პრობლემები ადვოკატთა ასოციაციაში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : პრობლემები ადვოკატთა ასოციაციაში
ნანახია: 588

ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება, თუნდაც ასოციაციიდან სამართლიანად გარიცხული ადვოკატების შემოკრებას და თუკი მათ საუკეთესო პირობებს შესთავაზებს ალტერნატიული ადვოკატთა გაერთიანების სახით, ეს იმთავითვე დაასუსტებს მოქმედ ასოციაციას. ამასთან, არც ის არის გამორიცხული, რომ ადვოკატების მხრიდან ასოციაციაში საწევროს გადაუხდელობა მათი ფინასური ხელმოკლეობის შედეგი სულაც არ გახლდეთ და ამის უკან ხელისუფლება იდგეს. ასეთ შემთხვევაში, ზაზა ხატიაშვილი აშკარად წამოეგება პროვოკაციას და ნებსით თუ უნებლიედ მთავრობის თამაშს ითამაშებს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 15 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საწევრო დავალიანების მქონე ადვოკატთა ასოციაციის წევრთა გამოვლენისა და უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, 9 ივლისიდან 1678 ადვოკატის მიმართ, ადმინისტრაციული საქმეების წარმოება დაიწყო, ხოლო ასოციაციიდან გარიცხულ ადვოკატთა სია უმოკლეს ხანში, სასამართლოებს, პროკურატურის ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს გადაეცემათ.
ერთი შეხედვით, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებული ადვოკატებისთვის, რომლებიც 200-ლარიან საწევროს, კანონით დადგენილ ფარგლებში, გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო, ვერ იხდიდნენ, "ადვოკატთა შესახებ" კანონის თანახმად, უფლებამოსილება უწყდებათ, თუმცა ამ რაოდენობის ადვოკატისთვის, ერთბაშად, წარმომადგენლობითი სტატუსის შეჩერება, კანონის სამართლიანი მოთხოვნის შესრულების გვერდით, იმ სავარაუდო საფრთხეებსაც შეიცავს, რომელიც საქართველოს "ადვოკატთა ასოციაციას" მორიგ უსიამოვნებებს ჰპირდება.
საუბარია ხელისუფლების იმ განწყობაზე, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ 2009 წლის დეკემბრიდან არსებობს. ადვოკატთა გილდიის თავკაცად მოულოდნელად, ხელისუფლების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, არჩეულმა ზაზა ხატიაშვილმა პირველივე დღიდან "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკას, ადვოკატთა ინსტიტუტთან მიმართებაში, შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა და არაერთი მხილებით გამოვიდა. ხელისუფლება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში ქეთი ქვარცხავას კანდიდატურის სახით ზაზა ხატიაშვილთან დამარცხებას დუმილით შეხვდა, თუმცა მოჩვენებით მშვიდ ვითარებას უკვე არაერთი მანიპულაციისთვის იყენებს. პარლამენტში უკვე არსებობს ადვოკატთა ნაწილის წერილობითი მოთხოვნა ალტერნატიული ადვოკატთა ასოციაციის შექმნის შესახებ, რომელსაც საპარლამენტო იურიდიული კომიტეტი ლობირებს. ცხადია, ხელისუფლება ელოდება საჭირო დროს და ვითარებას, როცა საკანონმდებლო წინადადებებს საკანონმდებლო ინიციატივებად აქცევს და მმართველი უმრავლესობით კანონად დაამტკიცებს. შესაძლებელია, ასეთ ხელსაყრელ პერიოდად საკანონმდებლო ორგანომ საშემოდგომო სესია მიიჩნიოს, რადგანაც სახელისუფლებო უმრავლესობისთვის ახლა მთავარი იმ საარჩევნო თეზის - "მოგებულს მიაქვს ყველაფერი" - შენარჩუნებაა, რომელმაც 2006 და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება მოაპოვებინა, ამ ბოლო არჩევნებზე მოდიფიცირებული ვარიანტით.
ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ზაზა ხატიაშვილის ადვოკატთა ასოციაციაში ხელმძღვანელად არჩევით, პირველად, დაახლოებით, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში, მეტიც, 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, დადგა გაუყალბებელი შედეგი, რაც იყო ამომრჩეველთა უმრავლესობის ნება. პირველად, პრინციპულად მნიშვნელოვან არჩევნებში, ხელისუფლება სასტიკად დამარცხდა, ხოლო 4113-წევრიანი ადვოკატთა გილდიის სათავეში მოვიდა ხელმძღვანელი, რომელმაც საზოგადოებას და უპირველესად, კოლეგებს, იმედი დაუბრუნა, რომ ქვეყანაში სამართლიანობისათვის ბრძოლა ისევ შესაძლებელია. ამიტომაც, მმართველი გუნდი, რომელსაც მაისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე აგვისტოს ომით შექმნილი ლეგიტიმაციის საკითხი აბრკოლებდა, ადვოკატთა ასოციაციის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს, შეეცდება ადვოკატთა ასოციაციის წევრთა მიმხრობას, კრიზისული ვითარების წარმოქმნას, ასოციაციაში ვადამდელი არჩევნების წინაპირობების შექმნას. შესაძლებელია, მათი ხედვა ახლა უფრო პრაგმატული აღმოჩნდეს, ხოლო ზაზა ხატიაშვილის გადაწყვეტილებები, ადვოკატთა ასოციაციის ერთიანობისთვის, ნებსით თუ უნებლიედ, საბედისწერო.
ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება, თუნდაც ასოციაციიდან სამართლიანად გარიცხული ადვოკატების შემოკრებას და თუკი მათ საუკეთესო პირობებს შესთავაზებს ალტერნატიული ადვოკატთა გაერთიანების სახით, ეს იმთავითვე დაასუსტებს მოქმედ ასოციაციას. ამასთან, არც ის არის გამორიცხული, რომ ადვოკატების მხრიდან ასოციაციაში საწევროს გადაუხდელობა მათი ფინასური ხელმოკლეობის შედეგი სულაც არ გახლდეთ და ამის უკან ხელისუფლება იდგეს. ასეთ შემთხვევაში, ზაზა ხატიაშვილი აშკარად წამოეგება პროვოკაციას და ნებსით თუ უნებლიედ მთავრობის თამაშს ითამაშებს.
ცხადია, ეს საბოლოო ჯამში, მოქმედ ადვოკატთა გაერთიანებას ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენებს, ფინანსურად ქმედუუნარო ორგანიზაცია კი ფუნქციას კარგავს. დღემდე მოქმედი ნაბიჯებით ხელისუფლების მხრიდან ზაზა ხატიაშვილის ადვოკატთა ასოციაციის დისკრედიტაცია წარმატებით მიმდინარეობს: წარმატებით ხორციელდება პროექტი `თბილისელების ადვოკატი” თავისი 30 ფილიალით და უამრავი დასაქმებული ახალგაზრდით, რომელიც 2009 წლის დეკემბრიდან დაიწყო, გვყავს არაერთი ნაცემი პატიმარი და მათთან კომუნიკაციას მოკლებული ადვოკატები, 200-მდე პასუხისგებაში მიცემული უფლებადამცველი, რომელთა ნაწილს - გირაო, ნაწილს პატიმრობა აქვს შეფარდებული. სულ პატიმრობაში 100-მდე ადვოკატია, ხოლო ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრმა გამოსცა ბრძანება, (#89,10.06.2010) რომლის მიხედვითაც, ადვოკატს უფლება აქვს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ მსჯავრდებულს (პატიმარს), ხოლო სხვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთან (პატიმართან) შეხვედრის სურვილის შემთხვევაში, დაიცვას მსჯავრდებულთან (პატიმართან) შეხვედრის რიგში მდგომ დამცველთა -ადვოკატთა რიგითობა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მინისტრ ხათუნა კალმახელიძის გადაწყვეტილება უკანონოა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების იმიტაციას ახდენს. ზაზა ხატიაშვილი თავისი საჩივრით მინისტრის მიმართ მთავარი პროკურატურისაგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ასეთი შედეგი დადგეს. სამინისტრომ ადვოკატთა უფლებების შეზღუდვის აშკარა გადაწყვეტილება ისევ ადვოკატთა სახელით მათი უფლებების დაცვის მოთხოვნით სამინისტროში შესული არაერთი განცხადების არსებობით ახსნა. ცხადია, ხელისუფლება ხატიაშვილისა და თავისი