კონსტიტუციური მანიპულაციები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : კონსტიტუციური მანიპულაციები
ნანახია: 466

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ექნება. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მთავარი კანონი, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქართველი ხალხის მომავალი, მაგრამ ახალი კონსტიტუციით კმაყოფილება, მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და "ნაციონალური მოძრაობას" ეტყობა. კონსტიტუცია, რომლის მიმართაც თანხმობა საზოგადოებასთან ერთად, ქვეყნის ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოხატონ, დაბალი ლეგიტიმაციისაა. პოლიტიკური ოპოზიცია შემუშავებულ დოკუმენტს უნდობლობას უცხადებს, პროექტის საერთო-სახალხო განხილვის 6-თვიან ვადას და მის ამოქმედებას 2012 წელს არჩეული პარლამენტის მხრიდან დამტკიცების შემდგომ მოითხოვს, თუმცა ყველაფერი უკვე აბსურდის თეატრსაც აღარ ჰგავს. ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც სურდა, მან კიდევ ერთხელ დაამარცხა ოპოზიცია და საკუთარ ყოვლისშემძლეობაში დაარწმუნა საზოგადოება, რისი მიზანიც ხელისუფლების შენარჩუნებაა მიხეილ სააკაშვილის მიერ, 2013 წლის შემდეგ და არც ესაა ვინმესთვის აღმოჩენა, ხოლო კომისიამ, რომელმაც ესოდენ დიდი ჯაფა გასწია მოქმედი პრეზიდენტისთვის 2013 წლის შემდგომ ძლიერი პრემიერის ინსტიტუტის შესაქმნელად, ქვეყანაში ძალაუფლების ისევ ერთი პირის ხელში თავმოყრისათვის და ხელისუფლების შტოებს შორის მოჩვენებითი "შეკავებისა და გაწონასწორების" პრინციპის შექმნით, სინამდვილეში შექმნა მოდელი, რომელიც ქვეყანას სამართლებრივი და პოლიტიკური განვითარების გზაზე ახალი სირთულეების, გამოწვევებისა და მუდმივი არასტაბილურობის წინაშე აყენებს.
გაზეთ "პრაიმ თაიმის" მედიაკლუბში სტუმარმა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა, თენგიზ შარმანაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა წარმატებულად შეაფასა და საზოგადოებას ახალი კონსტიტუციური მოდელით ხელისუფლების უზურპაციის აცილება ახარა. `ახალი კონსტიტუციის საბაზისო პროექტის დამტკიცებით თავიდან ხელისუფლების უზურპაციის ნიშნები იქნა აცილებული", – თქვა მან და სინანული გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციონერი კოლეგებიც რომ ყოფილიყვნენ ჩართულნი, დოკუმენტი უფრო სრულყოფილი იქნებოდა. "ჩვენ, ორ ადამიანს გვიხდებოდა ოპონირება ხელისუფლებასთანო" – ბრძანა შარმანაშვილმა და საკუთარ თავთან ერთად, ავთანდილ დემეტრაშვილიც იგულისხმა.
თენგიზ შარმანაშვილი 20 ივლისის ბრიფინგზე ამბობდა: "სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ევროპული სივრცისკენ ღირსეული ნაბიჯი გადადგა. საქართველოს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას ვენეციის კომისიამ და უცხოელმა ექსპერტებმა უკვე უწოდეს რადიკალური რეფორმა. დამტკიცებული მოდელი იქნება გარანტია ხელისუფლების დაბალანსებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იზღუდება პრეზიდენტის ძალაუფლება, ძლიერდება პარლამენტი და იზრდება მთავრობის პასუხისმგებლობა. თუკი 2004 წლის თებერვალში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები ევროპამ ხელისუფლებაში მოსულ მიხეილ სააკაშვილის ახალ გუნდს აპატია, დღეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო მოდელის დაცვის გარანტი უკვე თავად ვენეციის კომისია და ევროპელი ექსპერტები იქნებიან. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ თავისი მუშაობა პირწმინდად შეასრულა და თავისი პასუხისმგებლობა ახალი საკონსტიტუციო მოდელის დამტკიცებით დაასრულა",- თქვა შარმანაშვილმა.
ვერაფერს იტყვით! რაო, რაო?
ბატონ შარმანაშვილის იდილიური გრძნობა პრესკონფერენციაზე მხოლოდ `ბანკები და ფინანსების~ მიერ დასმულმა სამმა შეკითხვამ დაარღვია, თუმცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მყოფ `მთავარ ოპოზიციონერს~ რატომღაც დაავიწყდა, რომ პროფესიული შეკითხვა აკადემიურ პასუხს მაინც მოითხოვდა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულს, ფაკულტეტის იმ კონსტიტუციონალისტებისგან, რომლებმაც ხელისუფლებას სასურველი კონსტიტუცია ჩააბარეს, ნამდვილად ბევრი ისწავლა, თუ რას ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, დემოკრატია, კონსტიტუციური პროცესი, როდის მყარდება დიქტატურა და რატომ იწყება ადამიანის ღირსებების გაუფასურება საქართველოსნაირ ქვეყნებში - დროის, ვითარებისა და გარემოების მიუხედავად.

