, ისევე, როგორც მრავალი სხვა პროექტის, განხილვა მაქსიმალურად ფორსირებულ რეჟიმში დაიწყო და სულ რამდენიმე დღის განმავლობაში იგი უკვე ორი მოსმენით იქნა მიღებული.
ამ საკითხთან დაკავშირებით "ბანკები და ფინანსები" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტს თამარ ჩუგოშვილს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, პარლამერნტმა უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები. "ამ კანონპროექტში ორი ძირითადი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. ერთ-ერთი ის, რომ მანდატურებს ეძლეოდათ მოსწავლეების პირადი გაჩხრეკვის უფლება და გარდა ამისა, მოსწავლეების მიმართ ფიზიკური ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენ მოვუწოდებდით პარლამენტს დაჩქარებულ რეჟიმში არ მიეღოთ ეს კანონი, რადგან თუ არსებული სახით მიიღებდნენ, რა სახითაც იყო შეთავაზებული, ადამიანის უფლებების დარღვევებს გამოიწვევდა. ჩვენ ვთავაზობდით პარლამენტს, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა გაეგრძელებინათ და არასრულწლოვანი პირების დაცვის დამატებითი გარანტიები ჩაედოთ. კონკრეტულად გაეწერათ, როგორ მოხდებოდა ამ საშუალებების გამოყენება, და რა ზედამხედველობის ფორმები იქნებოდა, თუ სტანდარტები დაირღვევოდა. გარდა ამისა, კანონპროექტში იყო ბევრი საკითხი, რომელიც დამატებით მუშაობას და გათვალისწინებას საჭიროებდა. თუმცა პარლამენტმა ეს კანონი მიიღო იმ სახით რა სახითაც იყო ინიცირებული. ჩვენ ზეპირი შეთანხმება დავდეთ, რომ სექტემბერში, როცა სესია განახლდება, პარლამენტი ხელახლა დაიწყებს გადახედვას კანონს და ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე ცვლილებებს შეიტანს, თუმცა ეს ზეპირი შეთანხმებაა და არ ვიცით, ასე მოხდება თუ არა. მე რამდენადაც ვიცი, მანდატურებს ჯერ არანაირი მომზადება არ გაუვლიათ. კანონი ითვალისწინებს, რომ მანდატურებმა მომზადება უნდა გაიარონ, თუმცა ჯერ ასეთი ბიუროც კი არ არსებობს, რომელიც მანდატურების ზედამხედველი იქნება და მათ მოამზადებს. ექთნის ფუნქციასაც ისინი ითავსებენ და სექტემბრიდან, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მანდატურებიც დაიწყებენ მუშაობას. მანდატურების ასაკობრივი ზღვარი 22 წლიდან არის განსაზღვრული. მანდატურების საკითხს კანონის მიხედვით განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ორგანო დაარეგულირებს", - აცხადებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი თამარ ჩუგოშვილი.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48