გუნდის თუნდაც სამართლიან მოთხოვნებს იგნორირების გარეშე დატოვებს. მეტიც, იმ პოზიტიური ცვლილებების ფონზე, რომელიც ამ გუნდმა "ადვოკატთა ასოციაციაში" მოსვლის დღიდან განახორციელეს, სულ უფრო მეტად მკვიდრდება აზრი, რომ "ადვოკატთა ასოციაცია" პოლიტიკური პროცესის მხარეს დგას. ხელისუფლების მხრიდან ზაზა ხატიაშვილის პოლიტიკურ ფიგურად წარმოჩენის მცდელობები საზოგადოებაში უკვე არაერთგვაროვანი შეფასებების საფუძველს ტოვებს. როგორც ჩანს, ზაზა ხატიაშვილს მეტი არგუმენტი მართებს. ის, რაც საქართველოს "ადვოკატთა ასოციაციის" დამოუკიდებლობისთვის გაკეთდა – ასოციაციის წესდებაში ადვოკატების დაცვის გარანტიების შექმნა, "კანონშემოქმედებით პროცესში" "აღმასრულებელი საბჭოს" ვალდებულებების გაიზარდა და ასოციაციის თავმჯდომარის უფლებები შეიზღუდა, ადვოკატთა დაცვის კომიტეტის ჩამოყალიბება, რეგიონში მოღვაწე დამცველების პრობლემების შესწავლა, პასუხისგებაში მიცემული ადვოკატების საქმეების შესწავლის დაწყება, კლიენტთან ურთიერთობის ახალი სახელშეკრულებო ფორმების შემუშავება და მაღალი გამოცდილების მქონე ადვოკატების ხელმძღვანელობით შექმნილი სამუშაო ჯგუფები ქვეყანაში სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის შეფასების კუთხით, თავისთავად, ასოციაციაში გასატარებელი რეფორმის საჭიროებას წარმოადგენდა, თუმცა მოცემულობაში, გამოწვევებისა და რეალობების გათვალისწინებით, ზაზა ხატიაშვილს იმ საფრთხეების ღრმა ანალიზი მართებს, რომლის გარეშეც, ასოციაცია დაშლის პირას აღმოჩნდება, ხოლო ტრიუმფი დამარცხებად, უპირველესად იდეის დამარცხებად, რომელსაც ზაზა ხატიაშვილი განასახიერებს.
"მე არ ვდუმვარ. მე ახლა ვიწყებ." – ზაზა ხატიაშვილმა ეს სიტყვები "ბ&ფ"-ს არჩევიდან რამდენიმე დღეში განუცხადა.
ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დათმობის სანაცვლოდ, ხელისუფლების შეთავაზებულ ერთ მილიონ ევროზე უარის მთქმელ ზაზა ხატიაშვილს, უფლება არ აქვს ასოციაცია ყოფნა-არყოფნის მდგომარეობამდე მიიყვანოს. ამიტომაც, აუცილებლად გადასახედია ის გადაწყვეტილებაც, რომელიც საწევრო დავალიანების მქონე ადვოკატებს, თანხის გადახდის პერიოდებს განუსაზღვრავს. საერთოდაც, საჭიროა ამ კუთხით მეტი შეღავათები იქნეს დაწესებული და დამწყები, რეგიონებში მოღვაწე თუ დედაქალაქში მყოფი ადვოკატების ფიქსირებული საწევრო ერთიანი არ იყოს, რადგანაც, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მღელვარე დღეებში, ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატი, ქეთი ბექაური, "მედიანიუსთან" საუბარში სამართლიანად ამბობდა: "ზოგიერთი ჩემი კოლეგა, რომელსაც არც ჰონორარი აქვს და არც შემოსავალი, 200 ლარს საწევროსაც ვერ იხდის. ასლანიშვილი იმ ადვოკატებს, (ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი-ა.კ.), რომელთაც ერთი თვით დააგვიანეს საწევროს გადახდა, გასარიცხთა სიაში წერდა და პროკურატურას და სასამართლოს უგზავნიდა ამ სიას – ეს ადვოკატები, როგორც ურჩი გადამხდელები, არ დაუშვათ სასამართლოზეო. ცოტა უხერხულია, რომ ამათ ლუკმა პურს აცლი და შენ 50 ათასს იდებს ჯიბეში. ასოციაციის თავმჯდომარე კოლეგების ინტერესებს კი არ იცავდა, ძალაუფლების უზურპაცია გააკეთა და სასტიკად მოექცა თავის კოლეგებს. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში 180 ადვოკატი დააპატიმრეს და ვერც ერთი ვერ დაიცვა, არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ გამოითხოვა და არ გადასინჯა." – ამბობდა ქეთი ბექაური.
საზოგადოება, რომელმაც შენიშნა და ღირსეულად დააფასა ზაზა ხატიაშვილის პროფესიული ღირსება და პიროვნული სიმამაცე, მისგან ადვოკატის უძლიერესი ინსტიტუტეს ჩამოყალიბებას ელის, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48