- ბატონო თენგიზ, რატომ საუბრობთ ასეთი ბედნიერი სახით, რა გაძლევთ იმის იმედს, რომ თქვენს მიერ მომზადებული პროექტი ცხოვრებაში სრულყოფილად განხორციელდება, ხელისუფლების შტოებს შორის შენარჩუნდება ბალანსი, სად არის იმის გარანტია, რომ პრეზიდენტი მალე ახალი საკანონმდებლო ინიციატივით არ შეასწორებს თქვენს ნაღვაწ-ნაშრომს? თქვენ ამბობთ, რომ ქვეყანა უზურპაციას გადაარჩინეთ. შესაძლებელია, უკვე უზურპირებულია კიდეც, მაგრამ არც თქვენ და არც მე იმ ცვლილებების განხორციელებაში ბრალი არ მიგვიძღვის, რომელიც პრეზიდენტმა 2004 წლის 6 თებერვალს შემოიტანა და დღემდე მოქმედებს...

- ბატონო თენგიზ, თქვენი კომისია საქმიანობის დასაწყისში ამბობდა, რომ ახალ კონსტიტუციას აზრი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუკი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობით ისარგებლებდა. წარმოდგენილ პროექტზე საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის, ხოლო საქართველოში მოქმედი 13 წამყვანი ოპოზიციური პარტია მას უნდობლობას უცხადებს. თქვენ ახლაც ფიქრობთ, რომ ეს კონსტიტუცია იმუშავებს?

- თქვენ და თქვენი საკონსტიტუციო კომისია იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას თქვენს მიერ მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტის ამოქმედების შემდგომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის განვითარებაზე?

- რატომ გჯერათ, რა არის იმის წინაპირობები, რომ ევროპელები ქართული კონსტიტუციის დაცვის გარანტები იქნებიან?


დიახ, ეს თენგიზ შარმანაშვილისთვის გუშინ, "პრაიმ თაიმის" მედიაკლუბში ჩემს მიერ დასმული შეკითხვებია და განათლებით იურისტიც რომ არ ვყოფილიყავი, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, რომელიც საქართველოდან წასვლას არსად აპირებს და ჩემთვის ამ ქვეყნის მომავალი სულერთი არ გახლავთ, მაგრამ გუშინ მე ბატონი შარმანაშვილისგან მივიღე არაზუსტი, არეული, არაკვალიფიციური რამდენიმესიტყვიანი პასუხი, რომ პასუხისმგებლობას არაფერზე არ იღებს, ეს უკვე მისი საქმე აღარაა, სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პრეზიდენტს სურვილიც გაუმხილა: "თუკი საკონსტიტუციო კომისიას უფლებამოსილება არ გაუხანგრძლივდება, უმუშევართა რიგებს შევემატებიო", მაგრამ ასეთი პასუხი "პრაიმ თაიმის" სტუდიას, იქ შეკრებილ ჟურნალისტურ კორპუსს, ყოფილი ფილოლოგის და მოქმედი იურისტისგან, ნამდვილად არ ეკადრება. თენგიზ შარმანაშვილმა არგუმენტის სანაცვლოდ მომიგო, რომ ასეთ შეკითხვებს, თურმე, ჟურნალისტი არ უნდა სვამდეს, ეს ცალსახად მიუთითებდა ჩემს ტენდენციურობაზე და ანგაჟირებულობაზე.
ჰო, რა ვიცი, მე არც "ნაციონალების" მხარდამჭერი ვარ და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე ამომდის მზე და მთვარე, არც უშედეგო ეროვნულ-დემოკრატიული წარსული მაქვს და არც ჩემი მაღალი ხელფასის დაკარგვა მადარდებს.
ანგაჟირებული მხოლოდ ჩემი ქვეყნისგან ვარ, აქ მინდა კარგ ქვეყანაში ვიცხოვრო, რასაც კონსტიტუციური მანიპულაციებით და მათდამი წაყრუებით შეუძლებელს ხდიან ბატონი დემეტრაშვილი და ბატონი შარმანაშვილი.
იგი ეტყობა, მაინც ფილოლოგად და უნიადაგო რომანტიკოსად დარჩა.

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48