ქართული საზოგადოების მიმართვა ხელისუფლებას » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ქართული საზოგადოების მიმართვა ხელისუფლებას
ნანახია: 379

იქნებ გვითხრათ, რა ჯდება და რომელი კომპანია აშენებს ქუთაისის პარლამენტს

ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა. კითხვები ძირითადად პროექტების განსახორციელებლად საჭირო თანხების წარმომავლობასთან და მისი განმახორციელებელი კომპანიებისთვის ამ უფლების ობიექტურად მიცემასთან დაკავშირებით ჩნდებოდა. მათ შორის, აღსანიშნავია თბილისში გმირთა მოედნის რამდენჯერმე გადაკეთება, რიყის მიმდინარე რეკონსტრუქცია, ე.წ. ?შვიდობის ხიდის მშენებლობა და ა.შ. საზოგადოებამ დღემდე არაფერი იცის თუ საიდან დაფინანსდა და ფინანსდება ეს პროექტები, ან როგორ, რა კრიტერიუმებით მიეცა უფლება კომპანიებს ამ სამუშაოების შესრულების. თბილისის მერიაში დღემდე არ ფლობენ (ან შეიძლება ფლობენ) ინფორმაციას, თუ საიდან გამოიყო თანხა რიყის რეკონსტრუქციისა და ?შვიდობის ხიდის მშენებლობისთვის. ეს ხარჯები თბილისის ბიუჯეტში არ ყოფილა გათვალისწინებული. თუ ამ უკანასკნელ ობიექტთან დაკავშირებით ის მაინც ვიცით, რომ მისი აშენება (ოფიციალური ინფორმაციით) 12 მილიონი დაუჯდა, ოღონდ არ ვიცით ვის. გაცილებით მეტი იდუმალებითაა მოცული ქუთაისში პარლამენტის აშენების პროექტი.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივა პარლამენტის ქუთაისში გადატანის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაჟღერდა. თუმცა, მას შემდეგ ვერცერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ ვერ მოახერხა ინფორმაციის მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჯდება და ვინ ახორციელებს პროექტს.
ახალ, ქუთაისის გამოცოცხლებისკენ მიმართულ ინიციატივას დიდების მემორიალი და 2 ადამიანის სიცოცხლე რომ შეეწირა, ეს, ალბათ, ყველას კარგად ახსოვს. ამ მოვლენის მეორე დღესვე ყოფილი მემორილის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა ბილბორდი, სადაც საკმაოდ ორიგინალური (როგორც სჩვევიათ) შენობის ფოტო გაჩნდა. თურმე ასეთი იქნება ჩვენი პარლამენტი 2013-ში.
ძალიან კარგი, თუ ქვეყანას თანამედროვე და ორიგინალური პარლამენტის შენობა ექნება, მაგრამ იქნებ ვინმემ ნება იბოძოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა უჯდება ქართველ ხალხს ეს სიამოვნება და რომელი კომპანია ახორციელებს პროექტს.
?&ფ იდუმალებით მოცულ მშენებარე პარლამენტთან დაკავშირებით ადრეც წერდა, თუმცა, როგორც მაშინ, ისე ახლა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო. ყველა სახელმწიფო ორგანოში, რომელშიც შეიძლება, საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში იყოს, აცხადებენ, რომ მშენებლობის შესახებ არაფერი იციან.
არსებული ინფორმაციით კი პარლამენტის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ?აგი სტილი ახორციელებს. ამ ინფორმაციას კომპანიაშიც ადასტურებენ, თუმცა, ინფორმაციის გავრცელებისგან იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო ეს უფლება და რა ჯდება მშენებლობა, თავს იკავებენ და სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართვას გვირჩევენ.
რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, არც ადგილობრივმა და არც ცენტრალურმა ორგანოებმა, პროექტის შესახებ არაფერი იციან. მათ შორის არიან: ქალაქ თბილისის მერია, პარლამენტი, რომელიც ჯერ კიდევ თბილისშია, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ქალაქ ქუთაისის მერია.
არც ისაა ცნობილი, ჩატარდა თუ არა ტენდერი საუკეთესო პირობების მქონე სამშენებლო კომპანიის გამოსავლენად. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ?აგი სტილის ხელმძღვანელობა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, ჩნდება ეჭვი, რომ "მაგი სტილს" საერთოდ ტენდერის გარეშე მიეღო მშენებლობის უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა უკვე დიდი ხნის დაწყებულია და იქვე ბილბორდიცაა განთავსებული, დღემდე ქუთაისში პარლამენტის შენობის ოფიციალური პროექტი არ გამოქვეყნებულა.
მართალია, ინიციატივის გაჟღერების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ახალი პარლამენტის აშენება ქვეყანას 50 მილიონ ლარზე მეტი არ დაუჯდებოდა, თუმცა, ექსპერტთა თქმით, ხარჯები, სავარაუდოდ, 100-150 მილიონს მიაღწევს. საუბარი აღარაა იმ ხარჯებზე, რომლის გაწევაც ჩვენს ბიუჯეტს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადაბარგების შემდეგ დეპუტატების თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობისთვის თუ ადგილზე განთავსებისთვის მოუწევს.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48